ენერგეტიკის მინისტრი "ენგურჰესთან" დაკავშირებით დეფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ენგურჰესთან" და აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგებასთან დაკავშირებით, ოკუპირებული აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.

კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით აფხაზეთში პრობლემები არსებობს.


"პრობლემები ნამდვილად არის ელექტროენერგიის მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ უახლოეს მომავალში შევხდებით, გვექნება საუბარი ამ კონკრეტულ საკითხზე. როგორც შარშან, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ დროულად იქნას მოგვარებული და ელექტროენერგიის თვალსაზრისით მათ პრობლემები არ შეექმნათ", - განაცხადა კახა კალაძემ.


გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრისა და ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობას შორის შეხვედრა 14-დან 20 იანვრის ფარგლებში გაიმართება.


ოკუპირებულ აფხაზეთში ელექროენერგიის მოხმარება 2016 წელს 2007 წელთან შედარებით 55%-ით გაიზარდა, შესაბამისად "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის. ენგურჰესის წლიური გამომუშავება 3 მილიარდ კილოვატ საათს აღემატება, აქედან გამომუშავებული ელექტროენერგიის 40% უფასოდ მიაქვს აფხაზეთს, 60% - საქართველოს ენერგოსისტემაში რჩება. ენგურჰესისის წილი საქართველოს მთელ ენერგობალანსში 40 პროცენტია.


ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე "ენგურჰესთან" დაკავშირებით არაღიარებული მთავრობის წარმომადგენლებს გასულ წლებშიც შეხვდა.



აჭარის ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ სპორტული კომპლექსების საკითხზე შეხვედრა გამართა
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ინგა შამილიშვილთან ერთად სპორტის სხვადასხვა სექციის ხელმძღვანელებს შეხვდა.
სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს
გუშინ, 16 იანვარს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია "სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?".
თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.