კატეგორიები

სესხების გალარების სუბსიდირების კრიტერიუმები ცნობილია

საქართველოს მთავრობამ ის კრიტერიუმები განიხილა, რომლის მიხედვითაც, სესხების ერთჯერადი გალარების სუბსიდირება მოხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

მთავრობის სდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ კრიტერიუმები შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი, 2015 წლის განმავლობაში 100 000 ლარს არ აღემატებოდა და ამავე დროს, მათი მთლიანი სესხის ნაშთი არ იყო 40 000 დოლრაზე მეტი, 2015 წლის 1 იანვრისთვის.


"თუმცა, იმ შემთხვევაში თუ მათ 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 28 ნოემბარმდე სესხი დაფარეს, 2016 წლის 28 ნოემბრისათვის არსებული ნაშთის სუბსიდიას განახორციელებს მთავრობა. აქვე აღვნიშნავ, რომ მსესხებელს შესაძლებელია ჰქონდეს მეტი სესხი, თუმცა იმ ნაწილზე საქართველოს მთავრობა სუბსიდირებას არ განახორციელებს და ეს იქნება მსესხებლის გადაწყვეტილება. აღნიშნულით ეროვნულ ვალუტაზე ზეწოლა შემცირდება, რადგან მსესხებლები, რომლებსაც ყოველთვიურად უწევდათ ვალუტის შეძენა მათი შემოსავლების კვალდაკვალ სესხის დასაფარად, ამის გაკეთება არ მოუწევთ, ეროვნული ბანკი პირდაპირ მიაწვდის გალარებისთვის საჭირო ვალუტას კომერციულ ბანკებს და ასევე მიაწვის უკვე კომერციულ ბანკებს იმ ლარის რესურს, რომელი ლარის რესურსიც საჭიროა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.


დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით სტატისტიკურად, 33 ათას სესხს შეიძლება შეეხოს გალარების სუფსიდირება.


"მსესხებლების რაოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმებული იქნება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და მომართვიანობის რაოდენობა. საბოლოო ჯამში, აღნიშნული ქმედების მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ დამოკიდებულება ვალუტის რყევებთან მიმართებაში ჩვენი მოსახლეობის სესხის მომსახურების ნაწილში, რაც საბოლოო ჯამში გამოიწვევს იმას, რომ მოსახლეობას აღარ გაეზრდება და აღარც შეუმცირდება ის ყოველთვიური გადასახადი, რომელსაც ისინი იხდიდნენ სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში, იმ შემთხვევაში თუ ვალუტის რყევა იქნებოდა",- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.



152-მდე გაიზარდა პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი

პაკისტანში ნავთობმზიდის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 152-მდე გაიზარდა. დაშავებულია 110 ადამიანი.

ალბანეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა

მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტია 140-დან 71 მანდატის მფლობელი იქნება. მეორე ადგილზე ოპოზიციური "დემოკრატიული პარტია" გავიდა.

პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ., ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, კოჯორში დააკავა.

კანადის ქართველი მოქალაქე თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

კანადის ქალაქ კალგარის პოლიციის "ქართველი" შერიფი მერაბ ტაბიძე, თბილისის მერობისთვის ბრძოლას აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" ქართული სამსახური ავრცელებს.

9 ადამიანი ემსხვერპლა კოლუმბიაში გემის ჩაძირვას

9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა უბედურ შემთხვევას კოლუმბიაში. გემი, რომელსაც პოპულარულ კურორტზე მდებარე ტბა პენიოლიზე ტურისტები გადაჰყავდა, ჩაძირვა დაიწყო.

ინდოეთში საბაგირო ვაგონის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

7 ადამიანი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად ინდოეთში.

"ციანიდის საქმის" არსებითი განხილვა დღეს განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 26 ივნისს განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზეა ჩანიშნული.

კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“  სპეციალურ განცხადებას ავრცელებს 

საბურთალოს რაიონში, როსტევანის ქ. N 8-თან, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“  წყალსადენის 900 მმ-იანი  მაგისტრალური  ქსელი დაზიანდა.

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ განახლდება. თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის პროცესი 11:00 საათზე დაიწყება.

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

თბილისი-რუსთავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ "პირველს" შსს-ში განუცხადეს.

"ზუკას თასი 2017"-ის გამარჯვებული გამოვლინდა

"ზუკას თასი 2017"-ის გამარჯვებული "96-იანების ნაკრები" გახდა, მეორე ადგილი "დინამო თბილისმა" მოიპოვა.

პროკურატურამ ირაკლი მამალაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ე.წ ციანიდი საქმეის პირველ მოწმზე, ჟურნალისტზე ირაკლი მამალაძეზე განხორციელური შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ "პირველს" პროკურატურაში განუცხადეს.

პარლამენტის სპიკერის აზრით, პრეზიდენტს კონსტიტუციასთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ღია ეთერში საუბარი საკონსტიტუციო ცვლილებებზე არ ისურვა, რადგან მას სათქმელი არაფერი აქვს.

ბათუმში პირველი ავია შოუ გაიმართა

პირველად ბათუმში დღეს ზღვის პირას, ბულვარის კოლონადების მიმდებარე ტერიტორიაზე, სანახაობრივი ავია შოუ გაიმართა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, პრეზიდენტს კონსტიტუციაზე სასაუბროდ რესურსი აღარ დარჩა

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია “იმედის“ პირდაპირ ეთერში, პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი განმარტა.

ჟურნალისტმა "რუსთავი 2"-ის ეთერში გასული სიუჟეტის გამო პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

ე.წ. ციანიდის საქმის პირველმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ "პირველთან" საუბარში განაცხადა, რომ მთავარ პროკურატურაში, "რუსთავი 2-ში" გასული სიუჟეტის გამო, საჩივარი შეიტანა, რადგან ეს მიმართული იყო მისი რეპუტაციის შელახვისკენ.

პარლამენტის სპიკერის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ხელისუფლების დაპირება იყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე “იმედის კვირა“-ში სტუმრობისას საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროების შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის სპიკერის თქმით, მათი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მათი მიზანი იყო გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის გამორიცხვა აბსოლუტური ფორმით და სწორედ ამას ემსახურება სხვადასხვა რეგულაცია.

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

ქუთაისში ავტოქარხნის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტომანქანებში მსხდომი რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის მცირეწლოვანი.

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინზე სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა

"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" პეკინის გამზირზე, წყალმომარაგების ქსელზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დაასრულა. მოეწყო 1 კმ სიგრძის ტრანშეა და წყალსადენის 1 კმ სიგრძის ახალი ქსელი ჩალაგდა.

ბერლინმა დიდი ოცეულის სამიტზე ერდოღანის დაცვის წევრების შესვლა აკრძალა

ბერლინის ხელისუფლება დიდი ოცეულის სამიტზე ერდოღანის დაცვის 12 წევრს შესვლის უფლების მიცემას არ აპირებს. გადაწყვეტილება ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ში ერდორანის დაცვის წევრებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები ცემეს.