კატეგორიები

საქართველოს მთავრობამ სესხების ლარიზაციის გეგმის დეტალები დაამტკიცა

მთავრობამ 2015 წლის პირველ იანვრამდე დოლარში გაცემული სესხების გალარების ხელშეწყობის ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განუცხადა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, თუ ვინმეს სესხი აღებული ჰქონდა 2015 წლის პირველ იანვრამდე და მას გააჩნია ნაშთი იმავე ბანკში, ან ახლა არის გადასული სხვა ბანკში, მას პოტენციურად ეხებათ ეს აქცია.


"სულ ასეთი სესხი არის 33 000. ძირითადი რაოდენობა დაახლოებით 27 000 ლარამდე სესხები არის 20 000 დოლარამდე. თუ მსესხებელს გააჩნია სესხი 40 000-ზე მეტი, მაშინ მას შეეხება ნაწილობრივ სუბსიდირება. ანუ 40 000 დოლარის ფარგლებში ეხება სუბსიდირება. თუ მსესხებელს აქვს სესხი 100 000 დოლარზე მეტი, დღესი მდგომარეობით, ის ამ პროგრამაში ვერ მიიღებს მონაწილეობას. ამასთანავე, თუ შემოსავალი არის 100 000 ლარზე მეტი 2015 წლის მდგომარეობით, ასევე მათ არ შეეხებათ სუბსიდირება. პროგრამის ფარგლებში დასაშვებია პორტიტრება. ანუ თუ სხვა კომერციული ბანკი გვთავაზობს უკეთეს პირობებს, ვიდრე მომსახურე ბანკი, მაშინ პორტირება დასაშვებია და შეიძლება გადავიდეთ იქ, სადაც უკეთესი პირობები გვექნება. 


პროგრამა იწყება 17 იანვრიდან და გაგრძელდება 2 თვის განმავლობაში. ამ 2 თვის განმავლობაში, ფიზიკურ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხება ეს აქცია, შეუძლიათ მიაკითხონ მათთვის სასურველ კომერციულ ბანკს. ეს პროგრამა არის ერთჯერადი და არის ნებაყოფლობითი. ამ განკარგულების შემდგომ ჩვენ მივცემთ მითითებას კომერციულ ბანკებს, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში სმს-ით ან სხვა რაიმე გზით შეეხმიანონ და აცნობონ იმ პირებს, ვისაც პოტენციურად ეხებათ ეს აქცია. თუმცა, ბუნებრვივია, ვინც თვლის, რომ მას ეხება და პროგრამის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში არავინ დაუკავშირდა, მათაც აქვთ შესაძლებლობა შეეხმიანონ კომერციულ ბანკს და გადაამოწმონ, ეხებათ თუ არა სუბსიდირების აქცია.


ასევე, ბანკებს აეკრძალებათ, რომ ასეთ სესხებზე ამ კონვერტაციის დროს გადაახდევინონ რაიმე დამატებითი ხარჯები ან სინასწარ დაფარვის საკომისიო ან სესხის დაფარვის საკომისიო. მსგავსი დამატებითი ხარჯები არ იქნება გამოყენებული კომერციული ბანკების მიერ",- აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.


საქართველოს მთავრობა, 2017 წლის ბიუჯეტიდან, მოქალაქეთა ნაწილის მიერ დოლარში აღებული სესხის ლარში კონვერტაციის დროს 20-პუნქტიანი სხვაობის დასაფარად 65 მილიონ ლარს დახარჯავს.



აშშ-ში მეჩეთი დაწვეს

აშშ-ში, ფლორიდის შტატში უცნობმა პირებმა მეჩეთი დაწვეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა ყოფილ თანაგუნდელს პოლიტიკური წარსული შეახსენა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარემ რიმა ბერაძემ მის ყოფილ თანაგუნდელს პოლიტიკური წარსული შეახსენა.

იორმუღანლოს თემში შემავალი სოფლების მოსახლეობა იპოთეკური სესხის გადავადებას ითხოვს

საგარეჯოს რაიონის სოფლების, იორმუღანლოს, დუზაგრამისა და ლამბალოს მოსახლეობის ნაწილმა, რომლებსაც ბანკებიდან იპოთეკური სესხი აქვს აღებული, საპროტესტო აქცია გამართა. მოსახლეობა იპოთეკური სესხის გადავადებას ითხოვს.

თურქეთში აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენელი დააკავეს

თურქეთში, ადანაში აშშ-ის საკონსულოს წარმომადგენელი "ქურთისტანის მუშათა პარტიასთან" კავშირის ბრალდებით დააკავეს.

შს სამინისტრომ "გირჩის" ოფისიდან ე.წ. ბიოს ამოღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ "გირჩის" ოფისიდან ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიოს ამოღების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ღამის საათებში თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება

25 თებერვალს, 02:00-03:30 საათამდე ინტერვალში, 5 წუთით სომხეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის განახლების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

მიგრანტებისთვის საქორწინოდ საუკეთესო ქვეყნები გამოავლინეს

InterNations-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საზღვარგარეთ ცხოვრების 43 სხვადასხვა თავისებურება გამოიკვეთა 7-ინდექსიან შკალაზე. ერთ-ერთი ქვე-ინდექსი ოჯახურ ცხოვრებას ეხება და 45 ქვეყანას მოიცავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

დღეს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის ახლად დანიშნულ ელჩთან იგორ დოლგოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ადვოკატის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მაღალი სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

"გირჩის" ოფისიდან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

"გირჩის" ოფისიდან სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. პოლიციელები "გირჩის" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გამოიძახა და ნარკოტიკული საშუალება - ე.წ ბიო ნებაყოფლობით ჩააბარა.

თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება 1 საათში აღდგება

თბილისის ზოგიერთ უბანში ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 1 საათში აღდგება. ამის შესახებ "პირველს" "თელასში განუცხადეს.

ე.წ. მატროსოვის ციხეში დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა არ განხორციელებულა

ე.წ. მატროსოვის ციხეში, მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა არ განხორციელებულა.

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება. საქართველოს ექლექტრო სისტემაში აცხადებენ, რომ მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდება კომპანიის მიზეზით არ მომხდარა.

თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი გაიხსნა

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლებში დაღუპული გმირების ხსოვნის მემორიალი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 24 თებერვლიდან ოფიციალურ განცხადებებს საპატრიარქოს პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე გააკეთებს.

საპარლამენტო დელეგაციამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის მუშაობა შეაჯამა

23-24 თებერვალს, ვენაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის 16-ე სესია ჩატარდა. ეუთო-ს წევრი ქვეყნების 300-მდე დელეგატმა მსოფლიო უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მოხსენებები მოისმინეს და დისკუსიები გამართეს.

თბილისის მერია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა შესახებ განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია სტიქიის შედეგად დაზარალებული იმ 5 ოჯახის შესახებ, რომელთაც საცხოვრებელი სახლები კანონიერ მფლობელობაში არ ჰქონიათ, განცხადებას ავრცელებს.

ლატვიაში დიპლომატს ჰიჯაბის მოხდა აიძულეს

ლატვიის დედაქალაქის აეროპორტში არაბეთის გაერთიანებული ემირატების დიპლომატს ჰანან ჰალფან ობაიდ ალი ალ-მადანს ჰიჯაბის საჯაროდ მოხდა აიძულეს.

საქართველოს პრეზიდენტმა გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 1919-1921 წლების გმირების ხსოვნის მემორიალი გახსნა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

საგადასახადო ოფიცრებმა უაქციზო ლიმონათი აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის, იმერეთისა და რაჭა–ლეჩხუმის განყოფილების ოფიცრების მიერ, უალკოჰოლო სასმელის (ლიმონათი - 327 ბოთლი) აქციზური მარკის გარეშე მიწოდების ფაქტი გამოვლინდა.

დონალდ ტრამპი აშშ–ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს დაუპირისპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოძიების ფედერალურ ბიუროს მედიისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდების გამო დაუპირისპირდა.