ცხინვალის პროკურატურამ მოსწავლეების ცემის ფაქტზე სპეცრაზმის თანამშრომლის მიმართ საქმე აღძრა

ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურამ მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლის დოჩიევის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეების ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა. 

"სკოლის მოსწავლეების მიმართ მსუბუქი ზიანის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით, "ომონის" წარმომადგენლის მიმართ სისხლისამართლებრივი საქმე აღიძრა. პროკურატურაში სამედიციო დასკვნა შემოვიდა. ჩვენ ასევე ვფლობთ ვიდეო ჩანაწერებს რესტორნის სათვალთვალო კამერიდან, სადაც მოსწავლეებსა და მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება და მასალის შესწავლა“, - განაცხადა ქალაქის პროკურორის მოვალეობის შემსრულებელმა ედვარდ ჯიოევმა. 



პროკურორის ინფორმაციით, "ომონის" თანამშრომელი თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებს, თუმცა არ გამორიხცა, რომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მას უფლებამოსილება დროებით შეუჩერდეს.


"ომონის" თანამშრომლებსა და სკოლის მოსწავლეებს შორის დაპირისპირება გასული წლის დეკემბერში მოხდა ქალაქ ცხინვალის ერთ-ერთ რესტორანში. დაპირისპირების შედეგად ორიმა მე-11 კლასელმა მოსწავლემ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

 

ოკუპირებულ ცხინვალში "ომონის" სამმა თანამშრომელმა 21 წლის მოქალაქე სცემეს 2016 წლის ნოემბრის ბოლოსაც.




სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს
გუშინ, 16 იანვარს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია "სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?".
თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
აჭარაში ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება, შესაძლოა, ვადაზე ადრე შეუწყვიტონ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილება, შესაძლოა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვადაზე ადრე შეუწყვიტოს. ამის შესახებ "პირველს" აჭარის უმაღლესმა საბჭოში განუცხადეს.