კატეგორიები

ელისო კილაძე მთავარ პროკურატურაში სახალხო დამცველის მიმართვის გამო დაიბარეს

მთავრ პროკურატურაში ე.წ. "ცოცხების კადრებზე" ელისო კილაძე სახალხო დამცველის მიმართვის გამო,

დამატებითი კითხვების მოტივით დაიბარეს. ამის შესახებ "პირველს" "ქრონიკა პლიუსის" მთავარი რედაქტორმა უთხრა.

"ჩემს მიერ გავრცელებულ ე.წ. "ცოცხების კადრებთან"  დაკავშირებით თბილისის მთავარ პროკურატურაში დამატებითი კითხვების გამო დამიბარეს. კითხვები კადრების  წარმომავლობას ეხებოდა, როგორც აღმოჩნა სახალხო დამცველი ჩემს დასჯას ითხოვს, რადგან  პირების იდენტიფიცირება მოხდა", – უთხრა პირველს კილაძემ. 


"სახალხო დამცველლი აცხადებს, რომ ერთ-ერთმა, თითქოს დაზარალებულმა პირმა, მიმართა უჩა ნანუაშვილს, რომ მას ფსიქოლოგიური და მორალური ზიანი მიადგა. პირველ შემთხვევაში, ანუ პრესონალურ მონაცემთა კანონს რაც შეეხება, კონკრეტულად ეს კანონი თუ დაირღვა, ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს და უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლის დანაშაულისგან. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რადგან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს არ მოუმართავს ჩემთვის, ესეიგი, ის არ თვლის რომ მე კანონი დავარღვიე", – თქვა ელისო კილაძემ. 


"რაც შეეხება უჩა ნანუაშვილს, მე მომიწევს მას ვასწავლო და განვუმარტო კანონი, სიტყვის თავისუფლბის გამოხატვის შესახებ. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რომელიმე პირის ღირსება შეილახა, ასეთი პირები მიდიან სასამართლოში და მატერიალურ კომპენსაციას ითხოვენ. ამ შემთხვევაში, ნანუაშვილი არის ხელისუფლების დანამატი "ქრონიკა პლიუსის" წინააღმდეგ", - უთხრა "პირველს" კილაძემ. 


2016 წლის აგვისტოში "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორმა ე.წ. "ცოცხების კადრები" გაავრცელა, რომელებშიც საქართველოს სასჯხელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრებზე ძალადობა იყო ასახული.




თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ჩაფიძის გულის ცენტრში გადაიყვანეს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაის მეუღლე ანი ნადარეიშილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომ მისი მეუღლე 2 საათის განმავლობაში ჩაფიძის გულის ცენტრში იყო მოთავსებული.

რუსთავში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად ემზადებიან

26 მაისის აღნიშვნა რუსთავში დღის 12 საათიდან დაიწყება. ქალაქის ცენტრალური მოედანი დილიდან სადღესასწაულოდ იქნება დატვირთული.

დონალდ ტრამპი რუსეთს საფრთხედ აფასებს

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი ნატო-ს სამიტზე ერთ-ერთ საფრთხედ მოიხსენია.

ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაკარგულ კაცს მდინარეში ეძებენ

ბაღდათის რაიონის სოფელ ზეგანში მეორე დღეა 76 წლის ომარ გიგაშვილს უშედეგოდ ეძებენ.

სასამართლომ ბრალდებულ ბ.ნ.-ს 19  წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

სასამართლომ ბრალდებულ ბ.ნ.-ს 19  წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ათენში საბერძნეთის ექსპრემიერის ავტომობილი ააფეთქეს

ათენში საბერძნეთის ექსპრემიერის ლუკას პაპადემოსის მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც ლუკას პაპადემოსი დაშავდა.

საქართველოს მთავარი პროკურორი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ბრიჯიტ ბრინკს შეხვდა.

სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ქუთაისს წყლის მიწოდება შეუწყდება

ქუთაისის მოსახლეობას ერთი დღით სასმელი წყლის მიწოდება შეუწყდება.

პარლამენტის სპიკერი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებას მნიშვნელოვანად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თავისუფლების მოედანზე საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნება. ოფიციალური ცერემონია ფიცის დადებით გაიხსნება. 

იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფო სისხლის დეფიციტის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოში სისხლის დეფიციტი არ არის და არც ერთი ბავშვი სისხლის უქონლობას არ განიცდის. ამის შესახებ "პირველს" ამავე საავადმყოფოს პრეს-სამსახურში განუცხადეს.

გენერალური აუდიტორის პოზიციაზე ნარმანიას კანდიდატურის განხილვა არ დასტურდება

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არ ადასტურებს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დავით ნარმანიას კანდიდატურის განხილვის ფაქტს.

“პატარა ხელებით“ – თბილისის საბავშვო ბაღები საქველმოქმედო ფესტივალისთვის ემზადებიან

თბილისის საბავშვო ბაღები ქველმოქმედებისთვის ემზადებიან. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ დაიწყო უპრეცედენტო პროექტი სახელწოდებით “პატარა ხელებით“.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს მნიშნვნელოვანი მტკიცებულებები დაემატა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმის მოსამზადებელი სხდომა დღეს დასრულდა, რომელზეც მოსარჩელის შუამდგომლობები დაკმაყოფილდა.

29 მაისს, თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 29 მაისს, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება თბილისის რამდენიმე ქუჩას.

სვანეთის მაღალმთიანი მოსახლეობისთვის კონსტიტუციური კანონპროექტის განხილვა გაიმართა

საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო-საყოველთაო განხილვის ფორმატში მესტიის მოსახლეობა კონსტიტუციისკანონპროექტის ახალ რედაქციას გაეცნო.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

29 მაისს, 10:00 სთ-დან გაზმომარაგება შეუწყდება დიღმის რაიონში, ი. შეყლაშვილის, როსტევანის, 13 ასურელი მამის, ხატაეთის, შერმადინის, ავთანდილის, მურადინ ფრიდონის, თინათინის და მიმდებარე ქუჩებისმოსახლეობას.

adjarabet.com - ქართველმა პოკერის მოთამაშემ €21,000 და WSOP-ის ბეჭედი მოიგო

WSOPC Brussels-ის მთავარი ღონისძიების დაწყებამდე ჩატარებული 6-MAX Deepstack ტურნირის გამარჯვებული, €21 000-სა და WSOP-ის ბეჭდის მფლობელი იოსებ CHRISPAUL გელდიაშვილი გახდა.

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე პოსტს ტოვებს

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე პოსტს ტოვებს. ამის შესახებ განცხადებას თავად ცერცვაძე ავრცელებს.

თეირანმა რაკეტების მწარმოებელი მესამე ქარხანა ააშენა

ირნმა რაკეტების მწარმოებელი მესამე მიწისქვეშა ქარხანა ააშენა. ამის შესახებ ისლამური რევოლუციის მცველთა საჰაერო კოსმოსური ძალების სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ამირ ალი ჰაჯიზადემ განაცხადა.