კატეგორიები

ბათუმში საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება

ბათუმში ხიმშაშვილის ქუჩაზე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტი ხორციელდება, უთხრა "პირველს" კომპანია "ორბი ჯგუფის" დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ.  

კომპანიის ხელმზღვანელის შეფასებით, ეს არის ისტორიული მნიშვნელობის, ურპეცედენტო პროექტი, რომლის ინვესტიცია 350 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. აქ აშენდება მსოფლიოს ხუთეულში შემავალი სასტუმრო, რომელიც ქალაქს სხვა სტატუსს მიანიჭებს.


ირაკლი კვერღელიძის განცხადებით, ვიდრე სპორტსმენებისთვის ალტერნატიული ფართი არ შეირჩევა, მოქმედი ფლიგელების დანგრევის საკითხი არ განიხილება.


"რაც შეეხება ახალი სპორტსკოლის მშენებლობას - ამაში ჩვენც ვართ ჩართული გარკვეული კუთხით. მშენებლობა 8 თვეში უნდა დასრულდეს, ეს სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს. კომპანია "ორბი ჯგუფი" კი იღებს ვალდებულებას 18 თვის განმავლობაში უზრუნველყოს სპორტის შესაბამისი სახეობების ახალი განთავსების ადგილების ქირაობა და შესაბამის პირობებმადე მიყვანა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს სპორტსმენების გადაყვანასთან დაკავშირბული ყველა ხარჯების ანაზღაურება, ასევე საიჯარო ქირის გადახდა, რომელიც ალტერნატიული ფართებისთვის იქნება გადასახდელი. სპორტის ყველა სახეობისთვის გათვალისწინებულია ფართები. ასევე ჩვენ ვუზრუნველყოფთ დარბაზების მოწყობასაც - ვგულისხმობ საშხაპეს, სველ წერტილებს და ა.შ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ვიდრე სპორტსმენებისთვის ალტერნატიული ფართი არ შეირჩევა, მოქმედი ფლიგელების დანგრევის საკითხი არ განიხილება. მინდა გითხრათ, რომ ფართობები გამოყოფილია: გორგილაძის ქუჩაზე - „პოლიგრაფისტის“ შენობაში, მეორე სართულზე, ასევე გორგილაძის ქუჩის ბოლოში არის დიდი ფართობი, იქ, სადაც „ბათუმი მოლია“ და ბონის კულტურის სახლთან მდებარე დარბაზი. ასევე ყინული სასახლის მიმდებარე ტერიტოარია. უნდა გითხართ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის, საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს. ახალი პროექტით ხიმშიაშვილის ქუჩაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელი პირველი ხიდი აშენდება, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასევე ინვესტორი 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება. ვაცხადებ საჯაროდ, რომ თუ ერთი სპორტსცმენი არ იქნება გადაყვანილი ალტერნატიულ ფართში, დემონტაჯი არ განხორცილდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტსმენებს არ მოუხდეთ ვარჯიშების შეწყვეტა, კონსულტაციები გვაქვს სპორტულ ფედერაციებთან და ვცდილობთ მოკლე ვადაში დავასრულოთ სამუშაოები ისე, რომ არ დაზარალდნენ სპორტსმები" - განუცხადა "პირველს" კვერღელიძემ.


ბათუმის სასპორტო სკოლის შესანარჩუნებლად პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, ახალი ობიექტის აშენებამდე საინიციატივო ჯგუფის წევრები სკოლის ორი ფლიგელის შენარჩუნებას ითხოვენ. 




ადვოკატის თქმით, ბარის თანამშრომელმა ლაშა თორდია გახმაურებული საქმის შემდეგ ამოიცნო

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბის" თანამშრომელმა გიორგი კალაძემ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას იდენტიფიცირება თორდია-ფარცხალაძის კონფლიქტის ამსახველი ვიდეოკადრების ნახვის შემდეგ შეძლო.

ხოშარაულის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება

დიდუბის რაიონში ხოშარაულის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ ბაკურციხეში ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პატრიარქის მდივნის განცხადებით, ბრალდებული დეკანოზის ქონების დადგენა გამოძიების პრეროგატივაა

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის ფიგურანტის დეკანოზ გიორგი მამალაძის ქონებასთან დაკავშირებით საპატრიარქო საკუთარ პოზიციას არ აფიქსირებს, რათა გამოძიებას ხელი არ შეეშალოს.

სეოკ-ის წინააღმდეგ საქმეს ახალი მტკიცებულებები ემატება

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ საქმეზე მომდევნო მოსამზადებელი სხდომა ხვალ გაიმართება, რომელზეც მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილის ადვოკატი როინ მიგრიაული დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს.

კორეის მთავრობამ საქართველოს სამარშრუტო მანქანები საჩუქრად გადასცა

კორეის მთავრობამ საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. 

თბილისის მერიის კამპანია “ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება

თბილისის მერიის კამპანია “ვკითხულობთ ტრანსპორტში“ გრძელდება. #9, #51, #61 და #87 ავტობუსებში, მგზავრებს, საჩუქრად, 6 სხვადასხვა გამომცემლობის 550 წიგნი გადაეცათ.

25 მაისს, თსუ-ში ტიერი ბერიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

25 მაისს, 16:00 სთ-ზე თსუ-ის ბიბლიოთეკა ლევილის ქართული მამულის მართვის საბჭოს წევრის ტიერი ბერიშვილის წიგნის “ქართული სოციალ-დემოკრატია 1880-1953: ძირითადი ორიენტირების“ პრეზენტაციას გამართავს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი ავსტრიის ვიცე-კანცლერს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, ვენაში, ავსტრიის რესპუბლიკის ვიცე-კანცლერს, იუსტიციის ფედერალურ მინისტრს ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.

მოქმედ დეპუტატსა და წინა მთავრობის მაღალჩინოსანს 15 წელი და 17.2 მილიონის გადახდა მიესაჯათ

“რაკია ჯორჯიას“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, პარლამენტის წევრს “პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს, ასევე მის პარტნიორებს გიორგი ჯანაშიასა და ხატერ მასაადს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლომ 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

სოფელ ქვემო ალვანში ქართველი მფრინავის სოსო ოსორაულის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

მფრინავის თანასოფლელები და ახლობლები ოსორაულის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებას საგარეო საქმეთა სამინისტროს სთხოვენ.

2016 წლის "რჩეული ქობულეთელი" დააჯილდოვეს

სასტუმრო “ჯორჯია პალასში“ 2016 წლის რჩეული ქობულეთელის დაჯილდოება გაიმართა.

​საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ევროპარლამენტის წევრებთან. 

ლაშა თორდიასთან დაკავშირებულ ინციდენტში დაზარალებულის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს

კაფე-ბარი "პ.ა.მ კლუბში" მომხდარი ინციდენტის დროს დაზარალებულის ადვოკატი 16:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" პრესკონფერენციას გამართავს. ინციდენტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას უკავშირდება.

მინისტრის თქმით, აუდიტის ხელმძღვანელობა პოლიტიკურ თამაშებში ჩაერთო

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზაბ სუბარი აცხადებს, რომ აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია გასცდა საკუთარ უფლება-მოველეობებს და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს.

ლაშა თორდიას მუქარის შემცველი ვიდეომასალა შსს-ს კაფე-ბარის მენეჯერმა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტრო კაფეში მომხდარ საქმესთან დაკავშირებით, სადაც ლაშა თორდია ფიგურირებს, განცხადებას ავრცელებს. 

მსოფლიო ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა

მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე 23 მაისის ვაჭრობის შედეგებით ნავთობის ფასი გაიზარდა. ლონდონის ბირჟაზე Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 54.62 აშშ დოლარი შეადგინა.

ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 24 დეკემბერს მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც ლაშა თორდია ფიგურირებს, რამდენიმე თვეა გამოძიება მიმდინარეობს.

ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში ვერ მოახდენს გელა მიქაძის ექსტრადირებას

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ქართული მხარე უცხო სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში, ვერ მოახდენს საქართველოს მოქალაქის გელა მიქაძის სხვა სახელმწიფოში ექსტრადირებას.

თბილისის საბავშვო ბაღებში საყოველთაო რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში 2017-2018 წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად განხორციელდება - რეგისტრაციის პროცედურებზე ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს  ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ბანკი რესპუბლიკის“ ფილიალის წინ ბაქოში კაცმა თავის დაწვა სცადა

შუახნის კაცი, რომელმაც ბაქოში „ბანკი რესპუბლიკის“ ერთ–ერთი ფილიალის წინ ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა, ბანკის თანამშრომლებმა გადაარჩინეს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.