საქართველოსა და "გაზპრომს" შორის მიღწეული შეთანხმება, ოპტიმალურია


"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებით საქართველო რუსეთთან არანაირ დათმობაზე არ წავა. 

 ზარქუას თქმით, ხელშეკრულება, იმ რეალობაში რაც დღეს საქართველოს აქვს, ოპტიმალურია.


"ეს გადაწყვეტილება იმ მოცემულობაში, რა რეალობაშიც დღეს საქართველოა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა და აქ არანაირ დათმობებზე საუბარი არ არის. აქ დაიდება ხელშეკრულება 1+1, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წელს ჩვენ რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ტრანსპორტირებულ ერთ მილიარდ კუბურ მეტრზე მივიღებთ 10%-ს ნატურის სახით, ხოლო მის ზემოთ ჩვენ მივიღებთ ანაზღაურებას ტრანზიტისთვის. ასე რომ, 2017 წელს მაინცდამაინც რადიკალურ ცვლილებას ვერ ვხედავ, ხოლო 2018 წლიდან ხდება უკვე მლთიანად რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით გაზის ტრანსპორტირებაში არა ნატურით გადახდა, არამედ ფულადი ანაზღაურება. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა ხანგრძლივ დისკუსიებს და ბოლო შეხვედრაზე მოხდა პოზიციების შეჯერება და ქართული მხარის მაქსიმალურად გათვალისწინება მოხდა. ძველი ხელშეკრულებით, რომელიც დაიდო 2003 წელს, იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ბუნებრივი აირის მოცულობა დაგვჭირდებოდა რუსეთი მას გვაწვდიდა 215 დოლარად. ახლა შეიცვალა და იმ შემთხვევაში,  თუ დაგვჭირდება დამატებითი მოცულობა ჩვენ მას მივიღებთ 185 დოლარად, ეს შეღავათია და რაც მთავარია ,ეს არის 1+1 სისტემა, ანუ ჩვენ 2017-2018 წლებში გვექნება ამ ფორმატის ურთიერთობა. 2019 წლიდან საქართველო, იმედი მაქვს, უფრო განსხვავებულად მომზადებული იქნება, ვგულისხმობს იმას, რომ მეტი ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება, ასევე, იმედი მაქვს 2019 წისთვის გვექნება გაზსაცავი სისტემა და მესამე, ეს არის შაჰდენიზის მეორე ფაზა, რომელიც ჩვენ დამატებით მოცულობებს გვპირდება. ბუნებრივია, ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთზე უფრო ნაკლებად ვიქნებით დამოკიდებული. ცალსახად, ეს შეთანხმება უნდა ჩაითვალოს დადებითად“, - განაცხადა ზარქუამ.


საქართველომ სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით"გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე გადასვლას გულისხმობს.




სააკაშვილი სირიაში იარაღს ყიდის! – უკრაინული გამოცემა სკანდალურ პუბლიკაციას აქვეყნებს
გუშინ, 16 იანვარს, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია "სააკაშვილი. სახელმწიფო გადატრიალების მომზადება უკრაინული სტუმართმოყვარეობის სანაცვლოდ?".
თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
აჭარაში ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება, შესაძლოა, ვადაზე ადრე შეუწყვიტონ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილება, შესაძლოა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვადაზე ადრე შეუწყვიტოს. ამის შესახებ "პირველს" აჭარის უმაღლესმა საბჭოში განუცხადეს.