კატეგორიები

განსაზღვრავს თუ არა გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის ბედ-იღბალს?

განსაზღვრავს თუ არა გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყნის ბედ-იღბალს? საქართველოს ამოცანა, განსაზღვროს თავისი მდებარეობა და ისტორია - ევროპული გამოცემა აშშ-ში საქართველოს ელჩის წერილს აქვეყნებს.

ევროპული გამოცემა New Europe აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის ვრცელ წერილს აქვეყნებს.


პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის გადაწყვეტილება ხელს უწყობს ქვეყანას, დააკავშიროს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონი და გახდეს ენერგეტიკის, მონაცემების, საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ტალანტის ჰაბი. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის ასევე სასიცოცხლოდ მნიშნელოვანია ვაშინგტონთან ურთიერთობა, რადგან აშშ-მა შეუწყო ხელი რეგიონის, ევროპისა და მსოფლიო ლიდერების თანამშრომლობის შედეგად ქვეყანაში დემოკრატიზაციის, ლიბერალიზაციისა და განვითარების პროცესები გაძლიერებას.


დავით ბაქრაძე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ამერიკულ-ქართული კონსორციუმის მიერ პროექტის განხორციელება ქმნის პირდაპირ საზღვაო კავშირს ცენტრალურ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის.


"ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მომავალი, სადაც საქართველო თავის ზომასა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული და გლობალურ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, სადაც ის ვითარდება თავისი მდებარეობის პოლიტიკურად განსაზღვრის შედეგად“, - ნათქვამია წერილის დასასრულს.


2016 წლის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ევროკავშირმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭებასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება გახლავთ საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული ხელშესახები შედეგი, ის ხელს უწყობს ქვეყანას, დააკავშიროს მსოფლიოს რამდენიმე რეგიონი და გახდეს ენერგეტიკის, მონაცემების, საქონლის, კაპიტალის, მომსახურებისა და ტალანტის ჰაბი. ეს არის დიდი როლი პატარა ქვეყნისა და ახალგაზრდა დემოკრატიისათვის, თუმცა საქართველო თავისი მოვალეობების შესრულებას იწყებს.


საქართველომ ყურადღება ახალ გამოწვევას უნდა მიაქციოს - მან პოლიტიკურად უნდა განსაზღვროს საკუთარი მნიშვნელობა და იმის საფრთხე, რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის პოლიტიკის განვითარებაზე. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მოვლენების ასეთი განვითარება აღარასდროს დაუშვას. სწორედ ამიტომაა ვაშინგტონთან ჩვენი ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.


1990-იანი წლების დასაწყისში სამხრეთი კავკასია კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიიდან მოწოდებული ენერგეტიკული რესურსების ტრანზიტულ დერეფნად მიიჩნეოდა. ამ დროისათვის შეიქმნა მცირე, მაგრამ სწრაფად განვითარებადი პროექტი, რომელიც აკავშირებდა თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს, იძლეოდა კასპიის ზღვის რესურსების გამოყენების საშუალებას და პოტენციურად შეეძლო ჩამოყალიბებულიყო ევროპისათვის ენერგეტიკული რესურსების მთავარ მიმწოდებლად. ამბიციურ იდეებს განვითარების საკუთარი გზა აქვთ.

არიან ადამიანები, რომლებიც ვერ ივიწყებენ „ნაბუკოს“ პროექტის ჩავარდნას. თუმცა, ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი იმეორებს "ნაბუკოს" მარშრუტს და კასპიის რესურსებს ევროპას (ძირითადად, სამხრეთ ევროპას) აწვდის. ამ რეგიონისათვის საჭირო ბუნებრივი გაზის 90 პროცენტზე მეტის მიმწოდებელი ამჟამად რუსეთია.


აღსანიშნავია, რომ სწორედ ვაშინგტონში გაჩნდა იდეა, გაზრდილიყო ჩვენი რეგიონის როლი ევროპაში. ვაშინგტონში გულდასმით მოუსმინეს ადგილობრივ იდეებს და ხელი შეუწყვეს რეგიონის, ევროპისა და მსოფლიო ლიდერებს ეთანამშრომლათ იმ მომავლის შესაქმნელად, რომელიც დემოკრატიზაციის, ლიბერალიზაციისა და განვითარების პროცესებს გააძლიერებდა. მილსადენების შენებასთან ერთად, ვაშინგტონში ურთიერთობების გაღრმავების იმედი ჰქონდათ. ეს ხედვა განხორციელდა.


რეგიონსა და ენერგეტიკულ რესურსებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს უკვე თავიანთი ცხოვრება აქვთ. ევროპის ინსტიტუტების ინვესტიციების წყალობით შექმნილ ქსელზე დაყრდნობით, სამმა ქვეყანამ განაგრძო ელექტროენერგიის რეგიონალური ბაზრის მშენებლობა. სამხრეთ კავკასია ჩინეთიდან ევროპაში მიმავალი გზის ბოლო გაჩერებაა. სწრაფმა მატარებლებმა გამოაცოცხლეს უძველესი აბრეშუმის გზა და რეგიონი დღეს იაფი ელექტროენერგიის, მცირე რეგულაციების, კონკურენტუნარიანი კორპორაციული გადასახადების, განათლებული სამუშაო ძალისა და საჭირო ინფრასტრუქტურის მქონე მსოფლიო ინდუსტრიულ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზეა.

2016 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობამ შეარჩია ამერიკულ-ქართული კონსორციუმი, რომელსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაევალა. 3.3 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტი შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაპირზე არსებული ერთადერთი პორტი იქნება, რომელსაც პანამაქსის ზომის ხომალდების მიღება შეეძლება. ეს ქმნის პირდაპირ საზღვაო კავშირს ცენტრალურ ევროპას, შუა აღმოსავლეთსა და ჩინეთს შორის. მოკლევადიან პერსპექტივაში პორტს შეეძლება დასავლეთთან დააკავშიროს სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი; საშუალოვადიან პერსპექტივაში ანაკლიის პორტი მოსახერხებელი იქნება მინიმუმ 146 მილიონი ადამიანისათვის, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ანაკლია დააკავშირებს განვითარებად და განვითარებულ ეკონომიკებს.


ერთობლივი პროექტების გარდა, საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის განვითარების გზაზე შესამჩნევია ვაშინგტონის ჩართულობის შედეგი და ორ ქვეყანას საერთო მსოფლმხედველობა აქვს. ამჟამად საქართველო ცდილობს განვითარებადი ეკონომიკური ლანდშაფტის ფარგლებში ადგილის დამკვიდრებას. საქართველო ეყრდნობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ევროკავშირსა და EFTA-ს წევრ-ქვეყნებთან, არსებობს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები დსთ-ს ქვეყნებთან, მათ შორის, რუსეთსა და თურქეთთან, რათა დაჩქარდეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პროცესი. ბაზარზე წვდომას ამარტივებს დაბალი გადასახადები და რეგულაციათა სიმცირე, მაქსიმალური გამჭვირვალობა, რაც, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოს ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ქვეყნად აქცევს.


ხედვა, რომელიც რეალობად აქცევს ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ კავშირებს, ქმნის უსაფრთხო და მშვიდობიან რეგიონს.


ბიზნესზე მორგებული და პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული ასეთი მიდგომა - "ჩვენ შევძლებთ", რომლის ფარგლებშიც რეგულაციები პროგრამის ნაწილია და მეწარმეთა კრეატიული სულისკვეთება მაქსიმალურადაა წახალისებული, საქართველოს დამოუკიდებლობის ადრეულ პერიოდში შემუშავდა და უკანასკნელ წლებში განვითარდა. სამომავლო გეგმების შემუშავებისას საქართველო სავაჭრო კავშირებს ამყარებს არა მხოლოდ 3.8 მილიონი მოქალაქის მიერ წარმოებული ღვინის, მინერალური წყლებისა და ხილის გასაყიდად. ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს მომავალი, სადაც საქართველო თავის ზომასა და გეოგრაფიულ მდგომარეობაზე არაა დამოკიდებული და გლობალურ ეკონომიკაში უმნიშვნელოვანესი როლი უკავია, სადაც ის ვითარდება თავისი მდებარეობის პოლიტიკურად განსაზღვრის შედეგად.


https://www.neweurope.eu/article/geography-shape-destiny-georgias-quest-define-location-history/




აჭარის მთავრობა ნაცმოძრაობის მორიგ ცრუ ბრალდებებს პასუხობს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის მრჩეველი ბესიკ ლილუაშვილი 11-12 მარტს აჭარაში განვითარებული მოვლენებზე ნაცმოძრაობის მორიგ ცრუ ბრალდებებს პასუხობს.

სლოვაკეთის რესპუბლიკა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის ამოქმედებას მიესალმება

სლოვაკეთის რესპუბლიკა მიესალმება საქართველოსთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას. შესაბამისი განცხადება სლოვაკეთის საგარეო და ევროპული საქმეების სამინისტრომ გააკეთა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

დეკანოზ გიორგი მამალაძის წინასასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. პროკურატურამ პროცესის დახურვის შუამდგომლობა დააყენა და მიზეზად საქმეში არსებული საიდუმლო მასალები დაასახელა. 

ეროვნულ ბიბლიოთეკაში „მზის შვილების“ ნახატების გამოფენა გაიხსნება

ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, „თავისუფალი ხელოვნების სტუდიაში“ (Free Art Studio) შექმნილი სხვადასხვა პროფესიისა და ასაკის მოყვარულ მხატვართა გამოფენა ხვალ, 19:00 საათზე გაიხსნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა

დღევანდელი მონაცემებით ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 32 500-მდე აბიტურიენტმა გაიარა. ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი 31 მარტს 18:00 საათზე სრულდება.

თბილისი 2018 წელს ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი იქნება

საქართველო ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის მონაწილე ქვეყანა გახდა. 2018 წელს თბილისი, ევროპის ხუთ ქალაქთან ერთად, წარმოდგენილი იქნება, როგორც ევროპული მემკვიდრეობის ებრაული მარშრუტის ერთ-ერთი ცენტრი.

მსოფლიო საქართველოს ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ულოცავს

დღეს, 28 მარტს საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი. ამ ფაქტს საქართველოს მოქალაქეებს სოციალურ ქსელებში ულოცავენ მსოფლიოს ლიდერები.

ბათუმში სპორტული ფედერაციები საქმიანობას ახალ გარემონტებულ შენობებში აგრძელებენ

ბათუმში სხვადასხვა სპორტული სახეობების ალტერნატიული დარბაზების მოწყობა დასრულებულია.

50%-ით მეტი მეგაბაიტი ჯეოსელისგან ევროკავშირში მოგზაურობისას

ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენას - ვიზალიბერალიზაციის ისტორიულ ფაქტს ჯეოსელიც უერთდება.

დეპუტატები კიბერუსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობენ

ლონდონში, ვესტმინსტერის სასახლეში ეროვნული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების დღესთან დაკავშირებით საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია მიმდინარეობს.

ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონიალი გაიმართა

ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართვისთვის მზად არიან.

სასამართლომ სამოხელეო დანაშაულისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს  გენერალური ინსპექციის უფროსის ყოფილი მოადგილე დავით ჩხიტუნიძე სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის დაუსწრებლად დამნაშავედ ცნო. 

იტალია შენგენის წევრობას დროებით აჩერებს

იტალიის ხელისუფლება სიცილიაში G7 სამიტის ფარგლებში, შენგენის შეთანხმებას დროებით შეაჩერებს.

სადახლოზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო” და ,,სარფი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (143.45 გრამი) აღმოაჩინეს. 

სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სომხეთის მოქალაქის, ბარგი ეჭვის საფუძველზე დათვალიერეს და არადეკლარირებული სიგარეტი (8400 ღერი) აღმოაჩინეს.

29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

პენიტენციურ სისტემაში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა იზრდება

პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული მასალის შენახვის ვადა 120 საათამდე გაიზარდა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

28 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4432 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4455 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.23 თეთრი შეადგინა.

მომხმარებელთა ინტერესების დამცველი “სილქნეტის” მიმართ საჩივრების გახშირებაზე საუბრობს

საქართველოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 208 საჩივარი მიიღეს, აქედან ყველაზე მეტი საჩივარი კომპანია “სილქნეტის” მიმართ დაფიქსირდა.

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღე აღნიშნეს

თბილისის მხედველობადაქვეითებულთა ბაგა-ბაღში წყლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით “წყალი“ გაიმართა.

ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა განახლდა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ახალი აფხაზური პასპორტების გაცემა 27 მარტს განახლდა. გარდა ე.წ. ახალი პასპორტებისა, ასევე დაიწყო "მაცხოვრებლის სტატუსის" აღმნიშვნელი ბლანკების გაცემა.