კატეგორიები

სპორტის განვითარება აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად დასახელდა

სპორტის განვითარებას აჭარისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად ასახელებს მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე. 

მისი შეფასებით, სპორტის განვითარება აჭარაში არამარტო ჯანსაღი თაობის აღზრდის თვალსაზრისით, არამედ სპორტული ტურიზმის განვითარების კუთხითაც არის მნიშვნელოვანი.


"საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე გვსურს გამოვეხმაუროთ სპორტის განვითარების თემას აჭარაში.ჩვენი სპორტსმენები სხვადასხვა სპორტულ სახეობებში მოწინავე ადგილზე არიან როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპორტსმენებს შორის, იმარჯვებენ სხვადასხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ტურნირებში.ამიტომაც ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებში სპორტს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უჭირავს.ასევე მნიშვნელოვანია სპორტული ტურიზმის განვითარებაც.რეგიონის ხელმძღვანელობას აქვს პრეტენზია და სურვილი იმისა, რომ ჩვენმა რეგიონმა და ქალაქმა არაერთ საერთაშორისო დონის სპორტულ ღონისძიებას უმასპინძლოს",-აცხადებს პატარაძე.  


მისივე შეფასებით,სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით რეგიონში რამდენიმე მასშტაბური პროექტის განხორციელება უკვე მიმდინარეობს.


"ამ ეტაპზე ბათუმში, ყინულის სასახლის მიმდებარედ, დაწყებულია მულტიფუნქციური სპორტის სასახლის კომპლექსის მშენებლობა, რომლის დარბაზები ჯამში 3100 მაყურებელზე იქნება გათვლილი.სპორტული ცენტრის მშენებლობა მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება და ობიექტი წელსვე უმასპინძლებს ევროპის ჩემპიონატს ხელბურთში.გარდა ამისა, რეგიონი ემზადება ჭადრაკის მსოფლიო ოლიმპიადისთვის, რომელსაც 2018 წელს ბათუმი უმასპინძლებს.
რაც შეეხება სასპორტო სკოლას, რომლის ირგვლივ ბოლო პერიოდში არაერთგვაროვანი შეფასებები გავრცელდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სკოლის ადმინისტრაციული, ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული (მისი გასხვისება არც სამომავლოდ იგეგმება), ის არ ექვემდებარება დემონტაჟს და ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას",-აცხადებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.


მისივე ინფორმაციით, აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ინვესტორ კომპანიაზე გაასხვისა სასპორტო სკოლის უკან არსებული ორი სპორტული დარბაზის ტერიტორია.სანაცვლოდ კი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ლეონიძის ქუჩაზე ახალი თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი ააშენოს. 


ახალ კომპლექსში, პრივატიზებულ ორ ფლიგელში სხვადასხვა სექციაში მოღვაწე სპორტსმენები გააგრძელებენ საქმიანობას.მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქში უკვე ათწლეულების განმავლობაში არსებული კიდევ ერთი პრობლემა მოგვარდება: ლეონიძის ქუჩაზე ახალ სპორტულ ცენტრში საცურაო აუზიც აშენდება, სადაც სინქრონული ცურვისა და წყალბურთის სექციები დაიდებენ ბინას, რაც სპორტის ამ სახეობების განვითარებას შეუწყობს ხელს.  

მშენებლობისთვის აუცილებელი პროცედურები დაწყებულია. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში უკვე არსებობს შენობის პირველადი პროექტი, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს პერიოდში, დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ პროექტის შესყიდვისა და მშენებელი კომპანიის გამოსავლენად შესარჩევი ტენდერები გამოცხადდება, რის შემდეგაც უკვე სამშენებლო სამუშაოები დაიწყება".


რაც შეეხება სპორტის იმ სექციებს, რომლებიც დემონტაჟს დაქვემდებარებულ ორ დარბაზში გადიან წვრთნებს, პატარაძე აცხადებს, რომ ვიდრე არ მოხდება სპორტსმენების დროებით ალტერნატიულ ფართში განთავსება, სექციების ტექნიკურად სრულად გამართვა, საშხაპეებისა და გამოსაცვლელების სრული აღჭურვა, შენობების დემონტაჟი არ განხორციელდება. 


"ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტული ცენტრის აშენებამდე კი სპორტსმენების სხვა შენობებში განთავსების ხარჯებს შპს "ორბი ჯგუფი“ 18 თვის განმავლობაში დაფარავს. აღნიშნული საკითხი უკვე გაწერილია კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში, რომლის მიხედვითაც ბათუმში უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელება იწყება. საუბარია ჯამში 350 მლნ. ლარამდე ღირებულების მასშტაბურ პროექტზე, რომლითაც 1000-ზე მეტი მუდმივი ახალი სამუშაო და 4500-ზე მეტი განთავსების ადგილი გაჩნდება ქალაქში.პროექტი ბათუმში პირველი ქვეითად მოსიარულეთა ხიდის მშენებლობასაც ითვალისწინებს, რაშიც 1 500 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ხიდი, გარდა იმისა, რომ მოძრაობას განტვირთავს, ქალაქის ზღვისპირა ნაწილს კიდევ უფრო გაალამაზებს.ხელშეკრულების პირობების თანახმად, ინვესტორი ასევე 10 მეტრი სიგანის ახალი საავტომობილო გზის მოწყობას უზრუნველყოფს, რომელიც გმირთა ხეივანს დავით ხახუტაიშვილის ქუჩასთან დააკავშირებს. საავტომობილო გზა გარე განათებით აღიჭურვება".

 

კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა მოაწყოს. პროექტი ასევე სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრის, ღია სპორტული მოედნის, საგამოფენო დარბაზის, რესტორნების, კაფეების და ბავშვთა გასართობი ცენტრის მშენებლობას ითვალისწინებს.


სპორტის ხელშეწყობის მიზნით, აჭარაში კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელების პროცედურები მიმდინარეობს.საუბარია წმინდა საფეხბურთო ტიპის საერთაშორისო დონის სტადიონის მშენებლობაზე, რომელიც 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებს დააკმაყოფილებს.გარდა სპორტული მნიშვნელობისა, პროექტს უდიდესი ეკონომიკური დატვირთვა აქვს. სპორტულ ჩემპიონატებთან ერთად, სამომავლოდ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება იქნება შესაძლებელი, რაც ქალაქის აღნიშნულ ნაწილს კიდევ უფრო განავითარებს.


"სრულად ვაცნობიერებთ, რომ ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინვესტიციის ხარჯზე უნდა იზარალოს რომელიმე სპორტსმენმა თუ ზოგადად რეგიონის სპორტმა.კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სპორტი ჩვენი ხელისუფლებისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ამ დარგის განვითარებისათვის. რეგიონის ხელისუფლება მომავალშიც ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სპორტი კიდევ უფრო განვითარდეს და ამ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა და სპორტსმენებმა ღირსეულ პირობებში გააგრძელონ ვარჯიში, მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის შეჯიბრებებსა თუ ჩემპიონატებში და უფრო ასახელონ ჩვენი რეგიონი და ქვეყანა",-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 



ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიაზე თავდასხმაზე „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო პასუხისმგებლობა

ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ ჩეჩნეთში რუსეთის გვარდიის სამხედრო ნაწილზე თავდასხმა თავის თავზე აიღო.

საქართველო 1 : 3 სერბეთი - საქართველოს ეროვნული ნაკრები დამარცხდა

საქართველოს ნაკრებმა მეხუთე წუთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს. მეორე ტაიმში, 64–ე წუთზე სერბეთი დაწინაურდა. მატჩის 86-ე წუთზე სერბეთმა მესამე გოლი გაიტანეს.

საქართველო 1:3 სერბეთი – მატჩის 86-ე წუთზე სერბეთმა მესამე გოლი გაიტანეს

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს. მეორე ტაიმში, 64–ე წუთზე სერბეთი დაწინაურდა. 

პრეზიდენტის, აზრით ქვეყნისთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებულია

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის აზრით, საქართველოს სახელმწიფოსთვის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლი განსაკუთრებულია.

ყაზანში დენთის ქარხანას ხანძარი გაუჩნდა

რუსეთის ქალაქ ყაზანის დენთის ქარხანაში ხანძარი ამ წუთებშიც მძვინვარებს. წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

საქართველო 1:2 სერბეთი – მეორე ტაიმში, 64–ე წუთზე სერბეთი დაწინაურდა

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს.

პატიმრები ტუბერკულოზს დაამარცხებენ

პენიტენციური სისტემა ტუბერკულოზთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია და ყველა სერვისი – გამოკვლევები, მკურნალობის ტაქტიკა და მედიკამენტები თავისუფლებაშეზღუდული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია.

საქართველო 1:1 სერბეთი – პირველი ტაიმის მიწურულს სერბებმა ანგარიში გაათანაბრეს

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმის მიწურულს კი სერბებმა ანგარიშის გათანაბრება პენალტით შეძლეს.

პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, "თუ კანონზე ხელს არ აწერ, ამით პოლიტიკურ განაცხადს აკეთებ", ამიტომ ის ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს ხელს მოაწერს. 

სააკაშვილი საკუთარ თოქ–შოუს წაიყვანს უკრაინულ არხზე

საქართველოს ექს–პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინულ არხზე Zik თავის თოქ–შოუს გაუძღვება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში უკრაინის რადას სახალხო დეპუტატი ბორისლავ ბერეზა წერს.

ეკონომიკის მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ტურიზმის სექტორში მიმდინარე პროექტებისა და მომავალი გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ხანძრისგან დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მერიისგან შეთავაზებულ 3 000 ლარზე უარი განაცხადეს

"ბავშვთა სამყაროს" დამწვარი შენობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა მერიისგან შეთავაზებულ ერთჯერად დახმარებაზე, რომელიც 3 000 ლარს შეადგენს, უარი განაცხადეს.

საქართველო 1:0 სერბეთი – მატჩის დაწყებიდან მეხუთე წუთზე საქართველოს ნაკრები იგებს

საქართველოს ნაკრების 13–მა ნომერმა ნიკა კაჭარავამ მატჩის მეხუთე წეთზე გახსნა ანგარიში.

რუსთაველი მიტროპოლიტის აზრით, გამოძიებას ე.წ. ციანიდის საქმეზე მასთან კითხვები არ ექნება

რუსთაველი მიტროპოლიტის მეუფე იოანეს აზრით, ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიებას მასთან კითხვები არ ექნება, რადგან საქმეში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს საერთოდ არ იცნობს.

საქართველოსა და სერბეთის საფეხბურთო ნაკრებების შესარჩევი მატჩი დაიწყო

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ევროპული შესარჩევი ციკლის D ჯგუფში V ტურის მატჩს სერბეთის ნაკრებთან ატარებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო სტადიონზე" 21:00 სთ-ზე დაიწყო. 

ოკუპანტებმა დღეს გატაცებული 2 ქართველი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს

ოკუპანტებმა ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევის ბრალდებით გორის რაიონის სოფელ დისევთან გატაცებული საქართველოს ორი მოქალაქე რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოში სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთს აძლიერებენ და 2017 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის. 

პარლამენტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის იუბილეს კონფერენცია მიეძღვნა

საქართველოს პარლამენტში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა, რომელზეც საკანონმდებლო ორგანოს სპიკერი სიტყვით გამოვიდა.

შ.პ.ს. "საქართველოს" 51 %-ს ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გადასცემენ

შ.პ.ს. ტელეკომპანია "საქართველოს" აქციების საკონტროლო პაკეტს 51%-ს ძმები ყარამანიშვილები "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებს გადასცენ, რათა საქმეზე ყოველგვარი გაუგებრობა შეწყდეს. 

რუსეთის პრეზიდენტმა და საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ტერორიზმთან ბრძოლაზე ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის ულტრამემარჯვენე „ნაციონალური ფრონტის“ ლიდერს მარინ ლე პენს შეხვდა. შეხვედრაზე ტერორიზმთან ბრძოლის საკითხები განიხილებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას “ბი ბი სი“ ავრცელებს.

საგარეო სამინისტრო საქართველოზე გაერო-ს მიერ მიღებულ რეზოლუციას დადებითად აფასებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციის შესახებ განცხადებას ავრცელებს.