კატეგორიები

ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო შპს ''health care group''-მა შეისყიდა

შპს ''health care group''-მა ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფო შეისყიდა. სამედიცინო დაწესებულება გუშინ, აუქციონის წესით, 2 მლნ 5 ათას ლარად გაიყიდა.

თანხა აუქციონში გამარჯვებულმა 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. შენობის რეაბილიტაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 8 თვეში უნდა დაიწყოს.


აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად შპს "რესპუბლიკური კლინიკური ფსიქონევროლოგიური საავადმყოფოს" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი 16 დეკემბერს გაიტანა.


აუქციონის პირობების თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია საავადმყოფოს პროფილი 50 წლის ვადით შეუნარჩუნოს. თავდაპირველად ვადა ათი წლით იყო განსაზღვრული, თუმცა მოგვიანებით პირობა შეიცვალა. მყიდველი ასევე ვალდებულია 1 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელოს.





ბრაზილიის ციხიდან პატიმრები მასობრივად გაიქცნენ

ბრაზილიის შტატ მარანიანის ციხიდან, წუხელ, გვიან ღამით, სულ მცირე 30 პატიმარი გაიქცა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პატიმრებმა ციხის კედლის ნაწილი ააფეთქეს, საიდანაც მოგვიანებით გაიქცნენ.

საკრებულოს წევრის თქმით, აუდიტის სამსახურმა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს უნდა მიმართოს

თბილისის საკრებულოს წევრის ჯაბა სამუშიას განცხადებით, თბილისის მერიის მიერ მიწის გასხვისების შესახებ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებულ დასკვნასთან დაკავშირებით, აუდიტის სამსახურმა მას უნდა მიმართოს.

გაზის მილსადენის აფეთქების ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებულებს პატიმრობა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზის მილსადენის აფეთქების ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე, ბრალდებულები ბ.ბ; მ.ვ; ჯ.მ. და ვ.რ. დამნაშავედ სცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა საკუთარ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

სამინისტროში ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

23 მაისს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო ცენტრი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლევან მიქელაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას მართავს.

სამართალდამცველებმა კლინიკა "ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი დააკავეს

სამართალდამცველებმა კლინიკა "ლანცეტის" ერთ-ერთი მფლობელი, ფარმან ჯეირან ლი დააკავეს. დაკავებულს თაღლითობა ედება ბრალად. ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა BSEC-ის საიუბილეო სამიტში მიიღო მონაწილეობა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) დაარსების 25-ე იუბილესთან დაკავშირებით,  BSEC-ის წევრი სახელმწიფოების მეთაურთა სამიტი გაიმართა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

2017 წლის 22 მაისს, საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს ნიკოლას ბერლინერს.

ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმამერაბჭანუყვანძემ სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებშიმრავალბინიანი და კერძოსაცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. 

სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადებაში ბრალდებულები დამნაშავედ სცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებულები ბ.ბ; მ.ვ;  ჯ.მ. და ვ.რ. დამნაშავედ სცნო. 

"სიბისი"-ს 2017 წლის ჩემპიონატი საქართველოში 2016 წელთან შედარებით, გაცილებით ადრე ჩატარდება

თუ აპირებთ სტარტაპერების ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მიღებას და იდეა ჯერ კიდევ არ გამოგიგზავნიათ, იჩქარეთ. კრეატიული ბიზნესიდეების შესახებ განხადებების მიღება 1 ივნისს შეწყდება!

პუტინი მაკრონთან შესახვედრად პარიზში ჩავა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი 29 მაისს, ვერსალის სასახლეში რუსეთის პირველ პირს ვლადიმერ პუტინს მიიღებს.

გენერალ-მაიორი ფინ უინკლერი თავდაცვის უწყებაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დანიის სამეფოს შიდა გვარდიის მეთაურს, გენერალ-მაიორ ფინ უინკლერს შეხვდნენ.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

22 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4217 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.13 თეთრი შეადგინა.

თურქ მებრძოლს, რომელმაც რუსი პილოტის მკვლელობა აღიარა, 5 წელი მიუსაჯეს

იზმირის სასამართლოს გადაწყვეტილებით, თურქეთის მოქალაქეს ალპარსლან ჩელიკს, რომელმაც მანამდე რუსი პილოტის მკვლელობა აღიარა, იარაღის უკანონო ტარებისათვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი პარლამენტის თავმჯდომარეს საგამოძიებო კომისიის შექმნას სთხოვს

აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია პარლამენტის თავმჯდომარეს თორდია-ფარცხალაძის საქმესთან დაკავშირებით მიმართავს, რომ საჭიროა საგამოძიებო კომისიის შექმნა, რადგან შსს-ს "ელ-ცენტროს" კადრები არასწორი ინტერპრეტაციაა.

საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება

2017 წლის 23 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე-10 შეხვედრა.

Aerosmith-მა Black Sea Arena-ს გუნდს კონცერტის ორგანიზებისთვის  მადლობა გადაუხადა

“ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში ,“ბლექსი არენაზე“, ლეგენდარული ამერიკული როკჯგუფის Aerosmith -ის კონცერტს 10 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ყირგიზეთში მაგნიტუდით 6 მიწისძვრა მოხდა

ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის საზღვარზე მაგნიტუდით 6 მიწისძვრა მოხდა. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

დეპუტატის თქმით, თორდიას საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა რეგლამენტს ეწინააღმდეგება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ გამოძიების პარალელურად ლაშა თორდიაზე მომხდარი თავდასხმისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე მოთხოვნა, პირდაპირ ეწინააღმდეგება პარლამენტის რეგლამენტს.

რატომ ატყუებს ავთო საყვარელიძე ბიზნესმენებს?

ავთო საყვარელიძე, რომელსაც ბადრი წილოსანისთვის წართმეული “ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა“ 2005 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა, ბიზნესმენებს ატყუებს, რომ ამ ქარხნის საკონტროლო პაკეტის მფლობელი მეორედ გახდა.