პრეზიდენტი ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში ჩაერთვება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ქართული პროდუქციის შეძენაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში ჩაერთვება.

შესაბამისი განცხადება მან "აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის“ პროგრამის ახალი პლატფორმის პრეზენტაციაზე გააკეთა. 

 

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება იმ წამოწყებას, რომელიც ადგილობრივი წარმოების გაძლიერებაზეა ორიენტირებული და აცხადებს, რომ პირადად ჩაერთვება იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც სამამულო წარმოებას შეუწყობს ხელს.


"პირადად ვარ და ვიქნები ჩართული იმ ინიციატივის გაძლიერებაში, რომელიც ეროვნულ წარმოებას შეუწყობს ხელს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საზოგადოებაში არსებულ ინიციატივას, რომელიც სწორედ ქართული პროდუქციის შეძენაზეა ორიენტირებული და მინდა დაგარწმუნოთ აქ მყოფი ბიზნესმენებიც და მთავრობის წარმომადგენლებიც, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად - პირადად მე და ადმინისტრაცია, ვიქნებით ჩართული ეროვნული პროდუქციისა და წარმოების წახალისებაში; იმაში, რომ ჩვენი მომხმარებელი იყოს ორიენტირებული სწორედ ჩვენი ეროვნული პროდუქციის შეძენასა და წარმოების გაძლიერებაში“,-განაცხადა პრეზიდენტმა.  


მისივე განცხადებით, იმ გამოწვევებზე პასუხი, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას არის არსებული ეკონომიკური მდგომრეობის და ეკონომიკური ვითარების დაძლევაში - დასაქმების გაზრდაში, მცირე და საშუალო ბიზნესის წილის გაზრდაში, იმ ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობაში.


"ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ კიდევ უფრო გავაღრმავოთ ძალიან ეფექტური ჯანდაცვის პროგრამა, თუ არ იქნება მეტი შემოსავლები. ჩვენ ვერ შევძლებთ გავაღრმავოთ ჩვენი ინვესტიციები განათლებაში, ჩვენ ვერ შევძლებთ უფრო ინტენსიურად დავაფინანსოთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ჩვენ ვერ შევძლებთ ვემსახუროთ ჩვენს საზოგადოებას კიდევ უფრო ეფექტურად, თუ არ იქნება წინ წამოწეული და გაზრდილი ჩვენი ბიზნესის შესაძლებლობები.შესამაბისად, პასუხი უმრავლეს კითხვაზე, უმრავლეს გამოწვევაზე, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, სწორედ ჩვენი ბიზნესის გაძლიერებაშია”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

 

"აწარმოე საქართველოში - სწრაფი განვითარებისათვის“ ბრენდის ქვეშ გაერთიანდება ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოსა და საქართველოს საპარტნიორო ფონდის მეწარმეობის ხელშეწყობისთვის არსებული პროექტები - "აწარმოე საქართველოში“, ერთიანი აგროპროექტი, მიკრო და მინი გრანტები, "სტარტაპ საქართველო“ და სხვა.



თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
აჭარაში ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება, შესაძლოა, ვადაზე ადრე შეუწყვიტონ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილება, შესაძლოა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვადაზე ადრე შეუწყვიტოს. ამის შესახებ "პირველს" აჭარის უმაღლესმა საბჭოში განუცხადეს.

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

დაღესტანის ორ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რესპუბლიკის ოპერატიულ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.