დავოსში ბიზნესფორუმი "კასპიის კვირეული“ გაიმართება

"კასპიის კვირეულს“(Caspian Week) უმასპინძლებს დავოსი16-20 იანვარს. 

ბიზნესფორუმის ორგანიზატორია შვეიცარული კომპანია ინტეგრალ პეტროლიუმი (Integral petroleum) და მისი ქართველი პარტნიორი ნავთობპროდუქტების გადამზიდავი კომპანია სმარტ კაპიტალი (Smart Capital).


ფორუმის მიზანია, კასპია-შავი ზღვების აუზებისა და აბრეშუმის გზის რესურსების მაქსიმალური ამოქმედებისათვის ხელშეწყობა და რეგიონში ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. ფორუმს დაესწრებიან ბიზნესის, მსოფლიო საფინანსო ინსტიტუტების, ბანკების, გადამზიდავი, ლოჯისტიკის, სატრანსპორტო, საწარმოო და საინვესტიციო კომპანიების და აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. ფორუმზე ასევე მოისმენენ ექსპერტების ხედვებს რეგიონის განვითარების პერსპექტივებსა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების სტრატეგიებზე ტრანსპორტის, ინვესტიციების მოზიდვის, ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების მართვის, ინფრასტრუქტურის განვითარების და ენერგეტიკის საკითხებზე.


სმარტ კაპიტალის დამფუძნებლის, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის აზრით, ფორუმი კარგი პლატფორმაა, რათა საქმიანი სამყარო გაეცნოს რეგიონის რესურსებს და შექმნას ბიზნესის განვითარების ახალი შესაძლებლობები. "კონკრეტულად საქართველოს ინტერესებშია მოვიზიდოთ უფრო მეტი ტვირთი და გავზარდოთ ჩვენი ქვეყნის, როგორც აბრეშუმის გზის მთავარი სატრანსპორტო და ენერგეტიკული ჰაბის როლი.ბოლო წლებში ჩვენმა კომპანიამ მილიონობით ნავთობპროდუქტი გაატარა საქართველოს რკინიგზითა და პორტებით.იმედი გვაქვს, ფორუმის შემდეგ, ტვირთების რაოდენობას გავზრდით და ქართულ ეკონომიკას დამატებით შემოსავალს და ახალ სამუშაო ადგილებს შევუქმნით. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ფორუმი ყოველწლიურად ჩატარდება და ხელს შეუწყობს რეგიონში ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენას“,-განაცხადა ვანო ჩხარტიშვილმა.






თბილისის ყოფილი მერი მიიჩნევს, რომ პარტიის დაშლას ბიძგი ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა მისცა

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის პასუხისმგებლობას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს აკისრებს.

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ტყუილში ადანაშაულებს
თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბოლოს გაკეთებულ განცხადებაში, სიცრუე არაერთი ტყუილი თქვა.
UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელობითი საპატიო დაფა გაიხსნა

UNTWO-ს სათავო ოფისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სახელობითი საპატიო დაფა დღეს გაიხსნა.

ციხეში მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულების N6 პენიტენციურ დაწესებულებაში 15 იანვარს მსჯავრდებული გარდაიცვალა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

საფრანგეთში პრეზიდენტის გამოსვლა შთამბეჭდავი არ იყო - ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური პრეზიდენტის მარგველაშვილის პარიზის სამდღიან ვიზიტზე 110 ათას ლარზე მეტი თანხის დახარჯვას ეხმაურება.
თბილისში ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებისთვის ორი პირი დააკავეს
ორი პირი დააკავა პოლიციამ თბილისში, წურწუმიას ქუჩაზე ტაქსის მძღოლის დაყაჩაღების გამო.
WORLDSKILLS GEORGIA-ს რიგით მესამე ეროვნული შეჯიბრება გაიხსნა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ორგანიზებით WORLDSKILLS GEORGIA-ს მესამე ეროვნული შეჯიბრება პროფესიულ უნარებში ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა.

გალარების აქციის ფარგლებში, ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების 8%-მა მიმართა

საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას განცხადებით, გალარების პირველივე დღეს ბანკებს პოტენციური ბენეფიციარების დაახლოებით 8% შეეხმიანა .

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმები და ევროპის სტაბილურობის საკითხები განიხილეს თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა
სარაჯიშვილის მეტრო დაახლოებით ნახევარი საათია გათიშულია. როგორც მგზავრებს ევაკუაციისას განუცხადეს, მიზეზი ძაბვის ვარდნა გახდა.



ექსპერტი მოლდოვას მხრიდან ევროკავშირზე შესაძლო უარს საქართველოსთვის გამოწვევად აფასებს
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლდოვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას გააუქმებს, საქართველო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება.
"რატომ ჰგონია ვინმეს რომ მარგველაშვილს კონსტიტუციის კითხვა ან ანალიზი არ შეუძლია?"

პარლამენტის ყოფილმა თავჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებაზე განმარტება გააკეთა.

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსს მიანიჭებს
აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის თვითმმართველობასთან დაკავშირებით კომპრომისის დაშვება შესაძლებელია სუბიექტისთვის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის მინიჭებით.
აჭარაში ოპოზიციონერ დეპუტატს უფლებამოსილება, შესაძლოა, ვადაზე ადრე შეუწყვიტონ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ვარშალომიძეს დეპუტატის უფლებამოსილება, შესაძლოა, აჭარის უმაღლესმა საბჭომ ვადაზე ადრე შეუწყვიტოს. ამის შესახებ "პირველს" აჭარის უმაღლესმა საბჭოში განუცხადეს.

დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს

დაღესტანის ორ რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რესპუბლიკის ოპერატიულ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებს.