რეგიონი

სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების გვარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე უხუცესთა კავშირს უნდობლობა გამოუცხადეს

სოფელ ჯოყოლოში მუთოშვილების გვარის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე უხუცესთა კავშირს უნდობლობა გამოუცხადეს. ადგილობრივების თქმით, უხუცესების ნაწილი, რომლებსაც ხელისუფლება აფინანსებს, კრიზისების დროს მხოლოდ მათ ინტერესებს ითვალისწინებს.

პანკისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით, ხეობაში რამდენიმე გვარის შეხვედრა გაიმართება

პანკისის ხეობაში რამდენიმე გვარის შეხვედრა დღეს, 15:00 ზე გაიმართება. შეხვედრის ინიციატორები, ხეობაში მომხდარი მკვლელობის მიზეზებზე ისაუბრებენ.

 
ყაზბეგში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იტალიაში ზუგდიდის მერის ვიზიტი დასრულდა

იტალიაში ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე, ზუგდიდისა და კასოლა დი ნაპოლის მერები მრავალმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

გიორგი გახარია - ფოთში საზღვაო აკადემიის გახსნა, ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, მიიღონ საერთაშორისოდ მოთხოვნადი სპეციალობა

2021 წელს ფოთს საკუთარი საზღვაო აკადემია ექნება, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო სახსრები პრემიერ-მინისტრის განკარგულებით გამოიყო.

სიღნაღში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ქალაქ სიღნაღში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

ქობულეთში თევზსაჭერი სეინერი ჩაიძირა

ქობულეთში ქაფშიით დატვირთული სეინერი ჩაიძირა. გემზე მყოფი მეთევზის თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.  

ლაგოდეხში 70 წლის აბასალ სადიკოვი ცემეს და დააყაჩაღეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში მცხოვრები 70 წლის აბასალ სადიკოვის ოჯახში გვიან ღამით შეაიარაღებული ნიღბიანები შეიჭრნენ.

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს - ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს

მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ99-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ქუთაისში მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ, მთავარი საახალწლო ნაძვის ხის აწყობა დაიწყო. საახალწლო ნაძვის ხე 21 დეკემბერს განათდება. 

 
ბათუმი საქმიანი ტურიზმის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას მასპინძლობს

ამ წუთებში, ბათუმში საქმიანი ტურიზმის ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესი ღონისძიება მიმდინარეობს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია საკურორტო ზონების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად სამუშაოებს განაგრძობს 

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ დაბა ბაკურიანში,  ზამთრის სეზონზე დამსვენებლების სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად,  წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და ქსელის აღდგენითი სამუშაოები  დაასრულა.

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის ს/გზის კმ35-კმ38 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

კურორტ "გოდერძიდან" მწვანე ტბამდე მისვლა რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი

კურორტ „გოდერძიდან“ მწვანე ტბამდე მისვლა უკვე ახალი რეაბილიტირებული საავტომობოლო გზით არის შესაძლებელი.

შუახევის მერიასთან აქცია მიმდინარეობს

შუახევის მერიის შენობასთან ხმაურია. ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრები ანზორ ბოლქვაძის ბიუროში შესვლას სცდილობენ. 

 

 
მცხეთის მუნიციპალიტეტში,  სოფელ ქსნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქსნის  წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაციის სამუშაოები დაასრულა.

პანკისში სისხლიანი დაპირისპირების მონაწილე პირებს პატიმრობა შეეფარდათ

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა არბი ქავთარაშვილისა და რამაზ ხანგოშვილის მიმართ, პატიმრობის გამოყენების შესახებ.

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ლატარიამ განცხადება მედიასთან გააკეთა.

 
გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 12 წლის ბავშვის დედა დღეს გარდაიცვალა

გრემში ხანძრის შედეგად დამწვარი 30 წლის ქალი გარდაიცვალა. მას სხეულის 40% - იანი დამწვრობა ჰქონდა მიღებული. სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.