რეგიონი

ბაღდათისა და ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზები კეთდება

სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება. ევროპის საინვესტიციო ბანკის  (EIB) დაფინასნებით 4 კმ-მდე მონაკვეთი კეთდება ბაღდათისა და ვანის სოფლებში, როხისა და სალომინაოს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე.

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციებს პარლამენტთან აანონსებენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები აქციების გამართვას ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გეგმავენ.

წყალტუბოში ბიოლოგიურად გამწმენდი ახალი ნაგებობა შენდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პროექტების მონიტორინგს იმერეთის რეგიონში განაგრძობს.

ანაკლიამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე წინადადებების მიღება დასრულდა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადების მიღება 5 თებერვალს დასრულდა. 

კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კალა-უშგულის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ომალოში დაჭრილი კაცი თელავის საავადმყოფოში​ ვერტმფრენით გადაიყვანეს

თუშეთის სოფელ ომალოში დაჭრილი კაცი შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით თელავის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თუშეთში სასწრაფო სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღით 37 წლის კაცია დაჭრილი.

ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ავტოვარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა.

რუსთავის მერმა ენერგოეფექტურობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართა

რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პროექტის „მერების შეთანხმების“ ექსპერტს საქართველოსა და აზერბაიჯანში, გიორგი აბულაშვილს შეხვდა.

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიასთან არიან შეკრებილნი და სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან შონიასთან შეხვედრას ითხოვენ.

ზუგდიდში სილამაზის სალონი გაქურდეს

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი სალონი გუშინ ღამით გაქურდეს. წაღებულია სხვადასხვა წვრილმანი ტექნიკა, თმის საშრობი და მაკრატლები. 

ხობში მატარებელმა ქალს გადაუარა - ქალი ადგილზე გარდაიცვალა

ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში სამგზავრო მატარებელი შუახნის ქალს მაშინ დაეჯახა, როცა ის, არსებული ინფორმაციით, ლიანდაგზე გადადიოდა.

კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის  რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, მრგვალი ხე-ტყის გადამამუშავებელი უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს.

ზუგდიდელი გარემოვაჭრე სიტყვიერი გაფრთხილების მიცემის შემდეგ გაათავისუფლეს

ზუგდიდში დაკავებული გარემოვაჭრე, რომელიც სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული წესით დღეს დილით დააკავეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ გაათავისუფლა.

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოს ახალი უფროსი უხელმძღვანელებს

შოთა მოსულიშვილის შემდეგ, პოზიცია 41 წლის თამაზ თამაზაშვილმა დაიკავა.

ზუგდიდში გარემოვაჭრეები დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეები ზუგდიდის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დაკავებული გარემოვაჭრის გათავისუფლებას ითხოვენ.

სამართალდამცველებმა ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ ერთ-ერთი გარემოვაჭრე დააკავეს

ზუგდიდის ბაზრის მიმდებარედ ერთ-ერთი გარემოვაჭრე სამართალდამცავებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც მან არ დააკმაყოფილა პოლიციის მოთხოვნა, გზის სავალი ნაწილიდან სავაჭრო პროდუქცია გაეტანა. 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ირანის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში სეიეს ჯავად ყავამ შაჰიდთან გაცნობით ხასიათის შეხვედრა გამართა.

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე ყოფილი კინოთეატრის შენობა იწვის

ფაქტს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.

მაჩალიკაშვილების მთავარ პროკურორთან შეხვედრას უხუცეს ქალთა საბჭოში ეხმაურებიან

ეთერ ციხელაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ შეხვდა ირაკლი შოთაძე ხეობის მოსახლეობას, მაშინ, როცა პანკისში სპეცოპერაციის გამოძიების დეტალები უცნობია.