რეგიონი

დღეს ბორჯომის საკრებულოში თავმჯდომარის იმპიჩმენტზე იმსჯელებენ

ბორჯომის საკრებულოში დღეს თავმჯდომარის, ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა იგეგმება. მმართველი გუნდის თქმით, დაუშვებელია ისეთი საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ბორჯომისთვის საკეთილდღეო ნაბიჯებს არ დგამს.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია

ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ლაჯურღულას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ბორჯომის საკრებულოსთან პოლიციაა მობილიზებული

ბორჯომის საკრებულოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

დედოფლისწყაროს საკრებულოში 2016 წლის სახელმწიფო აუდიტის დასკვნა განიხილეს

სიტყვიერი შელაპარაკება დეპუტატებს შორის დოკუმენტის ფინანსური ნაწილის განხილვამ გამოიწვია.

კახეთის რეგიონში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური შემოწმების დროს ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

დუშეთისა და ჟინვალის 12 ათასზე მეტ მაცხოვრებელს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მცხეთა-მთიანეთის რეგიონულმა ფილიალმა, დუშეთში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამუშაოები დაასრულა.

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელები დააკავეს

ზუგდიდში ვალუტის გადამცვლელი სამი პირი, რომელიც ცენტრალური ბაზრის გარეთა ტერიტორიაზე მუშაობს, პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

კახეთში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება დაიწყო

კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მიმდინარეობს.

ბაღდადში მევენახეობის კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ბაღდადის მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ფერმერებს  წარუდგინა.

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება.

ზუგდიდში სააღდგომოდ გარევაჭრობის ნებართვას ითხოვენ

ზუგდიდელი გარემოვაჭრეების ნაწილი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის ნებართვას ათი დღით, სააღდგომოდ ითხოვს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მწუხარებას გამოთქვამს მუშის დაღუპვის გამო

ჭიათურაში, შუქრუთის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად, 1972 წელს დაბადებული ზაზა აბრამიშვილი გარდაიცვალა.

დაბა ლაითურის საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ლაითურში, ორსართულიანი საერთო საცხოვრებელის მეორე სართულზე ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 150 კვ მეტრი ფართობი. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ზუგდიდში ნაპოვნი ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ზუგდიდში ნაპოვნ მიტოვებულ ახალშობილს, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში გადის მკურნალობას, საავადმყოფოდან გამოყვანის შემდეგ დროებით მინდობით აღმზრდელ მშობელს გადასცემენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილთან ერთად, მტირალას ეროვნულ პარკში, მარტვილის კანიონში და პრომეთეს მღვიმეში იმყოფებოდა.

პარლამენტთან პრეზერვატივების შეფუთვაზე თამარ მეფის გამოსახულებას აპროტესტებენ

"წმინდა თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს", "კმარა მართლმადიდებლობის დისკრიმინაცია", "არა ქართველი ხალხის ეროვნულ და რელიგიურ დისკრიმინაციას", - ამ ლოზუნგებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში.

რიკოთზე სატვირთო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა  და ცეცხლი გაუჩნდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე საღამოს 8 საათამდე მოძრაობა აიკრძალა

23 მარტის 17:10 სთ-დან 20:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ხადორ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ხადორ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და იმ ზიანის შესახებ ისაუბრეს, რაც ჰესის მშენებლობას შეიძლება მოყვეს.

გამწვანების აქცია მცხეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტებში

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა  გამწვანების აქციის ფარგლებში ფოთლოვანი ხეების 55 ნერგი 22 მარტს  - წყლის საერთაშორისო დღეს დარგეს და აღნიშნული აქციით მსოფლიოს შეუერთდნენ.