რეგიონი

ზუგდიდის მერიამ გამგეობიდან გათავისუფლებული 8 პირის მიმართ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამგეობიდან 2016 წელს გათავისუფლებული 8 საჯარო მოხელის საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა.

აბაშაში ახალგაზრდა კაცს მეათე დღეა ეძებენ

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში ახალგაზრდა კაცს მეათე დღეა ეძებენ. არსებული ინფორმაციით, ის სახლიდან 31 დეკემბერს გავიდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თოვლის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და ავტობუსების მოძრაობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ თამარ კაიკაციშვილი დაინიშნა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტი თამარ კაიკაციშვილმა დაიკავა.

ინფრასტრუქტურის მინისტრი საგარეჯოში ცენტრალური სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო.

თურქეთი საქართველოს საზღვართან ელექტრონულ სათვალთვალო სისტემას დაამონტაჟებს

თურქეთი, საქართველოსა და სომხეთის საზღვართან  ელექტრონულ სათვალთვალო სისტემას დაამონტაჟებს.

 

ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარის საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია

ავტომობილების გადაადგილება მხოლოდ ცალმხრივად არის ნებადართული.

90 წლის ქალმა თავი ჩამოიხრჩო

ადგილობრივების ინფორმაციით, სუიციდის შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ასაკოვანი ქალბატონი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა.

სემეკმა გორის მოსახლეობის განცხადებების ინდივიდუალური შესწავლა დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) , სს „საქორგგაზის“ მიერ 2017 წლის დეკემბერში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით, გორის მოსახლეობის განცხადებები შევიდა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 24 წლის გიორგი დარჩიაშვილს ეძებენ.

შვილის მკვლელობასა და ცოლის დაჭრაში ბრალდებული კაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს

სოფელ ხაბუმეში შვილის მკვლელობასა და ცოლის დაჭრაში ბრალდებული მამაკაცი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გელა სამხარაული პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა

პანკისის ხეობის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული, ახმეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად შეხვდა.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის ინიციატივა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის

საჩხერის სამედიცინო ცენტრი, "გენი ქართულის" მხარდაჭერით, 10 იანვარს, 14:00-17:00 საათზე, სასტუმრო "მედიჰაუსში" "ჯანსაღი ცხოვრების ელჩის“ დღეს მრავალშვილიანი ოჯახების შვილებისთვის ღონისძიებას გამართავს.

მეუღლის მიერ ნაჯახით თავის არეში დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მეუღლის მიერ ნაჯახით თავის არეში დაჭრილი ქალის მდგომარეობა სტაბილურია.

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ზუგდიდში დევნილთა პოლიკლინიკის თანამშრომლებმა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლების გამო აქცია გამართეს და აღდგენა მოითხოვეს.

რუსთავში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში ახალშობილი იპოვეს

რუსთავში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ახალშობილი ჩვილი იპოვეს.

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მკითხველს ბოდიშს უხდის

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მკითხველს ბოდიშს უხდის იმ ინფორმაციის გამო, რომელიც დილით მერიის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე დილით გამოქვეყნდა.

პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილის სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩავიდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის სახლში დამოუკიდებელი ექსპერტი ჩავიდა. მაია ნიკოლაიშვილი შემთხვევის ადგილს ათვალიერებს.

ზუგდიდის მერიაში საჯარო მოხელეებს ხელფასები გაეზარდათ

ზუგდიდის მერიაში დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეებს, სამსახურებისა და განყოფილების უფროსებსა და მთავარ სპეციალისტებს შრომითი ანაზღაურების ახალი კანონის შესაბამისად, ხელფასები გაეზარდათ.