კატეგორიები

რეგიონი

ახალშენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალშენის ცენტრში მდებარე კულტურის სახლში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამჟამად მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე აჭარისწყლის მოსახლეობის წინაშე 2016 წლის ანგარიშით წარსდგა. ადგილობრივებმა სასმელი წყლის, გზების მოწესრიგება და მოძველებული ელექტროგადმაცემი ბოძების გამოცვლა მოითხოვეს. 

ფოთის მუნიციპალიტეტში კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება

ფოთის მუნიციპალიტეტში კუნძულის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოები განხორციელდება. ქალაქის მერიაში დღეს განიხილეს ყველა ის საკითხი, რაც ამ პროექტის განხორცილებისთვის არის საჭირო.

ბათუმში თანამედროვე სტანდარტების სპორტული კომპლექსი აშენდება

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, სპორტული კომპლექსის მშენებლობას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სენსონმა“ გამართა. 

ქუთაისის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა აჭარის ზღვის კურორტების განვითარებას ხელს შეუწყობს

ქუთაისის სარკინიგზო გზისა და სადგურის მშენებლობის პროექტის დაწყებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ეხმიანება.

ბათუმის საერთაშორისო ბიზნესფორუმის ჩატარებასთან დაკავშირებით თბილისში შეხვედრა გაიმართება

ბათუმი მაისში საერთაშორისო ბიზნესფორუმს უმასპინძლებს, რასთან დაკავშირებითაც 4 აპრილს 16:00 საათზე ტექნოპარკში ღონისძიებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გაიმართება.

სანქტ-პეტერბურგის მეტროს ყველა სადგური დაკეტილია

სანქტ-პეტერბურგის მეტროს ყველა სადგური ამ დროისთვის დახურულია. მიზეზი ცოტა ხნის წინ ორ მეტროსადგურში მომხდარი აფეთქებაა.

გასულ წელს აჭარას 1, 414 , 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა

2016 წელს, აჭარას ყველა ადმინისტრაციული საზღვრის გავლით 1, 414 , 602 უცხოელი ვიზიტორი სტუმრობდა.

ახმეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის იმპიჩმენტი ჩავარდა

თამაზ წითელაურის გადაყენებას 30-დან მხოლოდ ათმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. უმეტესობამ კი პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღო.

ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების მეთაურებს უმასპინძლა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების, TCG Kalkan-ის და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა.

ბათუმის მდგრადი ურბანული ინტეგრირებული გეგმის განხილვა გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბათუმის მდგრადი ურბანული მობილობის ინტეგრირებული გეგმის განხილვას დაესწრო.

საბავშვო ბაღმა, რომლის 11 აღსაზრდელი საავადმყოფოშია, სასწავლო პროცესი 3 დღით შეაჩერა

საქობოს საბავშვო ბაღის ადმინისტრაციამ, რომლის 11 აღსაზრდელი საავადმყოფოშია მოთავსებული, სასწავლო პროცესი 3 დღით შეაჩერა. დღეს წნორის კლინიკაში საბავშვო ბაღიდან კიდევ 2 მოზარდი გადაიყვანეს.


სიღნაღის რაიონის საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული. 3 დან 5 წლამდე ასაკის აღსაზრდელები მაღალი ტემპერატურის, ღებინებისა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს მოათავსეს.

სოფელ ვაიოს მცხოვრებლებმა "სსე"-ს გზა გადაუკეტა და ტექნიკა სოფელში არ შეუშვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ტექნიკური სამუშაოების წარმოების საშუალებას არ აძლევს.

აჭარის ტურისტული პოტენციალი კიევის ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი ვიზიტორები ეცნობიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი.

ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია

ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების მოწყობა გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანაქიძეებში გზების რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო.

"ბათუმი-ცენტრალი" თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით აღიჭურვა

სადგური "ბათუმი-ცენტრალი" საქართველოში პირველი თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით აღიჭურვა. 

ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება

ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და ტროტუარების მოწყობის შემდეგ, კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი 9 000 მ2-ზე იგება.

დედოფლისწყაროში ელია თეზბიტელის ტაძრის რესტავრაციის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს

28 მარტს ქ.დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ შენობაში წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის დაზიანებული ტაძრის რესტავრაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.