კატეგორიები

რეგიონი

ბათუმის მოვლენებში მონაწილე კიდევ 3 პირი დააკავეს

ბათუმში 11–12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სსკ–ს 353–ე პრიმა და სსკ–ს 225–ე მუხლებით, დაკავებულია 3 პირი.

მცხეთაში მოსახლეობამ იუნესკოს მორატორიუმი გააპროტესტა

მცხეთაში დღეს სვეტიცხოვლის წინ მოსახლეობამ იუნესკოს მორატორიუმი გააპროტესტა. მათი მთავარი მოთხოვნა პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა და მშენებლობის ნებართვაზე შეზღუდვის მოხსნაა.

დედოფლისწყაროს გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინიციატივა - “ერთი დღე სოფელში“ გრძელდება

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის ინიციატივა -“ერთი დღე სოფელში“ გრძელდება.

ქობულეთში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქობულეთში რუსთაველის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპისთვის ქუჩის დარჩენილი მონაკვეთის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

ლონდონში დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა

ლონდონში, გუშინ მომხდარი ტერაქტის შემდეგად 5 ადამიანი დაიღუპა 40 კი დაშავდა.

ხულოში საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში ლომიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიაანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თელავში საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაცია წლის ბოლომდე დასრულდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი თელავში  საკანალიზაციო  კოლექტორების რეაბილიტაციას ახორციელებს.

ბათუმში მშენებლობიდან გადმოვარდნილი მუშა ადგილზე გარდაიცვალა

ბათუმში, ჭავჭავაძე-ასათიანის ქუჩების კვეთაზე მდებარე მშენებარე კორპუსიდან შუახნის კაცი გადმოვარდა. დაშავებული მუშა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

პალიასტომის ტბაში თევზის დაავადება დადგინდა

პალიასტომის ტბაზე აღებული სინჯების შედეგებით დადგინდა, რომ თევზი ჰემორაგიული სეპტიცემიით არის დაავადებული. 

ზუგდიდში C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში დღეიდან C ჰეპატიტის მართვის უპრეცედენტო მასშტაბის ცენტრი ფუნქციონირებს.

ზუგდიდის მოსახლეობას მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება

ზუგდიდის მოსახლეობა მომავალი წლიდან 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

ქუთაისში, ლიფტში ჩაკეტილი მოქალაქეები დახმარებას სამაშველო სამსახურს სთხოვენ

ქუთაისში, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების კორპუსებში, გაუმართაობის გამო ლიფტებში მოქალაქეთა ჩარჩენის ფაქტები გახშირდა, რის გამოც მოსახლეობა დახმარებას საგანგებო სიტუაციების სამსახურს სთხოვს.

ცხოველთა დამცველების ინფორმაციით, ქუთაისის თავშესაფრის ბინადრების ევთანაზია იგეგმება

ცხოველთა დაცვის ფედერაცია ქუთაისის "სპეციალურ სერვისებს" ცხოველების არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციით ბინადართა 80%-ის ევთანაზია იგეგმება.

მარნეულის ბიბლიოთეკა საზეიმო  ვითარებაში გაიხსნა

დღეს, მარნეულის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტების მქონე საჯარო ბიბლიოთეკა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

აჭარაში ფასდაკლებების კვირეულის მეორე ეტაპი იმართება

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით, 11 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით, აჭარაში, ფასდაკლებების კვირეულის - Discount Week-ის მეორე ეტაპი იმართება.

გზების მოვლა-შენახვის სამუშაოები უახლესი ტექნიკით განხორციელდება

საავტომობილო გზებზე, მოვლა-შენახვის სამუშაოების შესასრულებად, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს ხელშეკრულება 3 წლის ვადით გაუფორმდათ.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს უერთდება

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელსაც საჩხერის სამედიცინო ცენტრი მთელი პასუხისმგებლობით უერთდება.

ხელვაჩაურში ავტომობილი, სავარაუდოდ, შურისძიების გამო დაწვეს

ხელვაჩაურში, ავტომობილს ცეცხლი, სავარაუდოდ, შურისძიების ნიადაგზე წაუკიდეს. ავტომობილის მეპატრონე ზურაბ კახიძე ფაქტს ერთი წლის წინ ე.წ შარაბიძეების დასახლებაში არასრულწლოვან ანრი გოგიტიძის გარდაცვალებას უკავშირდება.

ხანძარის შედეგად კაცი დაიღუპა, მისმა ცოლ-შვილმა მძიმე დამწვრობა მიიღო

ხანძარს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში კაცი ემსხვერპლა, ხოლო მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო ორმა არასრულწლოვანმა შვილმა, მისმა მეუღლემ და ხანშიშესულმა კაცმა.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ახალი ინიციატივა - “ერთი დღე სოფელში“ გრძელდება.

17 მარტს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, სოფელ ზემო მაჩხაანის შემდგომ, სოფელ ზემო ქედის ქსნელების, ორაშვილებისა და სხვა უბნების მაცხოვრებლებს შეხვდა.