რეგიონი

იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსად თორნიკე მუშკუდიანი დაინიშნა

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის დირექტორად თორნიკე მუშკუდიანი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ "ნონას’’ ეწვია

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ბულვარის ტერიტორიაზე მდებარე ვეტერანთა საჭადრაკო კლუბ "ნონას’’ ეწვია, ვეტერანებს შობა-ახალი წელი მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მთავრობის აპარატში დაინიშნა

აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე აჭარის მთავრობის აპარატში დაინიშნა. ავთანდილ ბერიძე უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი იქნება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს სულხან ღლონტი უხელმძღვანელებს
დეპარტამენტის თანამაშრომლებს ახალი თავმჯდომარე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარაძემ დღეს წარუდგინა. 
ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე ხელშეკრულება გაფორმდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ზედამხედველობაზე ხელშეკრულება გააფორმა. მომსახურების ღირებულება 4 964 791 აშშ. დოლარი და 3 643 680 ლარია.

აჭარის მთავრობის წარმომადგენლები სპორტის მოღვაწეებს შეხვდნენ
აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა სპორტის მოღვაწეებსა და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირებთან შეხვედრაზე სასპორტო სკოლა "ბასკოს" ფუნქციონირების განვითარებაზე ისაუბრეს. 
ხულოში "ნაცმოძრაობის" ყრილობა ქუჩაში გაიმართა
ხულოში, "ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის ყრილობა ქუჩაში გაიმართა.
კახეთში ავტოავარიის შედეგად 68 წლის კაცი დაიღუპა

კახეთში, სოფელ ახაშენში მომხდარ ავტოავარიას 68 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა . შემთხვევა გურჯაანი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის ახაშნის მონაკვეთზე მოხდა.

 
"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა აჭარაში დაპირისპირების ფონზე დაიწყო
ენმ–ის წევრები ხულოს ორგანიზაციაში ყრილობის ჩატარებას გეგმავდნენ. მათ დღეს ყრილობის დელეგატები უნდა აერჩიათ, თუმცა გუშინ დაანონსებულ პარტიულ შეკრებას მოწინააღმდეგეები გამოუჩდნენ.
ოჟიოს და ხორხელის მოსახლეობა აღდგენილი საირიგაციო მომსახურებით ისარგებლებს
300 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სოფელ ოჟიოს გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტი.  
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახაბერ ბუხრაძე დაინიშნა

აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად კახაბერ ბუხრაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე დავით მამულაშვილი შეცვალა. ინფორმაცია "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

აჭარის ეკონომიკის მინისტრის მტკიცებით, ე.წ ბასკოს შენობა პრივატიზებული არ არის

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის რამაზ ბოლქვაძის თქმით, სასპორტო სკოლა ე.წ ბასკოს შენობა არ არის პრივატიზებული და არ ინგრევა.

ბათუმში ტაქსით მგზავრობა შესაძლოა, გაძვირდეს
უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, ბათუმში ტაქსით მგზავრობა გაძვირდეს. მძღოლების განცხადებით ამის მიზეზი საწვავზე ფასების მატებაა.
ხელვაჩაურის რაიონში 20 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ კაპრეშუმში ხანძრის შედეგად, დაახლოებით 20 ჰექტარი მიწის ფართობი დაიწვა. ცეცხლი ეკალ-ბარდებს გაუჩნდა.

სოფელ შორაპანთან საავტომობილო მოძრაობა გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება

სოფელ შორაპანთან გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულების ეტაპზეა,იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. 

ალილოს მომლოცველებმა ბათუმელებს შობა მიულოცეს
ბათუმში ტრადიციული საშობაო ალილო გაიმართა. დილიდან ალილოს მომლოცველებმა ბათუმელებს შობა მიულოცეს.
H3 ვირუსით სამედიცინო დაწესებულებებისთვის მიმართვიანობა აჭარაში პიკს აღწევს
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, აჭარაში გრიპით და სხვა რესპირატორული დაავადებებით საავადმყოფოებისთვის მიმართვა ყოველ 100 000 მოსახლეზე 404-ს შეადგენს.
ქუთაისში მაცხოვრის შობას ზეიმობენ
ქუთაისში მაცხოვრის შობის აღნიშვნა შობის მახარობლებმა დილიდან მსვლელობით დაიწყეს. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. 
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე შობას ბათუმის ღვთისმშობლის შობის ტაძარში შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ოჯახთან ერთად, ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო წირვას დაესწრო.
თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი თანამდებობიდან გათავისუფლდა

თელავის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი თეონა მიქელაძე სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას თელავის ვიცე-მერი ადასტურებს.