კატეგორიები

რეგიონი

ბათუმში აქციის წევრები ამ დრომდე ინფრასტრუქტურასა და ავტომობილებს აზიანებენ

​ბათუმში აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა პროტესტი გრძელდება. აქციის წევრები მანქანებისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანებას კვლავ აგრძელებენ.

შს მინისტრი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში საგანგებო თათბირს მართავს

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში საგანგებო თათბირს მართავს.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აქციაზე დაშავებული ორი პაციენტი რჩება

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის მკურნალობას აქციაზე დაშავებული ორი პირი გადის. ამის შესახებ "მოამბეს" საავადმყოფოს დირექტორმა, მალხაზ ხალვაშმა განუცხადა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმშია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უკვე ბათუმში იმყოფება.

სოციალურ ქსელში ბათუმში დაშავებულების ფოტოები ვრცელდება

სოციალურ ქსელში ბათუმში აქციის დროს დაშავებულების ფოტოები ვრცელდება. დაშავებულთა შორისაა დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი, რომელსაც სახის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება. ისინი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადიან.

ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გათავისუფლებული პირი ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს

ბათუმში დაკავებული ერთ-ერთი ადგილობრივი ჯიმი ვარშანიძე გათავისუფლების შემდეგ აცხადებს, რომ წინასწარი მოთავსების იზოლატორში მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არავის მიუყენებია.

ბათუმის კლინიკებს 24-მა პაციენტმა მიმართა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმის კლინიკებს 24-მა პაციენტმა მიმართა, მათ შორის 11 პოლიციელმა.

ბათუმში პოლიციის სამი მანქანა იწვის

ბათუმში პოლიციის სამმართვლოს შენობასთან აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველის სამი ავტომანქანა დაწვეს. ავტომობილიდან ცეცხლი მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ნაძვის ხეზე გავრცელდა.

ბათუმში ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად ჟურნალისტები მოიწამლნენ

ბათუმში სამართალდამცველების მიერ ცრემლსადენი გაზის გაშვების შედეგად "რუსთავი 2"-ის კორესპონდენტი მოიწამლა. ამის შესახებ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია ავრცელებს.

ბათუმში აქციის დროს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა

ბათუმში, აქციის დაშლის დროს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი დაშავდა.

ბათუმში დაკავებული 6 პირი ერთ საათში გათავისუფლდება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე აცხადებს, რომ შს მინისტრისგან გიორგი მღებრიშვილისგან მიიღო პირობა, რომ დაკავებული ექვსივე პირს ერთ საათში გაათავისუფლებენ.

დეპუტატი: ცრემლსადენის გაზის გამოყენება აქციის წევრების მხრიდან ქვების სროლის შემდეგ მოხდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქართული ოცნება - აჭარის" მდივნის ცოტნე ანანიძის ინფორმაციით, ცრემლსადენი გაზი სპეცრაზმელებმა მას შემდეგ გაუშვეს, რაც აქციის მონაწილეებმა ქვების სროლა დაიწყეს.

სახალხო დამცველი აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველი ბათუმში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, აჭარის პოლიციის უფროსი დაჭრილია

პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომლის ინფორმაციით, აჭარის პოლიციის უფროსი დაჭრიულია. ამის შესახებ გაზეთ "ბათუმელების" ფეისბუქის პირდაპირ ეთერში სავარაუდოდ, ერთ-ერთი სამართალდამცველი ამბობს, რომლის ვინაობაც უცნობია.

სპეცრაზმი აქციის წევრებს, სავარაუდოდ, ცრემლსადენი გაზით შლის

ბათუმში სპეცრაზმი აქციის წევრებს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით შლის.

აჭარის პოლიციის სამმართველოსთან სპეცრაზმია მობილიზებული

აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობასთან სპეცრაზმია მობილიზებული. ისინი სამმართველოს შესასვლელთან განთავსდნენ და აქციის მონაწილეებს შენობაში შესვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.

ბათუმში დაკავებული 6 პირი პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს

ბათუმში დაკავებული 6 პირი სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის ან დისკრიმინაციული მიმართვის ფაქტს არ ადასტურებს. დაკავებულები წინასწარი მოთავსების იზოლატორში სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა.

აქციის მონაწილეები ბათუმის პოლიციის ეზოში შეჭრას ცდილობენ (ფოტოკოლაჟი)

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოქალაქეებმა ცოტა ხნის წინ გზა გადაკეტეს. აქციის მონაწილეების ბათუმის პოლიციის სამმართველოს ეზოში შეჭრას ცდილობენ.

გუდაურში პირველი დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი გაიმართა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მთის კურორტების განვითარების სააგენტოს თანაორგანიზებით, გუდაურში პირველად გაიმართა დიპლომატიური სათხილამურო შეჯიბრი #dipski2017.

ბათუმში აქციის კიდევ ერთი წევრი დააკავეს

ბათუმში ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო აქციის კიდევ ერთი წევრი დააკავეს.