კატეგორიები

რეგიონი

საცხოვრებელი სახლი დაინგრა ხულოში დიდთოვლობის გამო

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში მელაძეების საცხოვრებელი სახლი დაინგრა. როგორც "პირველს" მუნიციპალიტეტის გამგებელმა განუცხადა, სახლის დანგრევა დიდთოვლობამ გამოიწვია.

ნინოწმინდა-სომხეთის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აიკრძალა სომხეთის საზღვართან.

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა წელს დაიწყება

მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი სატრანსპორტო საბაგიროს მშენებლობა წელს დაიწყება. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

აჭარა იზმირის საერთაშორიოს ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

აჭარის ტურიზმის დეპარტამეტმა იზმირის მე-10-ე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "Travel Turkey Izmir 2016” მიიღო მონაწილეობა. 

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე აზერბაიჯანის გენერალურ კონსულს შეხვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-კონსულს ფარჰად მამედოვს შეხვდა.

არჩილ თალაკვაძემ ოზურგეთის სოფლებში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა

მუნიციპალიტეტების გამგებელთან, მერაბ ჭანუყვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად ოზურგეთის სოფლებში, ლაითურსა და მერიაში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა.

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე დიდთოვლობის გამო დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. 

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. 

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის 50% ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

ხულოს მუნიციპალიტეტში, ავარიული გაითიშვის გამო მოსახლეობის 50%-ს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ხულოს გამგებელმა ბესიკ ბაუჩაძემ განუცხადა.

არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ
მაჟორიტარი დეპუტატები არჩილ თალაკვაძე და ნინო წილოსანი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული

სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული.

საფრთხის ქვეშ მყოფი ოჯახი ევაკუირებულია ქედაში ჩამოწოლილი მეწყერის გამო

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქროპირაულში მეწყერის ჩამოწოლის გამო საფრთხის ქვეშ მყოფი დავითაძეების ათსულიანი ოჯახი ევაკუირებულია და ისინი უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

ხულოს მუნიციპალიტეტში ზვავში მოყოლილი ორი ადამიანი ამოიყვანეს
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბოძაურში დღეს ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ორი ადამიანი ამოიყვანეს. მათი ჯანმრთლების მდგომარეობა სტაბილურია. 


აჭარაში საავტომობილო გზების გაწმენდა თერთმეტი მიმართულებით დასრულდა
აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტის დამეწყრილ სოფლებთან დამაკავშირებელი გზა აღდგენილია. 
ძლიერმა ნალექმა იმერეთისა და სამეგრელოს რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა
დასავლეთ საქართველოში დღეს მოსულმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შეუქმნა იმერეთის რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფელს. 
ზემო აჭარის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა

დიდთოვლობით გამოწვეული შეზღუდვის შემდეგ,ხულოს რაიონის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. 

ციტრუსის მოსავალთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძე ნატანებში მოსახლეობას შეხვდა

ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე სოფელ ნატანების მოსახლეობას შეხვდა. 

ათი ოჯახი გარესამყაროს მოწყდა ქედაში მეწყერის ჩამოწოლის გამო

ათი ოჯახი მოწყდა გარესამყაროს ქედაში მეწყერის ჩამოწოლის გამო , ხულოს საავტომობილო გზაზე კი, ზვავი ჩამოწვა. 

სოფელ საჩინოს მოსახლეობა ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებს

სოფელ საჩინოს მაცხოვრებლები ბათუმი-ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობას აპროტესტებენ და კომპანია "სინოჰიდროს" ადანაშაულებენ.

რუსთავში საახალწლო განათების დეკორაცია მოიპარეს
რუსთავში, ლეონიძის სკვერში 11 დეკემბერს საახალწლო განათების დეკორაცია მოიპარეს. დამნაშავემ დეკორაცია ნათურების გარეშე უკან დღეს დააბრუნა. ამის შესახებ „პირველს“ რუსთავის მერიაში აცნობეს.