კატეგორიები

რეგიონი

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
თოვლის, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სამშაბათიდან აკრძალულია.
გომბორის უღელტეხილზე უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა

უამინდობის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის მონაკვეთზე სამშაბათიდან შეზღუდვა ძირითადად, ზაფხულის საბურავებიან ავტომობილებზე ვცრელდება. აღნიშნულის შესახებ პირველს თელავის საგზაო სამმართველოდან აცნობეს.

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა წინანდალში

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის ერთი ნაწილი დაიწვა სამშაბათს წინანდალში. ფოცხვერაშვილების საცხოვრებელ სახლში განადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი. 

სასწავლო პროცესი შეწყდა ქუთაისში ქარისგან დაზიანებულ სკოლაში

სახურავის გარეშე დარჩა ქუთაისის 31-ე საჯარო სკოლა ძლიერი ქარის გამო. შედეგად, სკოლაში 21 ნოემბერს სასწავლო პროცესი შეწყდა.


ქუთაისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 ნოემბრამდე შეიზღუდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის 216-ე კმ-დან (სოფ. ნახშირღელე) ქუთაისის შემოსავლელ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 23 ნოემბრამდე იკრძალება.

ხაშურსა და სურამში შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურა მოეწყო
ხაშურის მუნიციპალიტეტში შიდა ქუჩების საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 244 027 ლარის ღირებულების 11 საგზაო პროექტი დაფინანსდა.
ქუთაისში ოთხსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ქარმა სახურავი გადახადა
საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა ორშაბათს ძლიერმა ქარმა ქუთაისში. შენობა მელიქიშვილის ქუჩა # 4 მისამართზე მდებარეობს. 
ბათუმში ფეხით მოსიარულე 60 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა

ფეხით მოსიარულე 60 წლამდე ასაკის ქალს მანქანა დაეჯახა ბათუმში შაბათს. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ორი ადამიანი დაშავდა ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად
ორი ადამიანი დაშავდა შაბათს, ბათუმში მომხდარი ავტოავარიის შედეგად. ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიასთან შეეჯახა. 
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. საზღვარზე მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა
ოკუპირებულ აფზახეთში ე.წ. საზღვარზე, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილების მსურველთათვის 14 ნოემბერს დაწესებული შეზღუდვები, შაბათს მოიხსნა. 
ხელოვნების სასახლე გაიხსნა ჩოხატაურში

ჩოხატაურს ხელოვნების ახალი სასახლე აქვს, - 2,5 მილიონამდე ლარის ღირებულების პროექტი, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო, ძირითადად, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.

საკუთარ მშობლებს თავები მოკვეთა წალენჯიხელმა მამაკაცმა

მამაკაცმა საკუთარ მშობლებს თავები მოკვეთა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში, გვიან ღამით. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მცხობელი გარდაიცვალა ქუთაისის ერთ-ერთ საცხობში

ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად,მცხობელი გადრაიცვალა შაბათს, ქუთაისში, მოსწავლეთა პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სახცობში.

ნარდევანი–ფარავნის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–ფარავანი) კმ94–კმ110, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის დაშვებული.

უხეცესი დეპუტატი პარლამენტში პირველ სხდომამდე ერთი დღით ადრე მივიდა


ახალი მოწვევის უხეცესი დეპუტატი რევაზ არველაძე, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე დასასწრებლად, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობაში ხუთშაბათს, ერთი დღით ადრე მივიდა.  

პირველი ადგილი მოიპოვა აჭარის ბიუჯეტის პროექტმა EBRD-ის საერთაშორისო კონფერენციაზე
აჭარის პროგრამული ბიუჯეტი - ყველაზე ხელშესახები შედეგის მქონე პროექტად დასახელდა კონკურსზე "კონსალტინგი საზღვრებს გარეშე“. ამის შესახებ "პირველს" აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო გზების რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების სამ მიმართულებაზე ზვავსაშიშროების, დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხუთშაბათს აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის მთავრობა პროექტ "ტრამპთაუერის" განახლებას მიესალმება

აჭარის მთავრობაში "ტრამპთაუერის" მშენებლობას მიესალმებიან და მზად არიან მხარი დაუჭირონ ასეთ მასშტაბურ პროექტს. აღნიშნულის შესახებ "პირველს" აჭარის ფინანსთა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განუცხადა. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.