კატეგორიები

რეგიონი

სიღნაღის რაიონის საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოშია გადაყვანილი

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოს საბავშვო ბაღიდან 9 მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული. 3 დან 5 წლამდე ასაკის აღსაზრდელები მაღალი ტემპერატურის, ღებინებისა და გულის რევის სიმპტომებით კლინიკაში გუშინ საღამოს მოათავსეს.

სოფელ ვაიოს მცხოვრებლებმა "სსე"-ს გზა გადაუკეტა და ტექნიკა სოფელში არ შეუშვა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს მოსახლეობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ტექნიკური სამუშაოების წარმოების საშუალებას არ აძლევს.

აჭარის ტურისტული პოტენციალი კიევის ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი

აჭარის ტურისტულ პოტენციალს უკრაინელი ვიზიტორები ეცნობიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობებისა და პროდუქტების ამსახველი სარეკლამო-საინფორმაციო მასალები კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარდგენილი.

ხანძარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლოკალიზებულია

ცეცხლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთისა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისის გასაყართან გაჩნდა. მერეთში ცეცხლის ჩაქრობა ქართველმა მეხანძრეებმა მალევე მოახერხეს - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. 

აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების მოწყობა გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანაქიძეებში გზების რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო.

"ბათუმი-ცენტრალი" თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით აღიჭურვა

სადგური "ბათუმი-ცენტრალი" საქართველოში პირველი თანამედროვე ტიპის მიკროპროცესორული ცენტრალიზაციით აღიჭურვა. 

ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება

ამაღლების ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის დასაწყისში დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლისა და ტროტუარების მოწყობის შემდეგ, კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში, ასფალტის საფარი 9 000 მ2-ზე იგება.

დედოფლისწყაროში ელია თეზბიტელის ტაძრის რესტავრაციის შესახებ სამუშაო შეხვედრაზე იმსჯელეს

28 მარტს ქ.დედოფლისწყაროს ადმინისტრაციულ შენობაში წინასწარმეტყველ ელია თეზბიტელის დაზიანებული ტაძრის რესტავრაციის შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ბათუმი-ახალციხის გზაზე ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების რეჟიმი მოიხსნა. 

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება

ქუთაისში საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა 10 თეთრით გაძვირდება. გადაწყვეტილება ამის შესახებ ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო.

აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი შეხვედრები გრძელდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტი ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის მომზადების მიზნით მუნიციპალიტეტებში გასვლებს იწყებს.

ბათუმში სპორტული ფედერაციები საქმიანობას ახალ გარემონტებულ შენობებში აგრძელებენ

ბათუმში სხვადასხვა სპორტული სახეობების ალტერნატიული დარბაზების მოწყობა დასრულებულია.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აგარაში მშენებარე სკოლა დაათვალიერა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის მშენებარე სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და სკოლის შენობაში შეკრებილ მოსახლეობას გაესაუბრა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სოფელ მეკეიძეებში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა

მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შევხედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან ერთად სოფელ მეკეიძეებში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ვიზალიბერალიზაცია რეგიონის მოსახლეობას მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ ვიზალიბერალიზაცია რეგიონის მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში უფასო სამედიცინო გამოკვლევები დაიწყო

დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში უფასო სამედიცინო გამოკვლევებით 100–მდე პაციენტმა ისარგებლა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის პირველი პირი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან ილია ნაკაშიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან მერაბ კარანაძესთან ერთად იმყოფებოდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომის ხეობას ესტუმრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრების ფარგლებში ღორჯომის ხეობასაც ესტუმრა.

ზურაბ პატარაძემ ხულოში საბავშვო ბაღი გახსნა

მაღალმთიან აჭარაში სამუშაო შევხედრების ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ სოფელ ქედლების საბავშვო ბაღი ოფიციალურად გახსნა.

ზურაბ პატარაძემ ხულოში ახალაშენებული კულტურის სახლი გახსნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ კულტურის სახლში შეკრებულ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ქვეყნის მასშტაბითვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებულ სადღესასწაულო დღეებსაც გამოეხმაურა.