ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან" ამ დროისთვის ერთი პირია დაკავებული. იგი სამართალდამცველებმა კინოს საყურებლად მოსული მოქალაქის შეურაცხყოფისთვის აიყვანეს.
რეგიონი
"ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის უპრეცედენტო პროექტი საქართველოს მასშტაბით, აქ ახალგაზრდები ევროპული დონის განათლებას მიიღებენ, რასაც ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს- ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტთან დაკავშირებით "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და უნივერსიტეტის დამფუძნებლის ეკატერინა ხვედელიძის ინტერვიუს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე.
ბათუმის "აპოლოსთან" საპროტესტო აქცია ამ წუთებში იწყება. შეკრებილები ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" შინაარს აპროტესტებენ, თუმცა ძალადობას ემიჯნებიან.
ქალაქ ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე 84 წლის მამაკაცმა სავარაუდოდ, თვითმკვლელობა სცადა. მას ცივი იარაღით ჭრილობა მუცლის არეში აქვს მიყენებული. დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
"ქართული საზოგადოება არის ბრძენი, რომ თვითონ განსაზღვროს, რომელ კინოში წავა," - ასე ესმიანება "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე გუშინ თბილისში განვითარებულ მოვლენებს. მამუკა ხაზარაძის თქმით, ის ძალადობას ემიჯნება.
საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" დამფუძნებელმა 12 ახალი წევრი სამტრედიაში წარადგინა.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბის შემდეგ, "ტყის აღდგენის" პროექტი დაბა წაღვერის მიმდებარედ, 2017 წელს ნახანძრალი ტყის ტერიტორიაზე ხორციელდება.
პანკისში, ავარიის შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი დაშავდა.
ბათუმში კინოთეატრ "აპოლოსთან", სადაც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა უნდა გაიმართოს, სიტუაცია დაძაბულია.
"და ჩვენ ვიცეკვებთ" ფილმის პრემიერა კინოთეატრ "აპოლოში" დღეს 22:00 საათზეა ჩანიშნული. საზოგადოების ნაწილი ფილმის ჩვენების გასაპროტესტებლად შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებას ამ წუთებში იწყებენ. ისინი ამბობენ, რომ არცერთ ორგანიზაციას არ მიეკუთვნებიან და მათი პროტესტი ფილმის შინაარსმა გამოიწვია.
საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მონაწილეობას მიიღებენ.
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის, სოფელ პირველ სვირში ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია.
ყვარელში მერსედერსის მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა 1 კი მძიმედ დაშავდა.
ტურისტულ ზონებში მწვანე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, წყალარინების გამწმენდ ნაგებობას ამჯერად მესტიაში ააშენებს.
ქუთაისში, დღეიდან, მუშაობას ტაქსი "შმაქსი" იწყებს.
ზესტაფონის სოფლებს მგელი შეესია. ბოლო შემთხვევა სოფელ კლდეეთში დაფიქსირდა. მგლებმა ადგილობრივების ცხვრები დაგლიჯეს. როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტები საკმაოდ ხშირია.
ქუთაისში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ქალაქის მერია ამ დრომდე არ დახმარებია. ამის შესახებ დაზარალებულები აცხადებენ. საუბარია მიმდინარე წლის 28 სექტემბერს მომხდარ სტიქიაზე.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ვაკიჯვარის, ბახვისა და ცხემლისხიდის წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა დაიწყო.
5-6 ნოემბერს ქუთაისში მდ. რიონზე არსებულ ხიდზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო გორში, საცხოვრებელ ფართს 38 დევნილ ოჯახს გადასცემს.