“მამა გაბრიელის საფლავის გახსნისას სავალდებულო არაა იქ იდგე, მთავარია, გულით შესთხოვო”

10 თებერვალი 18:25
საზოგადოება
 
დღის პოპულარული სიახლეები
31 ოქტომბერი 23:59

"არ ვაპირებ, რომ ვინმეს სახელმწიფოს ინტერესები გადავაყოლო, თუნდაც ჩემი შვილი და ოჯახის წევრი იყოს“

00:08

პრემიერი შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე - „ვინ გითხრათ, რომ იანვარი? არასწორი ინფორმატორები გყავთ“

31 ოქტომბერი 23:39

"ბუნებრივია, მეც მაქვს კითხვები და ირაკლი ალასანიასთან საუბარს ვაპირებ"

00:34

"ნაციონალური მოძრობა“ ბოლოს 10 კაცი დარჩება, სექტად ჩამოყალიბდებიან და იქნებიან ასე“

31 ოქტომბერი 23:20

"ბიძინა ივანიშვილი ადამიანს უსამართლოდ არასდროს აკრიტიკებს"

როგორც პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა “პირWელთან” საუბრისას განაცხადა, ხალხში გავრცელებული აზრი, რომ მაინდამაინც 4 კილომეტრის რადიუსში უნდა იდგე, რომ მადლი მიიღო, აბსურდია.

“ხალხი აუცილებლად გაიგებს, როდის მოხდება მამა გაბრიელის საფლავის გახსნა უბრალოდ შევეცდებით, რომ ორგანიზებული სახე მივცეთ. ვიცით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, ისე უნდა მოვახერხოთ, რომ ხალხის ნაკადმა ხელი არ შეუშალოს გადასვენების პროცესს. ხალხში გავრცელებული აზრი, რომ თითქოს მამა გაბრიელის საფლავთან ახლოს უნდა დადგე, რომ კურნება მიიღო და მადლი გადმოვიდეს შენზე, საეკლესიო სწავლებას აბსოლუტურად მოკლებულია. თუ ადამიანი ღვთის მოსავი, მორწმუნე  და ეკლესიური არ არის მასზე მადლი როგორ გადმოვა, თუნდაც იქვე იდგეს. ამ თემის ესეთი დისტანცირება არ შეიძლება. თუ ადამიანი  გულით შესთხოვს მამა გაბრიელს, სახლიდანაც რომ შესთხოვოს იქიდანაც მიიღებს შეწევას. მაინდამაინც იმის თქმა, რომ აუცილებლად იქ უნდა იყო, აბსურდია” – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

მისივე თქმით, წესრიგის მხრივ შესაძლოა, უბრალო მოქალაქეები ტაძრის ეზოში არ შეუშვან და მამა გაბრიელის ნეშთი ტაძრის გარეთ გამოასვენონ, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება მამა გაბრიელის ნეშთთან ახლოს მივიდნენ.

“ახლა მიმდინარეობს ღონისძიების დაგეგმა და ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება. საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ მოსამზადებლად ერთი თვის ვადა ავიღეთ, ამ დროში უნდა მოხერხდეს ყველა საორგანიზაციო საკითხის მოგვარება. უნდა გაკეთდეს ახალი სარკოფაგი, რომელშიც წმინდა ნაწილების ჩასვენება მოხდება; ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გვექნება კონსულტაციები, იმიტომ რომ ისტორიული ძეგლია. ადამიანების დიდი ინტერესის გამო, წესრიგის მხრივ ხელისუფლების დახმარება დაგვჭირდება. წესრიგისთვის შესაძლოა, ისე გავაკეთოთ, რომ ტაძრის ეზოში სამოქალაქო პირი ვერავინ შევიდეს. ისიც გვაქვს განზრახული, რომ ტაძრის მიმდებარე ქუჩები გადავკეტოთ, სადაც ხალხი განლაგდება, კორიდონები გაკეთდება და მამა გაბრიელის ნეშთს იქ შემოვატარებთ, რომ ხალხს ჰქონდეს საშუალება ახლოს მივიდეს მამა გაბრიელის ნეშთთან. ალბათ, იქნება კურთხევა, რომ ტაძრის ეზოში მხოლოდ სამღვდელობა და ის პერსონალი შევა, რომლებიც ამ პროცესით იქნება დაკავებული”, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

შეგახსნებეთ, რომ მამა გაბრიელის ნეშთის გადმოსვენება სამთავროს დედათა მონასტერის ეზოდან მონასტერში, ფერიცვალების დიდ ტაძარში მოხდება. 

სოფო კაჭარავა
B8
2014 © www.pia.ge
Created By R.Ratiani