“უკანონოდ არაფერი ხდება და არც უკანონო მოსმენები ხორციელდება”

2014წ, 07 მარტი 08:00
2014წ, 06 მარტი 14:56
 
სამართალი
default
შს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე უკანონო მოსმენების შესახებ არასამთავრობოების კამპანიას “ეს შენ გეხება” გამოეხმაურა.



“მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკანონოდ არაფერი ხდება და ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე ამას გრძნობს, რომ მათი უფლებები არ იზღუდება, პირიქით შს სამინისტრო ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობათა დამცველია. აღნიშნულის თქმის საფუძველი არ გააჩნიათ. მე არ ჩავუღრმავდები, მაგრამ, როდესაც რეალურად ამის ფიქრის საფუძველი იყო, რატომღაც მაშინ გარკვეული ადამიანები დუმდნენ. კანონის შეცვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს. ჩემთვისაც მისაღები იქნება თუ შევჯერდებით საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მისაღები იქნება ჩემთვისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის”, - განაცხადა ჭიკაიძემ.
A2
დღის სხვა სიახლეები
2014 © www.pia.ge
Created By R.Ratiani