თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დღეს ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.
საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით, სკოლის ასაკის ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას მიზნით საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ავრცელებს.
დღეს, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
დღეს „ნიკორას“ დიღმის ფილიალში დაპირისპირება მოხდა მაღაზიის თანამშრომელსა და მომხმარებელს შორის.
როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 096 პირი ემსხვერპლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
დღეს, 26 იანვარს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური ღრმაღელე-სამგორის წყალგამტარ გვირაბზე, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯივიპის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.