„ქართული ოცნებისგან“ მივიღეთ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მაგრამ ვერ შევთანხმდით თარიღზე“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციასთან დაკავშირებულმა დადებითმა მოლოდინმა ნავთობის ფასი გააძვირა. ამის შესახებ Reuters იუწყება.
საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი და ტახტის მემკვიდრე, უფლისწული მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას ულოცავენ. საუდის არაბეთის მეფისა და ტახტის მემკვიდრის ოფიციალური მილოცვები საქართველოს მთავრობის მეთაურს საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში აბდულა ალ-მუტაირიმ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე გადასცა.
საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ - Global Finance თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების სფეროში 2021 წლის საუკეთესო პროვაიდერად დაასახელა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
ეგვიპტემ და ყატარმა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ Reuters-ს ეგვიპტის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცნობეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას შეხვდა.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე,“- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა ვაქცინაციას მომზადებული უნდა შეხვდეს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და იცვლება ოდენობების გამოთვლის წესები.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კანონის ცვლილებები წარმოადგენს 2013 წლიდან დაწყებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაბალანსებული და ლიბერალური მიდგომების დანერგვის პროცესის ლოგიკურ და ეტაპობრივ გაგრძელებას.