„ქართული ოცნებისგან“ მივიღეთ ვადამდელი სრულად პროპორციული არჩევნების შემოთავაზება, მაგრამ ვერ შევთანხმდით თარიღზე“, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს მედიატორთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იგორ დოლჰოვს შეხვდა.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები განიხილეს. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ელჩმა სურვილი გამოთქვა, იხილოს ირაკლი ქადაგიშვილი უკრაინა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრად. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე,“- ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე აღნიშნავს.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა რომ რვა ნარკოტიკული საშუალებისთვის ოდენობები ზუსტდება და იცვლება ოდენობების გამოთვლის წესები.
მიხეილ სარჯველაძის თქმით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ განსაზღვრული ცალკეული ნარკოტიკული საშუალების ოდენობები ზუსტდება. კანონის ცვლილებები წარმოადგენს 2013 წლიდან დაწყებული ნარკოპოლიტიკის რეფორმის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული დაბალანსებული და ლიბერალური მიდგომების დანერგვის პროცესის ლოგიკურ და ეტაპობრივ გაგრძელებას.
დედაქალაქის მთავრობის ყველა სხდომას ჟესტური ენის თარჯიმანი ეყოლება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეების გარკვეული ნაწილი გარესამყაროსთან ურთიერთობას სწორედ თარჯიმნის საშუალებით ახერხებს და მათთვის ინფორმაციის ჟესტურ ენაზე მიწოდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
თურქეთში ატომური ელექტროსადგურის „აკუიას“ მშენებლობის დროს აფეთქება მოხდა. დაზიანებულია 80-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. ამის შესახებ Sozcu იუწყება.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებულ სკამებში არა ნაგვის ურნები, არამედ ყვავილების ქოთნებია ჩამონტაჟებული, რომელიც ორი ახალგაზრდის კერძო ინიციატივაა.
გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას თბილისის მერი დღესდედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა.
ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობის დაბრუნების პროცესი უკვე დაიწყო. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.