არჩევნები 2019

უჯარმაში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის შუალედურ არჩევნებში სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა.

აბასთუმანში პირველი საჩივარი დაიწერა

აბასთუმნის #2 უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა. თეონა მაისურაძემ პროცედურული დარღვევა დააფიქსირა.

პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა

ხალაწანის თემის შუალედურ არჩევნებში პანკისში 577 ხმით სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა. პირველადი მონაცემებით, როსტომ ალხანაშვილს არჩევნებში 93-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ირაკლი კობახიძე: დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები (ვიდეო)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ დროის მონაცემებით ,,ქართული ოცნების" კანდიდატები, ყველა ოლქში დამაჯერებლად იგებენ არჩევნებს. 

საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერა

ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ხმის დათვლის პროცედურას ხელი არ შეუშალონ.

ჭიათურაში საჩივარი არც ერთ უბანზე არ დაწერილა

ჭიათურის საარჩევნო ოლქში, 58-ვე საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს.

ხულოს 84 ოლქში 54 საარჩევნო უბანი ზუსტად რვა საათზე დაიხურა

ხუთი საათის მონაცემებით, ხულოში ამომრჩეველთა აქტივობა საარჩევნო უბნებზე 50%-ზე მეტია. ამ დროისთვის, ოლქში 17 საჩივარია დაფიქსირებული. ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება, რაც საარჩევნო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

ზესტაფონში 53-ვე უბანი 20:00 საათზე დაიხურა

საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის, ქეთევან ვაშაყმაძის ინფორმაციით, შეფერხება არცერთ უბანზე ყოფილა.

დიმიმიტრი ცქიტიშვილი: უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ და მინდა მოვულოცო ზესტაფონელებს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა შუალედური/რიგგარეშე არჩევნების დღე შეაფასა და განაცხადა, რომ ზესტაფონში კენჭისყრის პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

თამარ ჩუგოშვილი: არცერთი მოქალაქის, არცერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული

 მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა,- განაცხადა"ქართული ოცნების” საერთაშორისო მდივანმა თამარ ჩუგოშვილმა. 

ირაკლი სესიაშვილი: მარნეულში არჩევნები მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა

მარნეულში არჩევნები ძალიან მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო.

აბასთუმანში მოქალაქეობრივი ვალი 634-მა ამომრჩეველმა მოიხადა

ადიგენის ოლქში, #2 აბასთუმნის უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეწყდა. კომისიის თავმჯდომარემ საარჩევნო ყუთი დალუქა, მოვალეობების გადანაწილების შემდეგ, ხმის დათვლის პროცესი დაიწყება.

საარჩევნო უბნები დაიხურა - ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია

საქართველოში დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. კანონმდებლობის თანახმად, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება.

ირაკლი ჩიქოვანი: გეგა შენგელია გამარჯვებისკენ მიდის

„ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუვა არც ზუგდიდის და არც ქვეყნის არევა“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ეს არის გადამწყვეტი იმისათვის, რომ არჩევნები პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატების გამარჯვებით დამთავრდეს.

გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

გოგი წულაიამ, შედეგების გამოცხადებამდე, თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა. "თავისუფალმა საქართველომ" უბნებზე კოორდინატორების ნაწილი მოხსნა და ზესტაფონის საოლქო კომისიასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართა.

ბექა ოდიშარია: მთაწმინდაზე არჩევნები მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში

კმაყოფილებით მინდა აღვნიშნო, რომ მთაწმინდაზე არჩევნები მიმდინარეობს კანონიერების ჩარჩოებში, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრმა ბექა ოდიშარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ზუგდიდში საარჩევნო უბანი აკურთხეს

ზუგდიდში, სასულიერო პირებმა მეხუთე საარჩევნო უბანი აკურთხეს. მათი განმარტებით, გადაწყვეტილება  დაძაბული ვითარების გამო მიიღეს.

კახა კალაძე მხარდამჭერებს მობილიზებისკენ მოუწოდებს

კახა კალაძემ პარტიულ აქტივს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა. ამასთან აღნიშნა, რომ სიები, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივს აქვს, მისი გამოყენება სრულიად კანონიერია.

ზუგდიდში დაკავებული ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე თავისუფალია

საინფორმაციო სააგენტო "პრესა.ჯი"-სა და "itv"-ის დირექტორი, გიორგი კაპანაძე გათავისუფლებულია, მან პოლიციის განყოფილება უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.