არქივი

ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია. მეზობელი ქვეყნების მეხანძრე-მაშველებმა საქართველო უკვე დატოვეს. 

"საბურთალომ" თურქული "ბურსა" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა

"საბურთალოს" ახალგაზრდულმა გუნდმა თურქულ "ბურსასპორს" მინიმალური ანგარიშიით 0-1 მოუგო. დაპირისპირებაში ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი მატჩის 26-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ გაიტანა.

გერმანიის კანცლერის ოფიციალური ვებგვერდი: "საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება"

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფიციალური ვებგვერდი საქართველოს პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ოფიციალური ვებგვერდი: "საქართველოსთან თანამშრომლობა ვითარდება".

შს მინისტრმა დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ყვარლის რაიონის სოფელ შილდის მახლობლად, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის მეხუთე სამმართველოს მეხუთე სექტორის დასაცავ მონაკვეთზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მესაზღვრეები მოინახულა.

შს მინისტრის თქმით, ომბუდსმენის აპარატი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად არ უნდა გადაიქცეს

შს მინისტრის გიორგი მღებრიშვილმა, განაცხადა რომ უწყება აბსოლუტურად გამჭირვალეა, ხოლო ომბუდსმენის აპარატი კრიმინალების გამპრავებელ კანტორად არ უნდა გადაიქცეს.

ლევან დავითაშვილი ვარკეთილისა და ვაზისუბნის რაიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი ვარკეთილის მეოთხე მიკრორაიონსა და ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.

პრემიერი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს.

ხვალ, 28 სექტემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მერობის კანდიდატებს წარადგენს.

საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავთანდილ ცინცაძე, დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო.

დეპუტატის თქმით, პრემიერისა და მერკელის შეხვედრა ბერლინის თბილისით დაინტერესებას გამოხატავს

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცახდებით, პრემიერის გერმანიის კანცლერთან შეხვედრა მნიშვნელოვანია და ის გერმანიის საქართველოთი დაინტერესებას გამოხატავს.

თბილისში სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა

თბილისში, აეროპორტის გზაზე, "მანის" მარკის ლურჯი ავტობუსი ავარიაში მოყვა. მას "ჯიპის" ტიპის მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაშავდა.

ეთნიკური უმცირესობები მერობის კანდიდატებს შეხვდებიან

ეთნიკური უმცირესობები მერობის კანდიდატებს შეხვდებიან, რათა მერობის კანდიდატებმა მათ წარუდგინონ საკუთარი საარჩევნო პროგრამები და გაუზიარონ ერთამნეთს თავიანთ ხედვები ქალაქის მრავალფეროვნების და განვითარების კუთხით.

დეპუტატის თქმით, გერმანიის კანცლერის პრემიერთან  შეხვედრა საქართველოსთვის მკაფიო მხარდაჭერაა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საპარლამენტო თავმჯდომარის სოფიო ქაცარავას თქმით, ბუნდესტაგის არჩევნებიდან 3 დღეში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ანგელა მერკელთან შეხვედრას "ტვიტერზე" ეხმაურება

"შესანიშნავი შეხვედრა კანცლერ მერკელთან, საქართველო-გერმანიის ურთიერთობებზე, ეკონომიკურ კავშირებზე, უსაფრთხოებასა და კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის გზებზე".

ერაყს ქურთისტანის სადავო ტერიტორიებზე ჯარი შეჰყავს

ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ პარლამენტისგან ნებართვა მიიღო, რომ ქურთისტანის სადავო ტერიტორიებზე, კერძოდ, ნავთობით მდიდარ კირკუკის პროვინციაში, ქვეყნის შეიარაღებული ძალები შეიყვანოს.

თელავში დედა-შვილის ცემის ფაქტზე ოჯახის ნათესავი დააკავეს

თელავის რაიონის სოფელ კონდოლში დედა-შვილის ცემის ფაქტზე შსს-მ ოჯახის ნათესავი, მათი თანასოფლელი დააკავა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, სამმხრივ შეხვედრაზე მეორე სარკინიგზო ხაზის პროექტზე იმსჯელეს

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციასთან სამმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთი სარკინიგზო ხაზის პროექტის ინიციატივაზე იმსჯელეს.

"ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო მაგისტრალი ქართულ პორტებს კონკურენციას არ გაუწევს

ეკონომიკის მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ტვირთგადაზიდვებში ქართულ პორტებს კონკურენციას არ გაუწევს.

"ქართული ოცნების" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატი დავით უთმელიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ნუცუბიძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა.

საზოგადოებრივმა კამპანიამ „ვაკვირდებიმ“ პირველი საინფორმაციო ვიდეორგოლი შექმნა

საზოგადოებრივი კამპანია „ვაკვირდები“-ს ფარგლებში დღეს გამოქვეყნდა პირველი საინფორმაციო ვიდეორგოლი, რომლის მთავარი მიზანია, ამომრჩეველმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის კოდექსს ხელი მოაწერეს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და 31-მა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დღეს ერთობლივ ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.