არქივი

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

27 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4817 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4806 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრნენ.

თაბუკაშვილის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრიდან ოქტომბრის ბოლომდე თაბუკაშვილის ქუჩაზე - ორბელიანის მოედნიდან ჭანტურიას ქუჩამდე მონაკვეთზე, ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

კახა კალაძე ვეტერანებსა და აფხაზეთიდან დევნილ მხატვრებს შეხვდა

"მჯერა, რომ აუცილებლად დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს. ამისთვის საჭიროა ეკონომიკურად ძლიერი და წინწასული ქვეყანა ავაშენოთ", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო, 28 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

ხვალ თბილისის მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს, გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, ქართულ-გერმანული ურთიერთობები ძალიან აქტიურად ვითარდება

ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, პრემიერ გიორგი კვირიკაშვილისა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის შეხვედრა მნიშვნელოვანია.

თელავში დედა-შვილს სცემეს

თელავის რაიონის სოფელ კონდოლოში დედა-შვილს სცემეს. მათ სხეულზე დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვთ მიყენებული. ინციდენტი ოჯახის წევრებსა და ნათესავს შორის მემკვიდრეობის განაწილებას უკავშირდება.

ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამებს საერთაშორისო ექსპერტები შეაფასებენ

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აგრძელებს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.

პროკურატურამ ირაკლი ფირცხალავა ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის პასუხისგებაში მისცა

საქართველოს პროკურატურამ, ჩვენების მიცემაზე უარის თქმისთვის, ირაკლი ფირცხალავა ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა საქართველოს სსკ-ის 371-ე მუხლით.

ილია ელოშვილი რუმინეთში ენერგეტიკულ სამიტში მონაწილეობს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში „Aspen Energy Summit”-ში მონაწილეობს. კონფერენცია რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მიჰაი ტუდოსემ გახსნა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული "თვინინგის" პროექტი სემეკთან სრულდება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, 1 მილიონი ევროს ღირებულების „თვინინგის“ პროექტის - "სემეკის შესაძლებლობების გაძლიერება დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტსა და ბაზრის მონიტორინგში" დახურვის ცერემონიალი ხვალ გაიმართება.

თბილისში კაცმა თავი მოიკლა

თბილისში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით კაცმა თავი მოიკლა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა.

სოზარ სუბარი: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აუცილებლად აღდგება

ზუგდიდის ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა.

ბელგიაში დედამ 2 წლის შვილი დაანაწევრა

ბელგიის ქალაქ ზემსტში 27 წლის ქალმა 2 წლის შვილი დაანაწევრა და გრილზე შეწვა. შეურაცხადი ქალი პოლიციამ ფაქტზე დააკავა.

თავდაცვის მინისტრი ლიტვაში იმყოფება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, კანადის შემდეგ ლიტვის რესპუბლიკას ეწვია. 

აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

მინისტრმა ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.

რუსეთის ბალისტიკურმა რაკეტამ აზერბაიჯანს გადაუფრინა

რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა "ტოპოლ-მ" გამოსცადა. რაკეტა ასტრახანის პოლიგონ "კაპუსტინ იარიდან" გაუშვეს და მიზანს ყაზახეთის პოლიგონზე "სარი-შაგანში" დაარტყა.

ბრალდებულების მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

საქართველოს პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული სამი ბრალდებულის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიებას აწარმოებს.

პრემიერმა ანგელა მერკელთან ევროკავშირთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ კავშირებზე ისაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ბერლინში დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირთან მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა.