არქივი

რუსეთის ჯაშუშების შეფმა ესპანეთი კატალონიერების მიმართ „რეპრესიებში“ დაადანაშაულა

რუსეთის დაზვერვის უფროსმა სერგეი ნარიშკინმა მადრიდი კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს „უხეშ ძალადობაში“ დაადანაშაულა. ამის შესახებ ნარიშკინმა კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.

პროკურატურა ოჯახში ძალადობის თემაზე არტ-ნამუშევრების კონკურსს აცხადებს

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, 2017 წლის 27 ნოემბრიდან 2 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება „დაზარალებულთა კვირეული“.

მასწავლებლებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდებათ

მასწავლებლებს სასკოლო საბუნებისმეტყველო ლაბორატორიების გამოყენების შესახებ ტრენინგი დღეს ჩაუტარდებათ.

სირიაში რუსული ტექნიკა ნადავლად წაიღეს

ისლამისტური დაჯგუფება „ახრარ აშ–შამის“ წევრები სირიის არმიის სამხედრო ბაზას დღეს დაესხნენ თავს აღმოსავლეთ გუტაში, რომელიც დეესკალაციის ზონაშია და სამხედრო აღჭურვილობა გაიტაცეს.

დირექტორის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზეა გათვლილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის მულტიმედია ბლოკის დირექტორის თინათინ ბერძენიშვილის განცხადებით, საბავშვო ევროვიზია პოლიტიკურ სტანდარტებს მორგებული არ არის და გათვლილია ბავშვების მაქსიმალურ სიამოვნებაზე.

სომეხი პოლიტოლოგი, რომელსაც საქართველოში ელჩობაზე უარი ეთქვა, რუმინეთში გაგზავნეს

სომეხი პოლიტოლოგი, კავკასიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი რუმინეთში სომხეთის ელჩად დაინიშნა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია მისი საქართველოში დანიშვნის შესახებ, თუმცა, მისი კანდიდატურა აქ აღარ განიხილეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია იხსნება

პირველი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია - „კონკურენციის პოლიტიკა: თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევები“, 17 ნოემბერს, 9:00 საათზე გაიხსნება.

New York Times - ავწიოთ ჭიქა საქართველოსთვის, რომელიც შეიძლება მეღვინეობის აკვანი იყოს

მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი მედიასაშუალებების მსგავსად, საქართველოში უძველესი ღვინის აღმოჩენის ფაქტს ამერიკული გამოცემა TIME  ეხმაურება. New York Times: ავწიოთ ჭიქა საქართველოსათვის, რომელიც მეღვინეობის აკვანი შეიძლება იყოს.

კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო.

შიო ხეცურიანის განცხადებით, კალათბურთის ფედერაცია არაეფექტურია

საქართველოს კალათბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის შიო ხეცურიანის განცხადებით, კალათბურთის ფედერაცია არ არის ეფექტური და კარგი მმართველობის პრინციპებიდან თითქმის ყველას არღვევს.

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულომ ბოლო სხდომა გამართა

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოს დეპუტატებმა კოლეგებსა და ქალაქის მერს მადლობა გადაუხადეს თანამშრომლობისთვის და მეექვსე მოწვევის საკრებულოს წარმატებები უსურვეს.

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, არჩევნები უსამართლოა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, შიო ხეცურიანის თქმით, კალათბურთის მოქმედი ფედერაცია, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნების გაყალბებას ცდილობს და ამისთვის მიზანმიმართულად იღებს უსამართლო გადაწყვეტილებებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, საბავშვო ევროვიზიით მსოფლიოს უნდა ვუთხრათ, რომ საქართველო საინტერესო და უსაფრთხო ქვეყანაა.

საბავშვო ევროვიზიის საორგანიზაციო საკითხებს პრესკონფერენცია მიეძღვნა

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ბოლო დეტალების შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა.

პროკურატურამ გერმანიის,  საქართველოსა და სომხეთის სასწავლებლების სტუდენტებს უმასპინძლა  

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გერმანიის, საქართველოსა და სომხეთის უნივერსიტეტების დოქტორანტურის სწავლების საფეხურის სტუდენტებს უმასპინძლა.

მაგთიმ და Discovery Channel-მა სტუმრებს სპეციალური პრიზები შესთავაზეს

მაგთიმ და Discovery Channel-მა თბილისი მოლში მისულ სტუმრებს საშუალება მისცა, დაემტკიცებინათ, რომ ედ სტაფორდის მსგავსად, შეუძლიათ გადარჩენა ექსტრემალურ პირობებში.

გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა

აკადემიკოს გურამ შარაძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 10-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“ მიმდინარეობს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ანისი გზაჯვარედინზე“ მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, ექიმებს ბავშვის სქესის არგამხელის რეკომენდაცია მისცეს

ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექიმის მიერ ბავშვის სქესის არგამხელასთან დაკავშირებით სამინისტრომ რეკომენდაციები გასცა. 

ნაძალადევში ბეჟანიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 დეკემბრამდე დასრულდება

თბილისის მერი კახა კალაძე ნაძალადევისა და საბურთალოს რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.