კატეგორიები

არქივი

იტალიაში მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა და, სულ მცირე, 25 დაშავდა

იტალიაში, კუნძულ ისკზე მაგნიტუდით 4.0 მიწისძვრის შედეგად, მინიმუმ, 1 ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა.

ბორჯომში არსებულ ვითარებაზე საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს

ბორჯომში არსებულ ვითარებაზე საგანგებო შტაბი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხანძრის შედეგად რამდენიმე ათეული ჰექტარი ფართობია დამწვარი.

პრემიერის თქმით, ბორჯომში ცეცხლის ლოკალიზებისთვის ყველაფერი კეთდება

წაღვერში მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბორჯომში ხანძრის ლოკალიზებისთვის ყველაფერი კეთდება. 

ოკუპირებულ ცხინვალში 2 შუააზიელი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ძალოვანმა უწყებამ უზბეკეთისა და ტაჯიკეთის 2 მოქალაქე არაღიარებულ რესპუბლიკაში ფსიქოტროპული საშუალებების შეტანის მცდელობის ფაქტზე დააკავა.

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში შესაძლოა, ქართული არმიაც ჩაერთოს

საჭიროების შემთხვევაში, ბორჯომის ხეობაში არსებული ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში ქართული არმიაც ჩაერთვება. ინფორმაციას "რუსთავი 2" სუს-ის ხელმძღვანელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბარსელონის ტერაქტის ორგანიზატორი მკვდარია

ბარსელონის ტერაქტის ორგანიზატორი იმამ აბდელბაკ ეს-სატი დაღუპულია. ინფორმაცია ესპანეთის პოლიციამ დაადასტურა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

23 აგვისტოდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში უთხრეს.

ბორჯომში ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს

ბორჯომში, სოფელ დაბასთან გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 3 ვერტმფრენი ცდილობს, მათ შორის ერთ-ერთი აზერბაიჯანულია. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო 320 მაშველი-მეხანძრე და სპეცტექნიკა.

პრემიერმა წაღვერში საგანგებო თათბირი დაასრულა

წაღვერში, საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი კვირიკაშვილის თაოსნობით გამართული საგანგებო სხდობა დასრულდა.

იტალიაში მაგნიტუდით 3,6 მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა

იტალიაში კუნძულ ისკიზე მაგნიტუდით 3,6 მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა, არიან დაზარალებულები და უგზოუკვლოდ დაკარგულები.

პეტერბურგში სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს

თითქმის ერთი საათია, საგანგებო სამსახურები სენკტ–პეტერბურგის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრიდან „გალერეა“ ადამიანების ევაკუაციას ახორციელებენ.

ხანძართან ბრძოლაში საქართველოს აზერბაიჯანი და თურქეთი დაეხმარებიან

საქართველო ხანძართან ბრძოლაში თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მიიღებს დახმარებას, ტექნიკა მუშაობას დილიდან დაიწყებს.

პრემიერი წაღვერში საგანგებო თათბირს ატარებს

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ბორჯომის ხეობაში გამძვინვარებული ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, ამ წუთებში წაღვერში საგანგებო ბრიფინგს მართავს.

პენტაგონის შეფი უკრაინაში ჩადის

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს კიევს აშშ–ის თავდაცვის მინისტრი ჯეიმს მეტისი ეწვევა. ის კიევში 24 აგვისტოს დაგეგმილი აღლუმის მთავარი სტუმარი იქნება.

მინისტრის თქმით, ბორჯომში მთელი ქვეყნიდან გროვდება ტექნიკა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის თქმით, ქვეყნის მასშტაბით არსებული ტექნიკის მობილიზება ბორჯომში ხდება და გამთენიისას, ერთობლივი სალიკვიდაციო სამუშაოები დაიწყება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრით მიყენებული ზარალი კოლოსალურია

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის თორნიკე გვაზავას თქმით, ხანძრის შედეგად ბორჯომის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

ბორჯომის გამგებელი, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა მოსახლეობის ევაკუაციისთვის

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის, დიმიტრი ყიფიანის თქმით, ხელისუფლება მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, სოფელ დაბას მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელოს.

სოფელ დაბის მოსახლეობა ხანძრის ჩასაქრობად სამუშაო იარაღებს ითხოვს

სოფელ დაბას მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ქმედუუნარობაში ადანაშაულებს და აცხადებენ, რომ 3 დღეა ბორჯომის ხეობაში ტყე იწვის და სახანძრო სამუშაოები მოძველებული ტექნიკით მიმდინარეობს.

პრემიერ–მინისტრი ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბორჯობის ხეობაში, სოფელ დაბაში გაემგზავრა, სადაც ტყის ხანძარი იმდენად გაძლიერდა, რომ მეორე მთის ფერთობსაც მოედო და დასახლებულ პუნქტებსაც ემუქრება.

სოფელ დაბას ​მოსახლეობა ხანძრის გამო პანიკაშია, ადგილობრივები ღამის გათევას ქუჩაში აპირებენ

ბორჯომის ხეობაში ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და მეორე მთის ფერდობს გადაედო. ცეცხლი სოფელ დაბას დასახლებულ ადგილებს უახლოვდება.