კატეგორიები

არქივი

წყალტუბოში მარტოხელა კაცი დააყაჩაღეს

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში უცნობმა პირებმა მარტოხელა კაცი დააყაჩაღეს და აწამეს.

რუსეთში მსოფლიო ჩემპიონი მოკლეს

პაუერლიფტინგში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი რუსი სპორტსმენი ანდრეი დრაჩევი მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, ის კაფეში მომხდარი ხელჩართული ჩხუბის დროს მიღებული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა.

ზესტაფონის სოფელ აჯამეთის მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ზესტაფონის სოფელ აჯამეთის მოსახლეობა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქციას მართავს. 200-მდე ადგილობრივმა საავტომობილო გზა გადაკეტა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

საქართველოში უახლოეს დღეებში გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს. თუმცა, დღეს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. 

ბარსელონაში მუსულმანებმა ტერორიზმის წინააღმდეგ აქცია გამართეს

ბარსელონაში, რამდენიმე ათასმა მუსულმანებმა ტერორიზმის წინააღმდეგ აქცია გამართა. მომიტინგეებმა პლაკატები გამოფინეს წარწერით: "ჩვენ მუსულმანები ვართ და არა ტერორისტები".

ინდოეთში მატარებელი რელსებიდან გადავიდა - დაღუპულია 20 ადამიანი

ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში რელსებიდან მატარებელი გადავიდა. სარკინიგზო შემთხვევის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა, 150 დაშავდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაცია დაიწყო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ სოფელ ნატანებში მიმდინარე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ოჯახი 12 წლის საბა კაკაბაძეს ეძებს

ოჯახი 12 წლის საბა კაკაბაძეს ეძებს. ის 18 აგვისტოს, ბათუმში, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. მოზარდის დედა ხატია ბერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

ფრიდონ სულაბერიძე: შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი გამორჩეული და მნიშვნელოვანია

შავი ზღვის  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში მოეწყობა და  გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს.

"ჯორჯიან მანგანეზმა" ეკოლოგიური სამსახურებისთვის ლაბორატორიები ახალი დანადგარებით აღჭურვა

კომპანია "ჯორჯიან მანგანეზმა" ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ეკოლოგიური სამსახურის ლაბორატორიები ახალი დანადგარებით აღჭურვა.

რუსეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

რუსეთის ქალაქ სურგუტში დღეს მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

7 წლის ბიჭი, რომელიც ბარსელონის ტერაქტის შემდეგ დაიკარგა, იპოვეს

7 წლის ავსტრალიელი ბიჭი, რომელიც ბარსელონის ტერაქტის შემდეგ დაიკარგა, სამართალდამცველებმა იპოვეს. ის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ავარია ბათუმში - დაშავებულია არასრულწლოვანი

ბათუმში არასრულწლოვანს მანქანა დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ დაშავებული ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ფინეთში, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 5 მაროკოელი დააკავეს

ფინეთის ქალაქ ტურკუში გუშინ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 5 მაროკოელი დააკავეს.

უკრაინელი სააკაშვილს მოქალაქეობას ჩუქნის

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევის მცხოვრები ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს თავის მოქალაქეობას უთმობს. 

ისნის ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან

ისანში, ე.წ. დაშლილების ბაზრის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდებიან.

წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებს ახალი 10 კმ-იანი გზა დააკავშირებს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, მხარის გუბერნატორთან ერთად წალენჯიხა-ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი 10 კმ-იანი  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


თბილისში, მთაწმინდაზე ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტია ხელისუფლებას თამარ მეარაყიშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საქართველოს ხელისუფლებას სამოქალაქო აქტივისტისა და თავისუფალი ჟურნალისტის თამარ მეარაყიშვილის დახმარებისკენ მოუწოდებს.

რეჟისორი გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა

87 წლის ასაკში რეჟისორი გივი სარჩიმელიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას "იმედინიუსი" ავრცელებს.