კატეგორიები

არქივი

სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლები კვალიფიკაციას აშშ-ში აიმაღლებენ

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების ძალების 12 თანამშრომელი აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს მიწვევით, სასწავლო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით არსებულ ვითარებაზე ინფორმაცია მოისმინა.

რუსეთში თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა

რუსეთის ქალაქ სურგუტში მომხდარი თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთაგან სამი ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

რუსეთში შეიარაღებული პირები გამვლელებს თავს დაესხნენ - არიან დაღუპულები

3 ნიღბიანი პირი, რომლებიც ნაჯახით და დანით იყვნენ შეიარაღებულები, რუსეთის ქალაქ სურგუტის ცენტრში გამვლელებს თავს დაესხა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

ფინეთში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

ფინეთის ქალაქ ტურკუში გუშინ მომხდარ თავდასხმას სამართალდამცველებმა ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს.

ჩინეთში ერთმანეთს 2 გემი შეეჯახა

ჩინეთში ერთმანეთს 2 გემი შეეჯახა, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა და 6 დაიკარგა. ინფორმაციას  CGTN ავრცელებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, მომსახურების დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, მორიგ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ბათუმში აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში თხევადი გაზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ქართველმა სპორტსმენმა პოლიციელებმა აშშ-დან 6 ოქროს და 8 ვერცხლის მედალი ჩამოიტანეს

შს სამინისტროს თანამშრომლებმა აშშ-ში, "მსოფლიო პოლიციისა და სახანძრო სამსახურის სპორტული ოლიმპიადა 2017"-ზე, სპორტის სხვადასხვა სახეობაში 14 მედალი მოიპოვეს - 6 ოქროს და 8 ვერცხლის.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს

დღეს, საქართველოს ცალკეულ რაიონებში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. თუმცა, სინოპტიკოსების ცნობით, უახლოეს დღეებში გამოიდარებს და საქართველოს ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.

ლიბანმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო

ლიბანის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვართან "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებს შეუტია. ინფორმაციას "როიტერი" ავრცელებს.

ძლიერი ხანძარი თბილისში - ისნის ბაზრობა დაიწვა

ისნის ბაზრობაზე, ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე, სადაც ავტომობილის ნაწილებს ყიდიან, ძლიერი ხანძარი იყო. ბაზრობაზე ცეცხლი დაახლოებით, დილის 04:00 საათზე გაჩნდა.

დღეს ფერისცვალებაა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. ფერისცვალება 12 უდიდეს დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია და იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა თანამდებობა დატოვა

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავარმა მრჩეველმა სტივ ბენონმა თანამდებობა დატოვა, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

რუსული “В.Ф. Танкер” აგრძელებს თურქმენული ნავთობის ირანში ჩატვირთვას

„В.Ф. Танкер“–ს კუთვნილი, რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერები „ВФ Танкер-20“, „ВФ Танкер-13“ და „ВФ Танкер-8“ აგრძელებენ თურქმენული ნავთობის ირანში გადატვირთვას კომპანიებისთვის „Dragon Oil“ და „ENOC“.

საქართველოს 16 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ჰოლანდიასთან შეხვედრაში დამარცხდა

ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში, საქართველოს 16 წლამდე ნაკრები ნახევრაფინალში ჰოლანდიასთან დრამატულ შეხვედრაში ანგარიშით 62:67 დამარცხდა. 

საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღს მომდევნო კვირაში დაასახელებს. 

ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს

2017 წლის 19 აგვისტოს, ღამის 03:00 საათზე, 5 წუთით, სისტემაში მიმდინარე რეჟიმული გადართვების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება მუნიციპალიტეტებს.

თბილისში საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ 5 ჩინელი ქალი გამოკითხვაზე გაიდაიყვანეს

თბილისში, ნიკო ნიკოლაძის №5-ში მდებარე მასაჟის სალონში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. რის შემდეგაც 5 ჩინელი ქალი პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.

GEM FEST-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებზე გამოძიება დაიწყო

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს "არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული მუსიკის ფესტივალის "GEM FEST" ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო.