არქივი

კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი დააკავეს

კომპანია "მათე მოტორსის" მფლობელი გელა ბარკალია პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში უთხრა.

მალაიზია ჩრდილოეთ კორეის ელჩს ქვეყნიდან აძევებს

ჩრდილოეთ კორეის ელჩი კან ჩხოლი მალაიზიაში პერსონა ნან გრატად გამოცხადდა. ელჩს 48 საათი მისცეს ქვეყნის ტერიტორიის დასატოვებლად.

3 და 8 მარტთან დაკავშირებით დიდუბის რაიონში მხიარულთა და საზრიანთა ჩემპიონატი გაიმართა

3 და 8 მარტის ზეიმთან დაკავშირებით, დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, მხიარულთა და საზრიანთა კლუბების ჩემპიონატი გაიმართა.

 

ქართული შრომის სამართლის შესახებ თსუ-ს ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა

კონფერენციის "ქართული შრომის სამართლის საკანონმდებლო და პრაქტიკული გამოწვევები" მონაწილეები ორი დღის განმავლობაში შრომითი ურთიერთობების და შესაბამისი კანონმდებლობის რეფორმის გამოწვევების შესახებ იმსჯელებენ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის აზრით, იუსტიციის მინისტრი მთელ მსოფლიოზეა გაბრაზებული

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აზრით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთელ მსოფლიოზეა გააბრაზებული, ამიტომ საქართველოზე შურისძიებას აპირებს. 

ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა ქალი რუსეთში პოლიციამ დააკავა

ოთხწევრიანი ოჯახის ამოხოცვაში ბრალდებული ორი ახალგაზრდა ქალი რუსეთის ტივას ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციამ დააკავა.

უმრავლესობის დეპუტატი "რუსთავი 2"-ის საქმის საერთაშორისო ჭრილში გადასვლას მიესალმება

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის აზრით, სტრასბურგის სასამართლო "რუსთავი 2"-ის საქმეზე საქართველოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. 

სირიის საკითხზე მოლაპარაკებები ჟენევაში უშედეგოდ დასრულდა

სირიის საკითხზე მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა ჟენევაში. ერთადერთი, რასაც მხარეებმა მიაღწიეს ათდღიანი კონსულტაციების შემდეგ, ესაა მოლაპარაკებათა შემდეგი რაუნდის პროგრამა.

ზესტაფონში ავტომობილი 10 წლის ბავშვს დაეჯახა

10 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც ზესტაფონში, აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილი დაეჯახა, სტაბილურია და მის სიცოხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამის შესახებ "პირველის" ადგილობრივი კორესპონდენტი იუწყება.

ერდოღანი ბერლინს თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ამხელს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გამოცემა Die Welt–ის ჟურნალისტი დენიზ იუჯელი გერმანიის აგენტად დაასახელა, ხოლო ბერლინი თურქეთის ტერიტორიაზე ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა.

შუახევის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღი აშენდება

შუახევის მინიციპალიტეტის სოფელ ხიჭაურში ახალი ბაღი აშენდება. სამშენებლო სამუშაოებს აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.

 

პროკურატურამ დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დაკითხა

ბათუმის პროკურატურამ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დაკითხა. საქმე სასულიერო პირის ახლობლების უსაფრთხოების დაცვას ეხება. 

რუსეთი მზადაა, მარტომ გააგრძელოს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ

რუსეთი მზადაა აშშ–ის გარეშე გააგრძელოს ბრძოლა „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებების წინააღმდეგ. ამის შესახებ რუვსეთის ფედერაციის პრეს–მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ტრამპმა რუსეთთან შეთანხმების მომზადება გადადო

აშშ–ის პრეზიდენტი დროებით გადადებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთთან შეთანხმებაზე მუშაობას. ამის შესახებ სააგენტო AP თეთრი სახლის წარმომადგენელსა და დიპლომატებზე დაყრდნობით იუწყება.

ჩინეთი თავდაცვის ბიუჯეტს 7%–ით ზრდის

ჩინეთის სამხედრო ბიუჯეტი წელს 7%–ით გაიზრდება და ქვეყნის მშპ–ის 1,3%–ს მიაღწევს. ამის შესახებ სრულიად ჩინეთის სახალხო წარმომადგენლების კრების წევრმა ფუ ინმა განაცხადა.

ბათუმის ერთ–ერთ სასტუმროში უცხოელი ტურისტის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო

ბათუმის ერთ–ერთ სასტუმროში თურქი ტურისტის გარდაცვალების საქმეზე შსს–მ გამოძიება დაიწყო.

მონადირეებმა ის კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც მათი უფლებების შეზღუდვას ეხება

მონადირეებმა, ქუთაისის პარლამენტის შენობასთან აქცია გამართეს და ის კანონპროექტი გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის პირველი მარტიდან მონადირეებს შესაძლოა უფლებები შეეეზღუდოთ.

ექსკლუზივი
სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საპატრულო პოლიციის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს ხელმძღვანელად საბურთალოს რაიონის ოცმეთაური, დავით მჟავია დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია "პირველს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებული მოვაჭრეები კანცელარიასთან საპროტესტო აქციას ატარებენ

„ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ დედებს 3 მარტი მიულოცა

ფოთში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 3 მარტი აგვისტოს ომში დაღუპულ მეომართა და ას წელს მიღწეულ მხცოვან დედებს მიულოცეს და სასაჩუქრე ნობათი გადასცეს.