კატეგორიები

არქივი

პრეზიდენტმა გლობალური სტაბილურობისთვის NATO-საქართველოს სწავლების მნიშვნელობა აღნიშნა
საქართველოში მიმდინარე NATO-ს მრავალეროვანი სწავლება მნიშვნელოვანია გლობალური სტაბილურობისთვის, განაცხადა ხუთშაბათს საქართველოს პრეზიდენტმა - უმაღლესმა მთავარსარდალმა გიორგი მარველაშვილმა.
თხუთმეტი წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზად მშობლებთან კონფლიქტს ასახელებენ

15 წლის გოგოს თვითმკვლელობის მიზეზად, ოჯახრ უთანხმოებას ასახელებენ "პირველთან" საუბარში ზუგდიდელები. შემთხვევა ხუთშაბათს, ქალაქის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე მოხდა.

თხუთმეტი წლის გოგო ჩამომხვრჩალი იპოვეს ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე

15 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს ზუგდიდში ბოტრანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხუთშაბათს. 

ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული

ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება არავის წინაარმდეგ არ არის მიმართული. აღნიშნული განცხადებით ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების მონაწილეებს ხუთშაბათს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიმართა.

17 ნოემბერს თბილისს ხარისხიანი სასმელი წყალი მიეწოდება

კომპანია GWP -ს ცნობით, თბილისის მოსახლეობისთვის 17 ნოემბერს მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხი სრულად შეესაბამება საქართველოს ეროვნულ სტანდარტებსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიის რეკომენდაციებს.

პარლამენტის პირველ სხდომას უხუცესი დეპუტატი რევაზ არველაძე გახსნის

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას, 18 ნოემბერს უხუცესი დეპუტატი, 75 წლის რევაზ არველაძე გახსნის, რომელსაც სიტყვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადასცემს.

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო უწყებას შეუერთდება
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, სადაც 32 სპეციალისტი მუშაობს და რომლის ბიუჯეტი 1,2 მილიონ ლარს შეადგენს, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუერთდება. 
სააკაშვილის ექსტრადაციის მოთხოვნით დეპუტატმა უკრაინის პროკურატურას მიმართა

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადაციის შესახებ უკრაინის მთავარ პროკურატურას მიმართა უმაღლესი რადას დეპუტატმა რაბიმ რაბიმოვიჩმა.

კახელ ფერმერებს სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი აუნაზღაურდათ

სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალი სრულად აუნაზღაურდათ გურჯაანის რაიონში ერთიან აგროპროექტში ჩართულ ბენეფიციარებს. ამის შესახებ "პირველს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.  

სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლება მოქალაქეობის ჩამორთმევას უპირებს
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულება გასცა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. ამის შესახებ ექსგუბერნატორი ფეისბუქზე წერს.
საქართველოს პრეზიდენტმა ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 18 ნოემბერს დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა მეცხრე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დანიშვნის სამართლებრივ აქტს, რომლის მიხედვითაც სხდომა 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს პოლიციამ და სუს-მა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს შსს-ს და სუს-ის წარმომადგენლებმა ირანის მოქალაქე ჰ.ქ. თბილისში დააკავეს.  
ზვავსაშიშროებისა და დიდთოვლობის გამო გზების რამდენიმე მონაკვეთზე გადაადგილება აიკრძალა

საქართველოს საავტომობილო გზების სამ მიმართულებაზე ზვავსაშიშროების, დიდთოვლობის გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება ხუთშაბათს აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

აჭარის მთავრობა პროექტ "ტრამპთაუერის" განახლებას მიესალმება

აჭარის მთავრობაში "ტრამპთაუერის" მშენებლობას მიესალმებიან და მზად არიან მხარი დაუჭირონ ასეთ მასშტაბურ პროექტს. აღნიშნულის შესახებ "პირველს" აჭარის ფინანსთა მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ განუცხადა. 

ტერმინი "პოსტ-სიმართლე" წლის სიტყვად ოქსფორდის გამომცემლობამ დაასახელა

ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობამ ტერმინი "პოსტ-სიმართლე" (post-truth) წლის სიტყვად დაასახელა. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის საიტი იუწყება.

ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის ვალდებულება აიღოს

ევროკავშირმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე რუსეთს მოუწოდა, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

დიდთოვლობის გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

ავსტრიის საზოგადოებრივი რადიოში საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლი დაიწყო

ავსტრიაში ავსტრიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ORF) რადიო არხი - "Österreich 1" 12 ნოემბრიდან მსმენელს საქართველოს შესახებ გადაცემათა ციკლს "საქართველო - მეზობლად" სთავაზობს.

თიბისი გალერეა გამოფენას "რაგბი ჩვენი თამაშია" მასპინძლობს

თიბისი გალერეაში ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძის პერსონალური გამოფენა "რაგბი ჩვენი თამაშია" გაიხსნა.

პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ მმართველი გუნდი ახალი მოწვევის პარლამენტს ხელს შეუწყობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ოთხშაბათს პირობა დადო, რომ მმართველი გუნდი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ახალი მოწვევის პარლამენტს.