საზოგადოება

ქუთაისში 3000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 3 000 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა. სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სტატუსის შეჩერება რამდენიმე მიზეზის გამო მოხდა.

შს მინისტრი ნარკოპოლიტიკის უწყებათშორისი ჯგუფის შეხვედრას დაესწრო

იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მგგ-ის განხილვაზე ახალ მასალებს წარმოადგენს

„ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული საპროექტო წინადადების სამართლებრივ შეფასებაზე სადისკუსიო შეხვედრას გახსნის და საზოგადოებას სადისკუსიო საკითხზე უცნობ დოკუმენტაციას გააცნობს.

გენგეგმის შეფასებაში საერთაშორისო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ თბილისის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა.

აშშ-ში მოკლული დავით კანდელაკის გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს

ამერიკაში მოკლული 31 წლის ექიმის, დავით კანდელაკის სამშობლოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.

საქართველოში უნალექო ამინდი შენარჩუნდება

დღეს და ხვალ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.

სომეხ ოპოზიციონერს საქართველოში შესვლა აუკრძალეს

ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში, სომხეთის ოპოზიციური პარტიის „ერკირ ცირანის“ ხელმძღვანელი, ერევნის უხუცესთა საბჭოს წევრი, ზარუი პოსტანჯანი ქვეყანაში არ შეუშვეს.

საქართველოს ავტომაგისტრალის მშენებელი ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ AFDB-მ შავ სიაში შეიყვანა

აფრიკის განვითარების ბანკმა ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ თაღლითურ გარიგებებში ამხილა. „სინოჰიდრომ“ საქართველოში ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი ააშენა და ამჟამად სამტრედია-გრიგოლეთის“ შემოვლით გზას აშენებს.

მიხეილ ჩხენკელი ლონდონში განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ასამდე ქვეყნის განათლების მინისტრებთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობს, რომელიც ლონდონში 21 იანვარს გაიხსნა.

ჭიჭინაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა სამგორის რაიონში, ჭიჭინაძის ქუჩაზე 5 კილომეტრზე მეტი მოძველებული წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა. 

სამებაში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 708 ბავშვს მონათლავს. 

გენო პეტრიაშვილმა ინდოეთის პრო-ლიგაში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა

ქართველმა მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა ინდოეთის პრო-ლიგაში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 

ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია

ბათუმის სანაპიროზე ძლიერი შტორმია. წყალმა ნაგავი და ქვა-ღორღი გამორიყა. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

 

სოფო კილაძე საკონსტიტუციო რეფორმაზე Human rights watch-ის შეფასებას არ ეთანხმება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, Human rights watch-ის ანგარიშში ბევრ ისეთ საკითხზეა ყურადღება გამახვილებული, რაზეც ხელისუფლებამ იცის, რომ რეფორმებია გასატარებელი.

ირაკლი კობახიძე უკრაინაში ქართულ დიასპორას შეხვდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

პატრიარქი: ინებოს უფალმა, რომ ყოველი ადამიანი განიწმინდოს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამებაში, ნათლისღების დღესასწაულის საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ, იქადაგა.

20 იანვრიდან საქართველოში გამოიდარებს

20 იანვარს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოში გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება 21-22 იანვარსაც. ამის შესახებ "პირველს" გარემოს ეროვნული სააგენტოში განუცხადეს.

შსს-ში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შეიქმნა.