საზოგადოება

ექსკლუზივი
მშვილებელთა რეესტრში 168 გასაშვილებელი სტატუსის ბავშვი და 3278 მშვილებელია რეგისტრირებული

მშვილებელთა რეესტრში, დღეის მდგომარეობით, 168 გასაშვილებელი სტატუსის მქონე ბავშვია დარეგისტრირებული, ხოლო ბავშვის შვილად აყვანის მსურველ მშობელთა რაოდენობა 3278–ს შეადგენს. 

"ბავშვთა სამყაროს" დამწვარი შენობის დაზარალებულმა მოვაჭრეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს

"ბავშვთა სამყაროს" დამწვარი შენობის დაზარალებულებმა კანცელარიის შენობიდან რუსთაველის მეტროს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა კომპენსაციების გაცემა და ზარალის ანაზღაურებაა.

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის სამმართველოს ხელმძღვანელის დოდო გვაზავას ინფორმაციით, საქართველოში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.

გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 18 მარტს, 11 საათიდან გაზმომარაგება დროებით შეუწყდება ნაძალადევის რაიონის რამდენიმე ქუჩის მაცხოვრებლებს.

ანაკლიაში კანალიზაციის ამორტიზებული სისტემა მოწესრიგდება

ანაკლიის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაში 20 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. მშენებლობა სამი წლის წინ დაიწყო და წელს დასრულდება.

დღეს ანძა მწვანედ განათდება

17 მარტს, თბილისისა და დუბლინის დამეგობრების 3  წელი და საქართველოსა და ირლანდიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 21  წელი აღინიშნება.

ლაშა დვალიშვილი "რუსთავი 2"–თან კონტრაქტს, სავარაუდოდ, დღეს გააფორმებს

სპორტული ტელეწამყვანი ლაშა დვალიშვილი "რუსთავი 2"–თან კონტრაქტს, სავარაუდოდ, დღეს გააფორმებს. ამის შესახებ "პირველს" დვალიშვილმა განუცხადა.

სპორტული ტელეწამყვანი ლაშა დვალიშვილი "რუსთავი 2"-ზე გადადის

"პირველის" ინფორმაციით, სპორტული ტელეწამყვანი ლაშა დვალიშვილი "რუსთავი 2"-ზე გადადის.

დეპუტატის თქმით, ბათუმში მომხდარ ფაქტს "ნაციონალურმა მოძრაობამ" ღია მხარდაჭერა გამოუცხადა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიგა ბუკიას თქმით, 12 მარტს ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქცია დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული. დეპუტატი ბათუმის მოვლენებსა და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებულ კავშირზე საუბრობს.

დეპუტატის თქმით, ბათუმის მოვლენების განვითარებას "ნაციონალურმა მოძრაობამ" შეუწყო ხელი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი მოვლენები, "ნაციონალური მოძრაობის" ხელშეწყობის გარეშე ვერ განვითარდებოდა. 

ექსკლუზივი
"ფეისბუქს" ვირტუალური რეალობა ჩაანაცვლებს

სოციალური მედიის ექსპერტის სანდრო ასათიანის აზრით, ახალი ტიპის ტექნოლოგიები განსხვავებული ქსელის გაჩენას განაპირებებს. ამიტომ, უახლოეს მომავალში, შესაძლებელია, სოციალური ქსელი "ფეისბუქი" ვირტუალურმა რეალობამ ჩაანაცვლოს.

საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ დევნილებს კულტივატორები გადაეცათ

დღეს, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ  საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ 6 დევნილ ოჯახს კულტივატორები გადასცა.

თბილისის მეტროსადგურებში არსებული შეფერხება აღმოფხვრილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროს სადგურების ახმეტელის თეატრი - სარაჯიშვილის მონაკვეთზე არსებული შეფერხება აღმოფხვრილია.

კომპანია “თელასი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “თელასის“ ცნობით, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 17 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

პრემიერის თქმით, თანამედროვე სოფელში უფრო მაღალი ხარისხის განათლება და ჯანდაცვა იქნება

სოფლის განვითარების 2017–2020 წლების სტრატეგია, რომლის პრეზენტაცია დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გამართა, უკეთეს განათლებასა და ჯანდაცვაზე რეგიონების მოსახლეობის წვდომის გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული.

ქართველ მსოფლიო ჩემპიონს სასწრაფო ოპერაციისთვის დახმარება სჭირდება

წოლჭიმში მსოფლიო ჩემპიონს გიორგი ბეროშვილს ძვირადღირებული ოპერაციისთვის შესაბამისი რაოდენობის თანხა არ აქვს, რის გამოც მას საზოგადოების დახმარება სჭირდება.

თბილისის მეტროსადგურებში ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია

თბილისის მეტროსადგურებში "ახმეტელის თეატრსა" და "სარაჯიშვილზე" მგზავრთა გადაყვანა ტექნიკური ხარვეზის გამო შეჩერებულია. ამის შესახებ "პირველს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში უთხრა.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

მაღალი შემოსავლის მქონე პირები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა, რომ მიზნობრივი ჯგუფის მედიკამენტური მკურნალობის სექტორის უზრუნველყოფის გამო სხვა ჯგუფებს საყოველთაო დაზღვევის შეთავაზებები უმცირდებათ.