საზოგადოება

ჩეხეთში საქართველოს საელჩომ საქველმოქმედო საშობაო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა
ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საქველმოქმედო საშობაო ფესტივალში. ამის შესახებ "პირველს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. 
ეკომიგრანტ ოჯახებს ბინები საკუთრებაში გადაეცათ
ორმოცდაათ ეკომიგრანტ ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან სოზარ სუბართან ერთად საცხოვრებელი ბინები საკუთრებაში გადასცა. 


სლოვაკეთში საქართველოს საელჩომ 25-ე საშობაო საქველმოქმედო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა
 

ბრატისლავაში, რიგით 25-ე საშობაო საქველმოქმედო ბაზრობა სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის პატრონაჟით და სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების თანამონაწილეობით ჩატარდა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე შეზღუდვები ამოქმედდა. 

კავკასიის მთიანი რეგიონის პირველი ფორუმი გაიმართა თსუ-ში

კავკასიის მთიანი რეგიონის პირველ ფორუმს (კავკასიის მთიანი ფორუმი): „მეცნიერება და პრაქტიკა მდგრადი განვითარებისათვის“ უმასპინძლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა. 

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა ჩუღურეთის რაიონში

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ძეგლი საზეიმოდ გაიხსნა ჩუღურეთის რაიონში, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ქუჩასთან მდებარე მისივე სახელობის სკვერში. 

საქართველოს საელჩომ ღონისძიება, "შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან ლონდონში“ გამართა

ღონისძიება, "შექსპირი და რუსთაველი ხვდებიან ლონდონში“ გაიმართა საქართველოს საელჩოს ორგანიზებით. 

პოლონეთში საქართველოს საელჩომ საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში მიიღო მონაწილეობა

მე-9 საერთაშორისო საქველმოქმედო ბაზრობაში (The 9th International Charity Bazaar 2016) მიიღო მონაწილეობა 

პოლონეთში საქართველოს საელჩომ. 


თსუ-ში კავკასიოლოგთა კონგრესი გაიხსნება

კავკასიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესი გაიხსნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველ დეკემბერს, ღონისძიების თემაა "დამწერლობები კავკასიაში".

ბაღებსა და პარკებში საშემოდგომო რგვები მიმდინარეობს

შპს "თბილსერვის ჯგუფი" მის მოვლა-პატრონობაში არსებულ პარკებსა და ბაღებში საშემოდგომო გამწვანებით სამუშაოებს განაგრძობს.

სეოკ-ის სპორტსმენთა კომისიას ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი უხელმძღვანელებს

ევროპის სამგზის ჩემპიონი, ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისიის ხელმძღვანელად ერთხმად აირჩიეს.

ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დაიწყო

საქართველო იუსტიციის სასწავლო ცენტრში გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად: 30 ნოემბერს და პირველ დეკემბერს - ტესტირება ზოგად უნარებში, 7 და 8 დეკემბერს - ტესტირება პროფესიულ ნაწილში.

მოკრივე გიორგი ჭიღლაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

საქართველოს 19-წლამდე მოკრივეთა ნაკრებმა, რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში გამართულ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა მოკრივე გიორგი ჭიღლაძის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედლით დაასრულა.

ელექტრომომარაგება პირველ დეკემბერს დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება პირველ დეკემბერს დროებით შეიზღუდება.  

თბილისში გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი გაიხსნა

გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი საზეიმოდ გაიხსნა თბილისში, მაზნიაშვილისა და წინამძღვრიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერში. 

უმსხვილესი ტურისტული კომპანიები თბილისის ისტორიული უბნებით დაინტერესდნენ

შვიდი უმსხვილესი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი და ცნობილი ტურისტული ჟურნალის რედაქტორი ეწვია საქართველოს თურქეთიდან. 

პარლამენტი მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებულ ინიციატივას განიხილავს

მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებული ახალი პოლიტიკური ცენტრის "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივა დაარეგისტრირეს პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.

დეპუტატი პარლამენტში მოწევის აკრძალვის ინიციატივით გამოდის
"ქართული ოცნების" დეპუტატი აკაკი ზოიძე საკანონმდებლო ორგანოში თამბაქოს მოწევის აკრძალვის ინიციატივით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა. 
თელავში ფრეგოს ავტოგასამართი სადგური გაიხსნა

ნავთობკომპანია ფრეგოს ახალი ავტოგასამართი სადგური გაიხსნა  ქალაქ თელავში. ავტოგასამართი სადგური მომხმარებელს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს. 

საქართველოში ამინდი გაუარესდება

მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ საქართველოში სინოპტიკოსები. 30 ნოემბერიდან 3 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი, ზოგან შესაძლოა ძლიერი.