საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტი ლონდონის ტერორისტულ აქტს გმობს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლონდონის ტერორისტულ აქტს გმობს და გაერთიანებულ სამეფოს თანადგომას უცხადებს.

ლონდონში მომხდარ ტერაქტში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბრიტანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს.

"მანდარინებში" მთავარი როლის შემსრულებელი გარდაიცვალა

ფილმში "მანდარინები" მთავარი როლის შემსრულებელი, ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თსუ-ში ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

23 მარტს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. 

დევნილთა მინისტრის მოადგილის თქმით, ყველა უბინაო დევნილი დაკმაყოფილდება

დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელსაც დევნილის სტატუსი აქვს და ბინა არ გააჩნია, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდება.

თბილისის მერი ანგარიშის “ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან ერთად, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგრამის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას “ქალაქების განვითარების ინიციატივა აზიაში“ დაესწრო.

სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტები იურიდიულ პრაქტიკას  გაივლიან

ქ.თბილისის მერიის ა(ა)იპ-მა “იურიდიული კლინიკა - ჩემი ადვოკატი“ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

ექსკლუზივი
რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ქართველებისთვის შესაძლოა სავიზო შეღავათები დაწესდეს

ფეხბურთის კონფედერაციის თასის 2017 წლის მატჩებისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის შეღავათიანი სავიზო რეჟიმის ერთჯერადი დაწესების საკითხი აბაშიძე–კარასინის ფორმატში განიხილება.

მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება "თბილისელისა" და ხელოვანების დახმარებით ოპერაცია ჩაუტარდა

ცნობილ მხატვარ ოლეგ ტიმჩენკოს საზოგადოება "თბილისელისა" და ხელოვანების დახმარებით გულის ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაციისთვის საჭირო თანხა საქველმოქმედო აუქციონით შეგროვდა.

ფოთში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა

21 მარტს, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ინიციატივით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა.

23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დღეს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო კამპანია #დაზოგეწყალი დაიწყო

#დაზოგეწყალი - კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ უპრეცედენტო პროექტი დაიწყო, რომლის მიზანი წყლის რესურსის მდგრადი მოხმარება, დაზოგვა და მოზარდი თაობის დახმარებით აღნიშნულ საკითხზე სამოქალაქო აქტივობის გაზრდაა.

“შავნაბადას“ მოსწავლეებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა უმასპინძლა

22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია “შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

პარლამენტის ქუთაისის შენობაში დიდ ხანს ყოფნა სიცოცხლისთვის სახიფათოა

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტუტმა ქუთაისის პარლამენტის შენობაში ჰაერში წვრილი ნაწილაკების შემცველობა გაზომა და აღმოჩნდა, რომ ჰაერში კვამლის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 10-ჯერ მეტია.

პატრიარქის თქმით, არ შეიძლება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაუსრულებლად გრძელდებოდეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, არ შეიძლება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების დაპყრობა დაუსრულებლად გრძელდებოდეს. 

1-ელ აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრში ნევროლოგიური კონფერენცია გაიმართება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია “ვიორვაგ ფარმას“ ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც 1-ელ აპრილს, 14:00 საათზე, ჩატარდება, ექიმები ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

ნანული იმედაშვილი: “ მე-8 წელია “პანცილიონს“ ერთგულად ვემსახურები“

“8 წელია აქ ვმუშაობ და არ მახსენდება არც ერთი უკმაყოფილო მომხმარებელი“... - ამბობს ნანული იმედაშვილი, რომელიც მე-8 წელია “პანცილიონს“ ქმნის.

პროექტის „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება

პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორია გაეცნობა შემაჯამებელ პრეზენტაციას, რომელშიც დეტალურად იქნება წარმოდგენილი ყველა ის აქტივობა, რომელიც „სამართლის ზამთრის სკოლა სტუდენტებისათვის“ ფარგლებში განხორციელდა.

საქართველოში უმუშევრებმა, შესაძლოა, ფულადი კომპენსაცია მიიღონ

პროფკავშირებმა საქართველოს მთავრობას, უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისათვის, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ფულადი შემწეობის დანიშვნის ინიციატივით მიმართა.