კატეგორიები

საზოგადოება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო დღეს, 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

დღეიდან ხმაური დასჯადია

დღეიდან დღისა და ღამის საათებში ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბება იკრძალება. გადაჭარბების შემთხვევაში კანონდამრღვევი პირველ ჯერზე გაფრთხილებას მიიღებს, შემდეგ კი დაჯარიმდება.

დღეიდან ტემპერატურა დაიკლებს

როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღეიდან ტემპერატურა შედარებით დაიკლებს. სინოპტიკოსები ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ, ჰაერის ტემპერატურა კი +29 +34 გრადუსამდე დაეცემა.

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი" სამუშაო პროცესი აღდგენილია

საბაჟო გამშვებ პუნქტში "ყაზბეგი" სამუშაო პროცესი აღდგენილია. დღესვე, 21 საათზე, საგანგებო ვითარებით გამოწვეული საჭიროებებიდან გამომდინარე, ხვალ დილის 6 საათამდე, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" კვლავ შეწყვეტს სამუშაო პროცესს.

შვეიცარიაში მუსიკალურ ფესტივალში საქართველოდან სტუდენტურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა

8-12 აგვისტოს შვეიცარიის ქ. ნეუშატელში საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში - BUSKERS FESTIVAL გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტურმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.

ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ხელშეკრულებას გააფორმებენ

ხვალ 12:00 საათზე, GWP-ს გენერალური დირექტორი გიორგი ცხადაძე, ნიდერლანდების განვითარების ბანკის და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები, ხელს გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერენ.

“ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

კომპანია “ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს.

ანზორ ერქომაიშვილი: მე მივდივარ ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი წელს 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყნის ფოლკლორს გააერთიანებს.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს

საგანგებო მდგომარეობის გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი "ყაზბეგი" მუშაობას დროებით წყვეტს. რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, საბაჟო გამშვებ პუნქტში თანამშრომლებისა და ხალხის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.

კარაკალაზე ქეთევან ქემოკლიძის "კარმენმა" გაყიდვების ისტორიული რეკორდი მოხსნა

დასრულდა 2017 წლის ფესტივალი რომის კარაკალას თერმებზე, სადაც, ვერდის "ნაბუკოსთან" და პუჩინის "ტოსკასთან" ერთად, წარმოდგენილი იყო ბიზეს უკვდავი "კარმენი". კარმენის როლს ასრულებდა ცნობილი ქართველი მეცოსოპრანო ქეთევან ქემოკლიძე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სტუდენტებს აფრთხილებს

თაღლითური ჯგუფების გააქტიურებიდან გამომდინარე, განათლების სამინისტრო აბიტურიენტებს მიმართავს, დააზუსტონ, მათ მიერ შერჩეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს თუ არა ავტორიზებულ სუბიექტს.

"ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის" ერთობლივი პროგრამა წარადგინეს

"ჯეპრას" კომპეტენციის ცენტრში ზრუნვის სისტემიდან გასული ახალგაზრდების მხარდაჭერის ფარგლებში მრგვალი მაგიდა გაიმართა. კომპანია "ნატახტარმა" და "კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის" ერთობლივი პროგრამა წარადგინეს.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" იხსნება

15 აგვისტოს, 18:00 საათზე, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" იხსნება.

თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება

საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება. პროექტის ფარგლებში, მრავალბინიან კორპუსებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 111 მისამართზე მიმდინარეობს.

თბილისის მერია აღმაშენებელზე მდებარე ღია კაფეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 9 აგვისტოს გაცემული მითითებების შესაბამისად, აღმაშენებელზე უნებართვოდ მოწყობილი ღია კაფეების ნაწილი აღებულია და კაფე-ბარები მუშაობას გარკვეულ ტერიტორიებზე განაგრძობს.

პრემიერი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე სოხუმში არსებული თამარის ხიდის ფოტოს აქვეყნებს

აფხაზეთში ომის დაწყებიდან 25 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ქართველებისა და აფხაზების შერიგების სიმბოლოდ სოხუმთან, მდინარე ბესლეთზე არსებულ თამარ მეფის ხიდის ფოტოს აქვეყნებს.

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული - "თემობა 2017" გაიმართა

ჭიათურაში სახალხო დღესასწაული "თემობა 2017" წარმატებით დასრულდა. დასკვნითი სადღესასწაულო კონცერტი სოფელ თვალუეთში გაიმართა.

ახალციხეში ხანძარია

ახალციხეში, სოფელ სხვილისთან ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში "პირველს" უთხრეს, რომ მთის ფერდობზე ცეცხლი გამხმარ ბალახს უკიდია.

ერთი დღის განმავლობაში ურეკსა და ბათუმში მაშველებმა 27 ადამიანი გადაარჩინეს

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ურეკსა და ბათუმში, შს სამინისტროს მაშველებმა 27 ადამიანი გადაარჩინეს.