კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში მეორე დღეა, საპროტესტო აქციები იმართება

ოკუპირებულ აფხაზეთში, დრამატურგიულ თეატრთან საპროტესტო აქცია მეორე დღეა მიმდინარეობს.

ოკუპირებულ აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა

ოკუპირებული აფხაზეთის სამთო კურორტ აუათხარაში პირველი თოვლი მოვიდა და საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია.

ადგილობრივი პანსიონატის ე.წ. მმართველის ასტან არისთავას ინფორმაციით, წელს ზამთრის სეზონი ერთი თვით უფრო გვიან დაიწყო.

ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე ყველა სახის ავტომობილის მოძრაობა დილის 10:20 საათიდან აღდგა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებენ

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის მიერ შემუშავებულ რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა.

 

"ვისურვებდი, ამ ადგილას შეგვძლებოდეს ვიზიტი ისე, რომ არანაირი ხელოვნური ბარიერები არ იყოს არც მოლდოვაში, არც უკნაირასა და არც საქართველოში"

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მოლდოვასვიცე-პრემიერთან და უკრაინელ კოლეგასთან ერთად უსაფრთხოების ზონაში, არაღიარებული დნესტრისპირეთის ე.წ. სასაზღვროპუნქტთან იმყოფებოდა.

ევროპარლამენტიდან საქართველოს მოუწოდებენ, ასოცირება ცხინვალსა და სოხუმზეც „გაავრცელოს“

ევროპარლამენტარებმა რეზოლუციის პროექტი მოამზადეს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, ევროკავშირთან ასცორების შეთანხმების „სიკეთეები“ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზეც გაავრცელონ.

ლია გიგაური: რუსეთი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სუბიექტებად წარმოჩენას ცდილობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, რუსეთის და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას ეხმაურება.  

ოკუპირებულ აფხაზეთში ციტრუსის გაუმჯობესებულ მოსავალს ელოდებიან

ოკუპირებულ აფხაზეთში წლევანდელ სეზონზე გასულ წელთან შედარებით, ციტრუსების ორჯერ მეტ მოსავალს ელოდებიან. 

აშშ-ის საელჩო: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების ოკუპაცია

საქართველოში ამერიკის საელჩო სოფელ ატოცთან "ბორდერიზაციის" საკითხს განცხადებით გამოეხმაურა.

მამუკა ბახტაძე - ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს და ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ ამ პროცესის შესაჩერებლად

ჩვენ არ შევეგუებით არც ახალ და არც ძველ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ეს პროცესი შევაჩეროთ, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე, სადაც ატოცში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

ელიზაბეტ რუდი - აშშ ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები

ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები

ოკუპირებულ აფხაზეთში პალმების გადარჩენისთვის იბრძვიან

ოკუპირებულ აფხაზეთში პალმები განადგურების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. იუბეას ჯიშის პალმების დაავადებამ პალმის წითელმა ცხვირგრძელამ (Rhynchophorus ferrugineus) გამოიწვია, წერს „აბხაზია ინფორმი“.  

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის შესახებ პარლამენტის ფორმატში იმსჯელებენ

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე დღეს საკომიტეტო მოსმენას გამართავს.

ოკუპირებული აფხაზეთიდან ხმის მისაცემად მოქალაქეები თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აქტიურად გადადიან

ოკუპირებული აფხაზეთიდან გალის რაიონის სოფლების მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებზე მონაწილეობის მისაღებად აქტიურად გადმოდის. 

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ენგურის ხიდზე მიმოსვლა ტრანსპორტის გამო შეფერხდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან ზუგდიდისკენ რეისების ნაწილი არ სრულდება. გალში მცხოვრებლები ამბობენ, რომ კერძო მიკროავტობუსების ნაწილი არ მუშაობს და ენგურის ხიდზე მიმოსვლა ტრანსპორტის გამო შეზღუდულია. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გადავადებას ითხოვენ

სოხუმის ე.წ. საკრებულოს თავმჯდომარე გამოდის წინადადებით, რომ გადავადდეს დე ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები და არა 2019 წლის აგვისტოში, არამედ აპრილში ჩატარდეს.

საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ძალისხმევას საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშესაწყობად

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საერთაშორისო კრიზისების - ICG ჯგუფის პრეზიდენტს, რობერტ მოლის შეხვდა.

ოკუპირებული აფახზეთის ე.წ. დელეგაცია მოლდოვაში არ შეუშვეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია კიშინოვის აეროპორტში არ შეუშვეს.

სოხუმში ტურისტების გასართობად დატყვევებულ გარეულ ცხოველების შესახებ იმსჯელეს

სოხუმში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ბუნების დაცვის პროკურორმა დენის ჩამბამ და მისმა მოადგილემ ადამურ ჭედიამ ე.წ. ეკოლოგიური უწყების საქმიანობაზე იმსჯელეს.  

ლომისის მონასტერთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი გაათავისუფლეს

ლომისის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ორი ადამიანი თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.