კონფლიქტები

ენგურის ხიდზე დილიდან რიგები იყო

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლები ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვრის გახსნას დღეს ელოდებოდნენ. ხალხი ხიდთან დილიდან შეიკრიბა, თუმცა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრა ვერ შეძლეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში სამი რუსი სამხედრო დაიღუპა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის კუთვნილი ჯავშანტრანსპორტიორი-80 ხრამში გადავარდა.

ზალკალიანი: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას და საოკუპაციო რეჟიმებს, დაუყოვნებლივ გახსნან ე.წ. გამშვები პუნქტები საოკუპაციო ხაზის გასწვრივ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ე.წ. გამშვები პუნქტების დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდებს.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურები მარტივდება

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის პროცედურები მარტივდება.

გალის საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით 8 ადამიანი მკურნალობს

ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონულ საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით ამ დროისთვის 8 პაციენტი მკურნალობს. მათ სამედიცინო დაწესებულებას 13 იანვარს მიმართეს.

ცხინვალი ე.წ. საზღვარს H1N1 ვირუსის გამო კეტავს

ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმი ე.წ. საზღვარს თბილისის  მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გავრცელებულ ე.წ. ღორი გრიპის ვირუსის გამო 11 იანვარს 20:00 საათიდან ჩაკეტავს.

აფხაზეთში რუს სამხედროებს ზღვის ხედით ბინები გადასცეს

ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ოკუპანტის სამხედრო ბაზას ექსპლუატაციაში ოთხი ახლად აშენებული სახლი და 150-ადგილიანი  საბავშვო ბაღი გადასცეს.

აფხაზეთის ა/რ მთავრობის ინფორმაციით, ენგურის ხიდი, სავარაუდოდ, გრიპის გამო ჩაიკეტა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლის ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთიდან ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა ე.წ.ღორის გრიპის გამო შეიზღუდა.

ენგურის ხიდზე გადაადგილება შეიზღუდა

დე ფაქტო რეჟიმმა ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეზღუდა.

ცხინვალი ჩაიხერგა, მაღაზიებში სურსათის დეფიციტია

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ამის მიზეზი დიდთოვლობის გამო, ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ჩაკეტვა გახდა.

გაგრაში გაჩენილ ხანძარს მოხუცი ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გაგრაში საცხოვრებელ სახლში მომხდარ ხანძარს ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი დღეს დილით 16 მარტის ქუჩაზე მდებარე ხის სახლში გაჩნდა.

ხაჯიმბა ვენესუალაში ინაუგურაციაზე მიემგზავრება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმა 10-11 იანვარს ვენესულაში გაემგზავრება, სადაც პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღებს მონაწილოებას. 

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპი არ დაფიქსირებულა

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის აფეთქება არ აღინიშნება.

ამის შესახებ აფხაზურ მედიას წერს, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს პრეს-მდივნმა რუსტამ ზანთარიამ განუცხადა.

ხაჯიმბა: ჩვენთან კორუფცია იყო, არის და იქნება

აფხაზეთში კორუფცია არ გაქრება, შეიძლება მხოლოდ მისი შემცირება.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ოპოზიციური მოძრაობა „საერთო საქმე“ შეიქმნა

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი ე.წ. სამოქალაქო მოძრაობა „საერთო საქმე“ დაფუძნდა, რომლის თავმჯდომარე ვადიმ სმირი გახდა, მოადგილე კი, თენგიზ ჯოპუა.

ხურვალეთიდან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ხურვალეთში ერთი პირი დააკავეს. 

დრანდაში ახალ ციხეს ააშენებენ

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში ახალი ციხის ასაშენებლად 15 ჰა მიწას გამოყოფენ. 

რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ჩადის

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი რაულ ხაჯიმბა ე.წ. სამუშაო ვიზიტით 22 დეკემბერს მოსკოვს ეწვევა.

ოჯახს იმედი აქვს, რომ სტრასბურგი ოთხოზორიას საქმეზე სამართლიან განაჩენს გამოიტანს

2016 წელს ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის დაწყებას ეხმიანება.

ზურაბიშვილი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი მოქალაქეები არიან და ისინი უნდა შემოვირიგოთ

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირობას დებს, რომ დევნილების გვერდით იქნება.

მისი თქმით, მას კარგად ესმის რაზე დგას მათი ოჯახები.