კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთი თბილისში სტოლტენბერგის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო თბილისში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტებერგის ვიზიტისას გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები ივნისში ჩატარდება

ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდება.

ქუთაისელი სტუდენტები ატოცში რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები დღეს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში ჩავლენ. ახალგაზრდები რუსულ ოკუპაციას გააპროტესტებენ.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ იქ არსებული ვითარება დაგმო

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) გენერალური დებატები დღის წესრიგის მე-10 საკითხზე - ტექნიკური დახმარება და შესაძლებლობების განვითარება გაიმართა.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო რუსული პასპორტის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა

ოპკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ე.წ. საელჩო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურადა, რომელშიც თურქეთში მყოფი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქე ბესლან ჭკადუა რუსულ პასპორტს წვავს.

ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

ერგნეთში დღეს, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატის მორიგი შეხვედრა გაიმართება.

გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მისი ცემის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

ოკუპირებული გალის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მისი ცემის შესახებ მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაცია უარყოფს და ზღაპრებს უწოდებს.


ამის შესახებ მან „სპუტნიკს“ უთხრა.

უკრაინამ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

უკრაინის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. მაღალჩინოსნები სანქციათა სიაში შეიყვანა.

წითელ ჯვარს ცხინვალში უგზოუკვლოდ დაკარგული 7 ქართველის ცხედრები გადასცეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს გზოუკვლოდ დაკარგულად მიჩნეული შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის ნეშტი გადასცა. 

 

 

ოკუპანტების მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული 21 წლის გივი ბერუაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. ინფორმაცია ,,პირველს" საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაუდასტურეს.

ლინკევიჩუსი: ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება არის მორიგი დადასტურება, რა ხდება ოკუპირებულ რეგიონში

სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევა გრძელდება, ოკუპირებულ აფხაზეთში გარდაცვალების ბოლო შემთხვევა გულდასმით, გამჭვირვალედ და სწრაფად უნდა გამოიძიონ.

ოკუპანტებმა დიცში მცხოვრები გივიკო ბერუაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს

ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის მკვიდრი გაიტაცეს. სოფელ დიცში მცხოვრები გივიკო ბერუაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დღეს დააკავეს.

კარლ ჰარცელი, სამძიმრის წერილს ავრცელებს

მნიშვნელოვანია, რუსეთმა საქართველოს ხელისუფლებას ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების გარემოებებზე ყველა მტკიცებულება გადასცეს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ქეთევან ციხელაშვილმა ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს მიუსამძიმრა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სენაკში იმყოფებოდა, სადაც გალში, ჯერ-ჯერობით დაუდგენელ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ვიქტორ დოლიძემ გიორგი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების ფაქტზე გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს ფარგლებში ისაუბრა

ჟენევაში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა საბჭოს ფარგლებში, ევროკავშირის დელეგაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში.

ეუთო-ს საბჭოს სხდომაზე ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტზე იმსჯელეს

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას დაღუპვის შესახებ იმსჯელეს.

სუს-მა ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური  ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრელებს.

ირაკლი კვარაცხელიას ბიძაშვილი: ცხედარს დაზიანებები აქვს

ოკუპირებულ გალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს სხვადასხვა ადგილზე დაზიანებები აქვს.

ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია

რუსი ოკუპანტების მიერ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილასთან დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე გათავისუფლებულია. ინფორმაცია ,,პირველს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

გალში კიდევ ერთი ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას სუს-ი ამოწმებს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ლევან ძაძუას დაკავების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს.