კონფლიქტები

აშშ-ის ელჩი იან კელი ევროსაბჭოს ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ მიესალმება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ევროსაბჭოს ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ მიესალმება და აღნიშნავს, რომ აშშ შეშფოთებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით.

ამერიკელი ექსპერტები - რუსეთს საქართველოსა და უკრაინაში საქმე ჯერ არ დაუმთავრებია

რუსეთთან თანამშრომლობის საკითხებში ამერიკელმა კონგრესმენებმა გავლენიანი ექსპერტებისგან რეკომენდაციები მიიღეს. დებატები წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გაიმართა.

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საგარეო დაზვერვის მაღალჩინოსანი დააკავეს

ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. ინფორმაციისა და მასობრივი კომუნიკაციის ყოფილი მინისტრი და ე.წ საგარეო დაზვერვის სამსახურის მაღალჩინოსანი გიორგი კაბისოვი დააკავეს.

რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთში საბაჟო საგუშაგო გახსნა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სპეციალიზირებული საბაჟო საგუშაგო ამოქმედდა. ამის შესახებ რუსეთის ფედარული საბაჟო სამსახურის ვებგვერდზეიუწყებიან.

ახალგორის გამგებლის თქმით, საოკუპაციო ზოლთან ე.წ. საბაჟოს გახსნა მოსახლეობას დააზარალებს

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ახალგორში ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა თბილისიდან შესატან პროდუქტის ფასს გაზრდის, რაც წარმოუდგენელ პრობლემებს შეუქმნის ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობას.

ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ნეშტები დღეს სამხედრო პატივით დაკრძალეს

დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტები სამხედრო პატივით დაკრძალეს.

"დაბრუნება 24 წლის შემდეგ" - აფხაზეთიდან გადმოსვენებული გმირების შესახებ წითელი ჯვრის სტატია

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი აფხაზეთში დაღუპული ქართველი გმირების ნეშტების გადმოსვენების შესახებ სტატიას აქვეყნებს, სათაურით - "დაბრუნება 24 წლის შემდეგ". 

სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო

სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო. ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან ერთად გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

საოკუპაციო ხაზთან დაკავებული გურამ ბესტაევი ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში რჩება

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული გურამ ბესტაევის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და მის გასათავისუფლებლად შესაბამისი უწყებები მუშაობენ.

ესტონეთის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნო

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან მდებარე გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.  

უკრაინაში ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, დონეცკის ოლქში, შეტაკებების შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქე დაიღუპა. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

ადიდებულმა მდინარე კოდორმა გულრიფშის სოფლები დატბორა

გადაუღებელი წვიმების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში მდინარე კოდორი ადიდდა და გულრიფშის რაიონის რამდენიმე სოფელი დატბორა. 

ახალგორთან დაკავებულ გიორგი შუკაკიძეს და ჯონი თათარაშვილს დღეს გაათავისუფლებენ

ოკუპირებული ახალგორის სოფელ ახმაჯთან კასპის რაიონის სოფელ ოკამში მცხოვრები ორი პირი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

დეპუტატი - უახლოეს პერიოდში აფხაზეთსა და ცხინვალში საფლავებზე გასვლის საშუალება იქნება

"პატრიოტთა ალიანსის" წევრის ადა მარშანიას ინფორმაციით, ახალ წლამდე ოკუპირებულ ცხინვალსა და სოხუმში საფლავებზე გასვლის უფლება მოგვეცემა. 

აშშ უკრაინისთვის იარაღის გადაცემის საკითხს განიხილავს

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელის კურტ ვოლკერის განცხადებით, ოფიციალური ვაშინგტონი უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემის საკითხს აქტიურად განიხილავს.

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთთან მიერთება სურს

დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას რუსეთთან მიერთება სურს. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა ვადიმ კრასნოსელსკიმ გააკეთა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში 240 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართები გადაეცემა.

მალიში გაეროს სამშვიდობოები დახოცეს

გაეროს სამშვიდობო მისიის სამი წევრი დაიღუპა და ორი დაიჭრა მალიში ავტომობილის ნაღმზე აფეთქების შედეგად. ამის შესახებ გაეროს მისიის კომუნიკეშია ნათქვამი. 

ესპანურმა დაზვერვამ მედოევი პუტინის მზვერავად გამოაცხადა

ესპანურმა დაზვერვამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი მედოევი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მზვერავად გამოაცხადა. ამის შესახებ გამოცემა El Pais დაზვერვაზე დაყრდნობით საუბრობს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი უფროსი მოსკოვში დააკავეს

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ვლადიმერ ეტუშისთვის თაღლითური გზით 28 მილიონი მანეთის გამოძალვის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი დაურ ბარგანჯია მოსკოვში დააკავეს.