კატეგორიები

კონფლიქტები

ექსკლუზივი
ჰააგის ვერდიქტის მოლოდინში - 9 წელი აგვისტოს ომიდან

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა. ჰააგის სასამართლოში საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ქმედებების გამოძიება აქტიურ ფაზაში შევიდა. რუსი ოკუპანტები კვლავ აბამენ მავთულხლართებს საქართველოს ტერიტორიაზე.

აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. საკონტროლო გამშვები პუნქტი მხოლოდ 9 აგვისტოს გაიხსნება.

დღეიდან დეფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს

აგვისტოს ომის 9 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი ე.წ. საზღვარს დროებით ჩაკეტავს.

ოკუპანტებმა სოფელ ქვეშთან ხნულების გავლება დაიწყეს

ოკუპანტებმა სოფელ ქვეშთან სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოყენებით, ე.წ. სასაზღვრო ხნულების გავლება დაიწყეს.

სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული მწყემსები გაათავისუფლეს

რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან გატაცებული მწყემსები - 65 წლის გივი ეცადაშვილი და 72 წლის გივი მამისბედაშვილი, 2 000 რუბლის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ოკუპირებულ აფხაზეთში საწყობში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით საქმე 358-ე მუხლით აღიძრა, რაც იარაღთან ან გარემოსთვის საშიშ ნივთებთან მოპყრობის წესების დარღვევას გულისხმობს და 3-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რუსი ტურისტების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა სამხედრო საწყობის ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად რუსი ტურისტების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონთან "ხანძარსაწინააღმდეგო" თხრილების გავლების გამო აღშფოთებულია

საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს ცხინვალის რეგიონთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლების გამო, რომელსაც მცოცავი ოკუპაციის პროცესის გაგრძელებად აფასებს.

აფხაზეთში აფეთქების შედეგად ორი რუსი ტურისტი დაიღუპა

აფხაზეთში აფეთქებული სამხედრო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე მაშველებმა 2 რუსი ტურისტის ცხედარი იპოვეს. ორივე მათგანი ქალია. 

ოკუპანტებმა გორიდან ორი ადგილობრივი გაიტაცეს

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი ადგილობრივი გაიტაცეს.

აფხაზეთის ტურისტულ ზონებში ნიღბიანი სპეცრაზმელები პატრულირებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში კრიმინოგენური ვითარების გამწვავების გამო, სოხუმში პატრულირება ნიღბიანმა ე.წ. სპეცრაზმელებმა დაიწყეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ფაქტის ამსახველ ფოტომასალასთან ერთად ავრცელებს.

აფხაზეთში რუსი ტურისტი დაიკარგა

ოკუპირებული აფხაზეთის მთებში დაკარგულ რუსეთის მოქალაქეს ანდრეი ლიხაჩევს ეძებენ. ამის შესახებ ადგილობრივ მედიასთან დე ფაქტო აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა ე.წ. მინისტრმა ლევ კვიწინიამ დღეს განაცხადა.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა გატაცებული ქართველები გაათავისუფლა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ძალოვნებმა 23 ივლისს სოფელ ბერშუეთთან ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დაკავებული საქართველოს 2 მოქალაქე გაათავისუფლეს. ისინი რამდენიმე წუთის წინ სოფელ ერგნეთთან ქართველ პოლიციელებს გადასცეს.

დე ფაქტო ხელისუფლება საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირებას პროვოკაციად აფასებს

არაღიარებული ცხინვალი საოკუპაციო ხაზთან ქართველი აქტივისტების მიერ სამოქალაქო პატრულირების დაწყებას პროვოკაციას უწოდებს და ამის შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს.

შსს საოკუპაციო ზოლთან სამოქალაქო პატრულირებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი მოძრაობის "ძალა ერთობაშია" ინიციატივის - სამოქალაქო პატრულირების განხორციელება მიზანშეწონილად არ მიაჩნია. აღნიშნულთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს.

საოკუპაციო ხაზთან სამოქალაქო პატრულირება დაიწყო

სამოქალაქო მოძრაობამ "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ხაზთან, ყარაფილა-ბერშუეთის მონაკვეთზე პატრულირება დაიწყო. 1tv.ge-ს ინფორმაციით, აქტივისტები უკვე შეიკრიბნენ სოფელ ყარაფილასთან. 

ცხინვალში რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს

რუსეთის 58-ე არმიის სამხედრო ნაწილებმა ცხინვალის რეგიონსა და ჩრდილოეთ კავკასიაში 16 ათასი სამხედრო და 4 ათასზე მეტი სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს საბრძოლო სწავლებებზე.

რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მკვიდრი ზაზა ბერიანიძე და სოფელ ზერტის მკვიდრი ლევან ტურაშვილი ე.წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით გაიტაცეს.

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან პატრულირებას დაიწყებს

სამოქალაქო მოძრაობა "ძალა ერთობაშია" საოკუპაციო ზოლთან მშვიდობიან სამოქალაქო პატრულირებას 25 ივლისიდან დაიწყებს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.

ცხინვალში ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადგილობრივი გაათავისუფლეს

ოკუპირებულ ცხინვალიდან ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებული ადგილობრივი, ალექსანდრე ცხოვრებოვი დე ფაქტო შს სამინისტროს წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.