კონფლიქტები

რუსმა ოკუპანტებმა გამყოფ ხაზთან 2 ქართველი ქალი დააკავეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყორნისის რაიონში ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა 2 ქართველი ქალი დააკავეს. ფაქტს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

დე ფაქტო ცხინვალის ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საინიციატივო ჯგიფმა დე ფაქტო ექსპრეზიდენტი ედუარდ კოკოითი საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ დე ფაქტო აფხაზეთთან მსჯავრდებულთა გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ ოკუპირებულ აფხაზეთთან მსჯავრდებულთა გადაცემის შესახებ დადებული ე.წ. შეთანხმება დაამტკიცა.

გალში დაკავებული გერონტი ცატავას საქმეზე სუს-ი მუშაობას აგრძელებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს ოკუპირებულ გალში გერონტი ცატავას დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ უწყება საქმეზე ცხელი ხაზის მეშვეობით მუშაობს.

"ენგურჰესის" გაჩერებამდე 11 მეტრი დარჩა

"ჩერნომორენერგოს" გენდირექტორის ასლან ბასარიას განცხადებით, ჯვარის წყალსაცავში ყოველდღიურად წყლის დონე 2 მეტრით კლებულობს. 

ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საზღვრს მოსახლეობა ამიერიდან საშვების გარეშე გადალახვს
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობამ, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან არსებული ე.წ. საზღვრის გადასალახად საჭირო საშვების წარდგენის აუცილებლობა გააუქმა.
რუსი ექიმები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიკოსებს გადაამზადებენ

რუსი ექიმები ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მედიკოსებს გადაამზადებენ.  პირველად, თებერვლის დასაწყისში, ცხინვალში  რუსი პედიატრები ჩავლენ კოლეგების გადამზადების მიზნით.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება გიორგი ​ლუკავას დრანდის ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება დაკავებული გიორგი ​ლუკავას ციხიდან გაყვანის ფაქტს არ ადასტურებს.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. გამშვები პუნქტები მარტის დასაწყისში დაიხურება
BBC-ის რუსული ოფისი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს აშუქებს და აცხადებს, რომ დე ფაქტო მთავრობა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვას მარტის დასაწყისში გეგმავს.
აფხაზები ნაბაკევის გადასასვლელის დაკეტვას სუვერენულ უფლებად თვლიან

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში გაეროს წარმომადგენლებისა და აშშ–ის ელჩის შეშფოთებას ნაბაკევის გადასასვლელის შესაძლო დაკეტვასთან დაკავშირებით უადგილოს უწოდებს.

მხოლოდ 600 ქართველს აქვს აფხაზეთის ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება გალის რაიონში მცხოვრებ მხოლოდ 600-მდე ქართველს აქვს. ამის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს. 
აფხაზი მაღალჩინოსანი გალელ ქართველებს ურჩევს, ზღვარს არ გადავიდნენ
დეფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანის მუჰამედ კილბას განცხადებით, აფხაზეთში მცხოვრებმა ეთნიკურად ქართველებმა ე.წ. გამშვები პუნქტების დახურვა აფხაზეთში კი არა, საქართველოში უნდა გააპროტესტონ. 
ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარების წვრთნებს სამხედრო მიმომხილველი საფრთხედ არ აღიქვამს

სამხედრო ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორის ირაკლი ალადაშვილის შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული შეიარაღებული ძალების მუდმივ წვრთნები გასაკვირი არ არის.

"ერთიანმა ოსეთმა" ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი დაასახელა
ოკუპურებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ანატოლი ბიბილოვი პარტია "ერთიანმა ოსეთმა" თავის საპრეზიდენტო კანდიდატად დაასახელა.
გალელმა ქართველებმა ენგურზე ე.წ. გამშვები პუნქტის გაუქმება გააპროტესტეს

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ ნაბაკევის 200-მდე მცხოვრებმა ე.წ. გამშვები პუნქტის გაუქმების წინააღმდეგ გუშინ აქცია გამართეს. აქცია გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

დე ფატქო მთავრობების აქტიურობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ცვლილებები არ მოჰყვება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გია ვოლსკის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო წარმომადგენლების მცირედ გააქტიურებას, საერთაშორისო დონეზე ცვლილებები არ მოჰყვება. 
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსულ სამედიცონო დაზღვევას მისცემენ
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს რუსულ სამედიცონო დაზღვევას მისცემენ. ამის შესახებ დღეს რუსეთისა და დე ფაქტო აფხაზეთის ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები შეთანხმდნენ.
ცხინვალის რეგიონში რუსი ოკუპანტები უპილოტო აპარატებით გადიან წვრთნებს

ცხინვალში განლაგებული რუსული საოკუპაციო სამხედრო ბაზის 1500 მებრძოლი გადის სწავლებას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო ტექნიკისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.

აფხაზეთში დისლოცირებული რუსი სამხედროები მუდმივ წვრთნებზე გადავიდნენ
აფხაზეთში დისლოცირებული რუსეთის საოკუპაციო ჯარები მუდმივ წვრთნებზე გადავიდნენ. 2017 წლის განმავლობაში, 2 ათასი რუსი ჯარისკაცი 40-ზე მეტ საველე გასვლას განახორციელებს. 
ოკუპირებულ ცხინვალს ევროპარლამენტში ქომაგი გამოუჩნდება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ვიზიტით მყოფი იტალიელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი ჯულიეტო კიეზა ევროპარლამენტში ე.წ. რესპუბლიკის ინეტერესების დაცვას აპირებს.