კონფლიქტები

ექსკლუზივი
აფხაზეთში ეკლესიის დანგრევის შემდეგ ცხინვალში ქართული სკოლის ადგილზე რუსულ ეკლესიას აშენებენ
ოკუპირებულ ცხინვალში, ყოფილი ქართული სკოლის ტერიტორიაზე, რომელიც 90-იან წლებში ოსმა სეპარატისტებმა დაწვეს, რუსეთის საპატრიარქო რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიას უანგაროდ აშენებს.
ექსკლუზივი
აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვას აფხაზები აპროტესტებენ

აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული ე.წ. 2 გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ დეფაქტო მთავრობის დეკემბრის გადაწყვეტილება, შესაძლოა, გაუქმდეს. ამის შესახებ "პირველს" ადგილობრივებმა აცნობეს.

ოკუპირებული აფხაზეთის უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა

ოკუპირებულ ტყვარჩელში, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზზე მომომხდარი ავარიის გამო, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი რეგიონის უმეტესი ნაწილი. ამ დროისათვის ელექტროენერგია მიეწოდება მხოლოდ 2 რაიონს.

რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან მსჯავრდებულთა გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა

რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთთან დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა, რომელიც ქვეყნებს შორის მსჯავრდებულთა გადაცემას ითვალისწინებს.

ექსკლუზივი
საქართველოში ტერორიზმის საფრთხის შემცირებას ხელისუფლების პოლიტიკას უკავშირებენ

ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართველოდან ექსტრემისტულ დაჯგუფებებში საბრძოლველად წამსვლელთა რიცხვი შემცირებულია, რაც გარკვეულწილად, ხელისუფლების პოლიტიკით არის განპირობებული.

რუსი ოკუპანტები ახალგორში რუსულ სკოლასა და ბაგა-ბაღს აშენებენ
ოკუპირებულ ახალგორში რუსი ოკუპანტები სკოლასა და ბაგა-ბაღს აშენებენ. დაწესებულებებში სწავლება რუსულ ენაზე ჩატარდება. ამის შესახებ "პირველს" ახალგორის გამგებელმა ნუგზარ თინიკაშვილმა განუცხადა. 
რუსული ავიაკომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენებს განაახლებს
რუსული ავიაკომპანია "ვოლოგოდსკის ავიახაზები" ოკუპირებულ სოხუმში ფრენების განახლებას გეგმავს. ამის შესახებ ავიაკომპანიის დირექტორმა მიხაილ ზუევმა აფხაზურ მედიასთან საუბარში განაცხადა.
ოკუპირებული აფხაზეთი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე სანქციების გამკაცრებას აპირებს
ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე სანქციების გამკაცრების შესახებ.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 9 აპრილს გაიმართება
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო პარლამენტმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღად 9 აპრილი განსაზღვრა.
ოკუპანტები "ქვემო ზარამაგს" ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მესაზღვრეებთან ერთად გააკონტროლებენ
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მესაზღვრეები 2017 წელს რუს ოკუპანტებთან ერთად გააკონტროლებენ ე.წ. საბაჟო გამშვებ პუნქტს "ქვემო ზარამაგს". 
ოკუპირებული ცხინვალი საქართველოსთან ე.წ საბაჟო პუნქტს გახსნის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ლენინგორის რაიონში განლაგებულ გამშვებ პუნქტ "რაზდახანზე" ტრანზიტული ტვირთების კავკასიაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში გადასატანად, შესაძლოა, ე.წ საბაჟო პუნქტი გაიხსნას.

ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
დეფაქტო მთავრობა საქართველოს მოუწოდებს ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე ისტორიულ ძეგლების მდგომარეობის შესახებ საკითხის პოლიტიზირება შეწყვიტოს.
"ფსბ"-ეს სასაზღვრო კონტროლის სამსახური აფხაზეთში ტაძრის დანგრევაში მონაწილეობას უარყოფს

აფხაზეთში რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო კონტროლის სამსახური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ წებელდაში ტაძრის დანგრევაში მონაწილეობას უარყოფს.

დეფაქტო აფხაზეთის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობის დელეგაცია, ნიკარაგუას მესამე ვადით არჩეული პრეზიდენტის დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრო.

ცხინვალის პროკურატურამ მოსწავლეების ცემის ფაქტზე სპეცრაზმის თანამშრომლის მიმართ საქმე აღძრა
ოკუპირებული ცხინვალის პროკურატურამ მილიციის სპეცრაზმის წარმომადგენლის დოჩიევის წინააღმდეგ სკოლის მოსწავლეების ცემის ფაქტზე, სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრა. 
ოკუპირებული აფხაზეთი სოფელ წებელდაში სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტრო სოფელ წებელდაში, სადაც ქართული ეკლესიის დანკრევა ოფიციალურმა თბილისმა გააპროტესტა, სამხედრო პოლიგონის მშენებლობას უარყოფს.

რუსი ოკუპანტების მიერ აფხაზეთში ეკლესიის დანგრევას გმობს საქართველოს საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ეკლესიების ნგრევა საქართველოს ტერიტორიაზე.

პრეზიდენტი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე რეაგირებას ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისაგან რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ რეაგირებას ითხოვს.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია 29 იანვრამდე დაიწყება

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, შესაძლოა, უახლოეს დღეებში დაიწყოს ე.წ. საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია. 

აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის დელეგაცია ნიკარაგუას პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას ესწრება
აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ნიკარაგუაში ჩავიდნენ, რათა დღეს, მესამე ვადით არჩეულ პრეზიდენტ დანიელ ორტეგას ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრონ.